სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
| A.V.M |
Dec 3 2011, 12:23 AM
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
აბრაჰამი კათალიკოსი
საქართველოს კათალიკოს_პატრიარქი 1282 წლიდან XIV ს-ის 10-იან წლებამდე, მონღოლთა ბატონობის პერიოდის საეკლესიო მოღვაწე. აბრაჰამ კათალიკოსი, დემეტრე II თავდადებულისა (1270-1289 წწ.) და დავით VIII-ის (1293-1311 წწ.) თანამედროვე, კათალიკოსად არჩევამდე მეფის ჯვარისმტვირთველი ყოფილა. აბრაჰამს ჯვარისმტვირთველობის დროს აუშენებია სამეფო მონასტერი გუდარეხში, 1278 წელს კი – სამრეკლო, რომელიც მტრის შემოსევის შედეგად დაქცეული იყო. სამრეკლოზე მოთავსებულია წარწერა: “ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფე დიმიტრი. მე, მიწაი მეფობისა მათისაი, უღირსი მღდელი ჯუარისმტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღშენებად სამრეკლოთაA ამათ, სადიდებელად მეფობისა მათისა და სალოცველად სულისა ჩემისა...” 1282 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზმა, ნიშნად თავისი პროტესტისა დემეტრე II-ის ცხოვრების წესისადმი, უარი თქვა კათალიკოსობაზე და თავისი ხელით აკურთხა კათალიკოსად მეფის ჯვარისმტვირთველი აბრაჰამი. ჟამთააღმწერელი მას კეთილად მოიხსენიებს: “კეთილად მართებდა საჭეთა კათოლიკე ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი კეთილთა საქმეთა და საურავთა სამეფოთა გამგე კეთილი”. როდესაც მეფე დემეტრემ ურდოში წასვლა გადაწყვიტა, კათალიკოსმა აბრაჰამმა დარბაზის წინაშე ასე მიმართა მეფეს: “არა არს, საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია და დაუცავს თავი თვისი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათვის, ჩუენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტვირთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: “უფროს ამისა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყუსისათვის”, და უკეთუ ერთისა მოყუსისათვის სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს”. აბრაჰამ კათალიკოსი თან ახლდა ურდოში დემეტრე II-ს. მანვე ჩამოასვენა მონღოლებისგან წამებული მეფის ცხედარი საქართველოში და სვეტიცხოველში დაკრძალა. შემდგომ, როდესაც მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII მთიულეთში გამაგრდა, მონღოლებმა, მეფე რომ ვერ შეიპყრეს, დაზავება მოინდომეს მასთან. ამ რთულ, უკიდურესად საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს აბრაჰამ კათალიკოსი წარმოადგენდა. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების დროს მონღოლებმა მოლაპარაკების მონაწილეები დახოცეს, მხოლოდ აბრაჰამ კათალიკოსს ვერ გაუბედეს ხელის ხლება. აბრაჰამ კათალიკოსის შესახებ ცნობები დაცულია ჟამთააღმწერლის “ასწლოვან მატიანეში”. აბრაჰამ კათალიკოსი იყო დემეტრე მეფესთან დაახლოებული პირი, დავით VIII-ის პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი, ცნობილი და გავლენიანი ფიგურა მაშინდელ საქართველოში. მას მონღოლებიც კი პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ. კათალიკოს აბრაჰამის სახელს ვხვდებით დავით VIII-ის სიგელში გრიგოლ ჭარმაულისადმი, აგრეთვე სინის მთის წ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერზე მოთავსებულ მოსახსენებელში, რომელიც მიანიშნებს, რომ კათალიკოსს შესაწირავი გაუგზავნია სინის მონასტრისათვის. (გულნარა მჭედლიძე) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M სხვა პატრიარქები Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M საქართველოს ეკლეს... Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi
სინოდის ბოლოს ხდო... Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M
ნამდვილად აფხაზ...
... Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M პატრიარქი კირიონ II(... Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M კირიონი II იყო მოსკო... Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M ამბროსი (კათოლიკოს... Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M მისი უწმიდესობა და... Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M ეფრემ II (ერისკაცობა... Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M ლეონიდე (ერისკაცობ... Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M მელქისედეკ I, საქარ... Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M მისი უწმიდესობა და... Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M კათოლიკოს-პატრიარ... Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M პატრიარქ მელქისედ... Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M წმინდა პეტრე I — ქარ... Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M დომენტი III ( გ. სექტე... Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M არსენ III — საქართვე... Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M მაქსიმე II (გვარად ა... Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M მალაქია II გურიელი, ... Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M დავითი (გვარად ნემ... Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI
სად არის დაკრძალუ... Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M გიო ვისზე ამბობ? Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ანტონ II (ბაგრატიო... Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M გიო ნაღდად არ ვიცი ... Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
აფხაზმა დაწერა, ... Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M გიო!
ნიჟნი-ნოვგორ... Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI
გიო!
ნიჟნი-ნოვგორ... Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M
ააა.
ბატონო... Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M ეფთვმე საყვარელიძ... Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M ანტონ I, კათალიკოსი
... Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M ანტონ I, კათალიკოსი
... Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso გრიგოლ ლორთქიფანი... Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M სოსო გაიხარე...
ასე ... Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M დავით III კათალიკოსი... Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M დომენტი I, კათალიკო... Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M დომენტი IV, კათალიკო... Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M დომენტი IV (II ნაწილი)
-... Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M ევდემონ ჩხეტიძე, კ... Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M ზაქარია ჯორჯაძე, კ... Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M იოსებ ბაგრატიონი, ... Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M კირიონ ( კირონ ) I, კა... Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M მაქსიმე აბაშიძე. კ... Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M ნიკოლოზ IX, კათალიკო... Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M სვიმეონ კათალიკოს... Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M წმიდა იოანე IV (ოქრო... Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M ღირსი დოსითეოზ ქუთ... Mar 20 2012, 07:35 PM
marine პატრიარქი კალისტრ... Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M marine
გაიხარე... Dec 19 2012, 01:15 AM
marine
marine
გაიხარე...
:მპუა2:... Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M marine
ხო....
თითეულ პოსტ... Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M შემოგთავაზებთ ეპი... Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M ამბროსი ხელაია: „ჩ... Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics მოგესალმებით,მე ვა... Oct 26 2014, 07:15 PM
marine
მოგესალმებით,მე ვ... Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics დიდი მადლობა,თქვენ... Oct 26 2014, 11:25 PM
marine
დიდი მადლობა,თქვე... Oct 27 2014, 01:06 PM
marine "ის [კათოლიკოს-პა... Sep 6 2016, 12:15 PM
marine "პატრიარქი [მელქი... Sep 6 2016, 12:41 PM
marine "მელქისედეკი - სა... Sep 6 2016, 11:05 PM
marine "სიტყვა არ უნდა შ... Oct 3 2016, 07:33 PM
marine "პატიმრობის შემდ... Oct 5 2016, 08:26 PM
marine " - მამაო, ვინც პატ... Oct 5 2016, 10:27 PM
marine "მიტროპოლიტი გაი... Apr 11 2017, 01:13 PM
marine "პატრიარქი ეფრემ... Apr 17 2017, 11:14 AM
marine "როცა ლენინგრადშ... Apr 19 2017, 10:02 AM
marine "კაცი დიდებას გაუ... Apr 22 2017, 11:25 AM
marine "როცა სამშობლოში ... Feb 5 2018, 07:01 PM
marine "მიტროპოლიტ ქრის... Feb 16 2018, 08:09 PM
marine "უწმინდეს ეფრემს ... Jul 19 2018, 08:35 PM
marine "პატრიარქმა ეფრე... Jul 26 2018, 02:52 PM
marine "როდესაც პატრიარ... Aug 22 2018, 09:14 PM
marine "უბრალოება უწმინ... Oct 1 2018, 08:28 PM
marine "ერთხელ უწმინდეს... Oct 1 2018, 08:40 PM
marine "საქართველოშიც ზ... Oct 16 2018, 07:01 PM
marine "ერთხელ კათოლიკო... Nov 15 2018, 01:17 PM
marine "ერთხელ საქართვე... Nov 15 2018, 01:40 PM
marine "მინდა კიდევ ერთი... Aug 17 2019, 03:19 PM
marine "უნეტარესმა კალი... Feb 18 2025, 07:24 PM
marine "ასე მგონია, რომ ზ... Aug 20 2025, 07:22 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th February 2026 - 03:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი