სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 5 2011, 12:16 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ანტონ I, კათალიკოსი
ქართლის კათალიკოსი (1744-1755, 1764-1788) II ნაწილი (მზიასურგულაძე) ------------------ XVII საუკუნიდან სულ უფრო შესამჩნევი ხდება კათოლიკე მისიონერების ზეგავლენა ქართულ საზოგადოებაზე. მათი საშუალებით აღწევდა საქართველოში ახალი ევროპის ცოდნა, სასკოლო განათლება, მეცნიერული იდეები და მომავლის ხედვა. განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდნენ საქართველოში კათოლიკე ხელმწიფეებისაგან პოლიტიკურ დახმარებაზე. XVII-XVIII საუკუნეებში ბევრი ქართველი საეკლესიო თუ საერო მოღვაწე მიიქცა კათოლიკობაზე. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ქართლის ელესიაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ბანაკი ანტონ კათალიკოსისა და ზაქარია გაბაშვილის მეთაურობით, რომელთა უკან ორი განსხვავებული ორიენტაციის პოლიტიკური დაჯგუფება იდგა. ანტონი ევროპეიზმის გზას ადგა და ამის დასტურად ფარულად კათოლიკური მრწამსი აღიარა. ზაქარია გაბაშვილი, მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველი, რეალურად პროირანული ორიენტაციის პოლიტიკოსთა დასაყრდენად იქცა, რომელთაც არ ესმოდათ სახელმწიფოს მომავლისათვის სიახლეების დანერგვის მნიშვნელობა. ანტონ კათალიკოსს კი განზრახული ჰქონდა ახალი ევროპული ტიპის სკოლების გახსნა, სადაც ქართველი ახალგაზრდობა მოწინავე ცოდნას მიიღებდა. ეს საქმე კი დიდი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებოდა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო ახალი სასწავლო წიგნების მოძიება, თარგმნა და სახელმძღვანელოების შედგენა, რაშიც იმდროინდელ ვითარებაში ანტონს მხოლოდ კათოლიკე და სომეხი სამღვდელოების დახმარების იმედი ჰქონდა. სწორედ ამ ნიადაგზე დაუახლოვდა მათ ანტონ კათალიკოსი. 1750 წლიდან მან გააცხოველა კავშირი მისიონერებთან. 1753 წელს ანტონმა ფარულად კათოლიკობა მიიღო, რითაც მართლმადიდებელი სამღვდელოების და თეიმურაზ მეფის რისხვა დაიმსახურა. 1755 წელს სამღვდელოებამ კათალიკოსი ამხილა. ამავე წელს თეიმურაზ მეფემ მცხეთაში მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ანტონი გადააყენა. 1756 წლის 4 აპრილს ჩატარდა მომდევნო საეკლესიო კრება. ამ კრებაზე ანტონმა აღიარა ცთომილება და მხურვალედ მოინანია. ამ კრებაზე ანტონმა ითხოვა მღდელმსახურების უფლების დაბრუნების და რუსეთში წასვლის ნებართვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. ამ ამბების შემდეგ საქართველოში დაიწყო კათოლიკეების დევნა _ მათ ეკლესიები ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს, ხოლო ანტონ კათალიკოსი რუსეთში გაასახლეს. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე დიდ ზეგავლენას ახდენდა თეიმურაზ II, რომელსაც, შესაძLოა, მართლაც აღიზიანებდა ანტონის დამოუკიდებელი პოლიტიკა ევროპელებთან ურთიერთობაში, აამასთან ეჭვობდა, რომ ანტონს, როგორც ქართლის სამეფო დინასტიის წარმომადგენელს, განზრახული ჰქონდა თავისი ძმის, ალექსანდრეს ტახტზე აყვანა. 1756 წელს სასულიერო და საერო პირთა მცირე ამალით ანტონი დარიალის ხეობისა და ყიზლარის გავლით ასტრახანში ჩავიდა. აქ დაელოდა იგი იმპერატორის ნებართვას ჩასულიყო პეტერბურგში. რუსეთის დედაქალაქში ანტონს წმინდა სინოდის წინაშე წარდგომა და მართლმადიდებლობისადმი ერთგულების დადასტურება მოუწია. 1757 წელს 8 აგვისტოს სინოდმა მას ჩააბარა ვლადიმირისა და იეროპოლის კათედრა. რუსულ ენაში დამხმარედ მიუჩინეს ქართველი მღვდელი გიორგი დავიდოვი. ვლადიმირის ეპარქიას ანტონი 1757-1762 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს პერიოდი მან უაღრესად ნაყოფიერად _ რუსული და ლათინური ენების გასაღრმავებლად და მეცნიერებების შესასწავლად გამოიყენა. აქ იგი გაეცნო თანადროულ ევროპულ საღვთისმეტყველო, ისტორიულ და საბუნებისმეტყველო ლიტერატურას. გაამდიდრა ქართული მწერლობა ახალი თარგმანებით. მის განსკუთრებულ ინტერესს იწვევდა სახელმძღვანელოები, რომელთა სწავლება აუცილებლად მიაჩნდა ქართველი ახალგაზრდობის თვალსაწიერის გასაფართოებლად. ანტონის მიერ ერეკლესადმი რუსეთიდან გამოგზავნილი წერილებიდან გამოსჭვივის უმაღლესი პასუხისმგებლობა საეკლესიო პირისა საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე, რომელსაც იგი ახალ ცოდნას დაუფლებულ, მოაზროვნე ახალ თაობას უკავშირებდა. რუსეთში ყოფნის დროს ანტონს არ შეუწყვეტია ერეკლესთან მიმოწერა. ერეკლე მეფეც სისტემატურად უგზავნიდა მას წერილებს. 1762 წელს თეიმურაზი გარდაიცვალა. ერეკლე ანტონს იხმობს. ანტონი სინოდის თანხმობით განთავისუფლდა ვლადიმირის ეპარქიიდან და იღებს სამშობლოში დაბრუნების უფლებას. 1764 წელს ანტონი საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე ანტონი კვლავ დიდი მონდომებით შეუდგა შეწყვეტილი საქმის გაგრძელებას. უპირველეს ყოვლისა, მან გასწია უდიდესი ორგანიზაციული სამუშაო _ აღადგინა ეკლესიის დარღვეული ადმინისტრაცია და დაფანტული ქონება, მკაცრი კონტროლი დააწესა შიდა საეკლესიო დიციპლინაზე, განაახლა სტამბა, გახსნა საეპარქიო სკოლები და ორი სასულიერო სემინარია თბილისსა და თელავში, ჩამოაყალიბა ახალი საეკლესიო სასამართლო _ დიკასტირია. ანტონ კათალიკოსი იყო მეფე ერეკლეს უახლოესი თანამზრახველი და უშუალოდ მონაწილეობდა ერეკლეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხორციელებაში. 1771 წლის ბოლოს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ერეკლემ ანტონ კათალიკოსი და ლევან ბატონიშვილი პეტერბურგში გააგზავნა დიპლომატიური მისიით. ელჩებს ერეკლე მეფის წერილი მიჰქონდათ, რომელშიც ერეკლე მეფე, რუსეთ-თურქეთის მიმდინარე ომის ფონზე, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა და ამავე დროს აყალიბებდა უმთავრეს პირობებს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შეყვანის შემთხვევაში. ამ ელჩობას საქართველოსათვის კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ელჩობის მიერ მიწოდებული მასალა მომავალში საფუძვლად დაედო 1783 წლის ტრაქტატს. 1774 წელს ანტონი საქართველოში დაბრუნდა. თბილისის (1755 წ.) და თელავის (1782 წ.) სასულიერო სემინარიები სახელმწიფო ტიპის სასწავლებლები იყო, რომლებიც სამეფო ხაზინიდან ფინანსდებოდა. სწავლება აგებული იყო მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემიის პროგრამით. აქ ისწავლებოდა: გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, ღვთისმეტყველება. სწალების პროცესში ფართოდ დაინერგა სქოლასტიკური მეთოდი. ანტონს შემუშავებული ჰქონდა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტიც (თბილისში, გორსა და თელავში). სემინარიებისათვის ანტონმა თავად შეადგინა ახალი სასწავლო პროგრამები და ორიგინალური თუ ნათარგმნი სახელმძღვანელოები: “ქართული გრამატიკა” (1764 წ.), რომლის შედგენისას ანტონმა განსაცვიფრებელი ენათმეცნიერული ალღო გამოავლინა, ჩამოაყალიბა ნორმირებული სალიტერატურო ენის მკაცრად განსაზღვრული გრამატიკული და ორთოგრაფიული წესები; მხითარ სებასტიელის “რიტორიკა”, გადამუშავებული ქართული მასალით. (1761), “კატეგორია-სიმეტნე”, შედგენილი “ახალთა ფილოსოფოსთა განსაზღურებათაგან” არისტოტელეს მოძღვრების საფუძველზე; “საქრისტიანო მოძღვრება ანუ კატეხიზმო”; კურციუსის ალექსანდრე მაკედონელის ისტორია, საკუთარი შენიშვნებით (1762); ბაუმაისტერის “განსაზღურება ფილოსოფიისა” და “ფიზიკა” ანტონის წინასიტყვაობითA და კომენტარებით; ლოღიკა; ორიგინალური ფილოსოფიური ტრაქტატი “სპეკალი”. ამ წიგნებზე აღიზარდა საქართველოში რამდენიმე განათლებული თაობა. გარდა სახელმძღვანელოებისა, ანტონმა შექმნა ახალი საეკლესიო ლიტერატურა _ თითქმის არ დარჩენილა საეკლესიო მწერლობის ჟანრი, რომელიც არ გამდიდრებულიყო ანტონის ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებებით. ანტონმა გააღვივა საზოგადოებაში მისწრაფება მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნისადმი, აღზარდა განათლებულ ეკლესიის მსახურთა ძლიერი გუნდი, რომელიც მზად იყო ახალი საღვთისმეტყველო ლიტერატურის ასათვისებლად. ანტონმა შეადგინა ქართული ეკლესიის წმინდანთადმი მიძღვნილი კრებული, სახელწოდებით “მარტირიკა”. კრებულში თავმოყრილ თხზულებათა Aნაწილი წარმოადგენს ცნობილი ისტორიული პირებისადმი მიძღვნილი ძველი თხზულებების ანტონისეულ რედაქციას, ხოლო ნაწილი თხზულებებისა პირველად ანტონმა შექმნა. “ღვთისმეტყველება” ოთხ ნაწილად (1779 წ.). ისტორიული თხზულება “ქართველ მეფეთა ჩაამომავლობა”, დაწერილი ყიზლარის კომენდატის დაკვეთით (1756-1760 წლებში). გალექსა იოანე სინელის “კლემაქსი”, “შიო მღვიმელის ქება”, სომხურიდან თარგმნა “ეფესოს კრების ისტორია”, აგრეთვე მრავალრიცხოვანი ქადაგებები და წერილები, Gგანმარტება პავლე მოციქულის ეპისტოლე _ “რომაელთა მიმართ”. ფილოსოფიური თხზულება “სპეკალი” . “წყობილსიტყვაობა” ანტონმა რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ შექმნა. ეს არის ძველი ქართული მწერლობის საეტაპო ძეგლი. მდიდარი შინაარსით, ორიგინალური კომპოზიციით, გამორჩეული ლიტერატურული და ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ცნობების სიუხვით. დაწერილია იამბიკური ლექსით. მასში შესულია: საღვთისმეტყველო ტრაქტატები, საგალობლები, ქართველი მეფეებისადმი და მწერლებისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსები, ქება-ენკომიები და ეპიტაფიები. “წყობილსიტყვაობაში” ასახულია XVIII ს. ქართულ ინტელექტუალურ წრეებში არსებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ცოდნა, ლიტერატურათმცოდნეობის და წყაროთმცოდნეობის მეცნიერული დონე და ესთეთიკური აზროვნება. ანტონ კათალიკოსი ქართველი ერისათვის აშკარა საფრთხეს ხედავდა სომხური (მონოფიზიტური) აღმსარებლობის ფართოდ გავრცელებაში ზოგიერთ ქართულ რეგიონში. ამ საშიშროების თავიდან აცილების ერთ-ერთ ქმედით გზად მას ქართულ საზოგადოებაში საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური განათლების დონის ამაღლება მიაჩნდა. ამ მიზნით სექმნა მან სამნაწილიანი შრომა « მზამეტყველება », რომელშიც იგი განიხილავს მონოფიზიტობის წარმოშობის ისტორიას, მონოფიზიტობის წინააღმდეგ მსოფლიო კრებებზე გამოტანილ დადგენილებებს, მონოფიზიტური მოძღვრების დოქტრინალურ საკითხებს ტრიადოლოგიური და ქრისტოლოგიური პოზიციებიდან. ნაშრომში გამოსჭვივის ავტორის ფართო საღვთისმეტყველო განათლება, დიდი ერუდიცია და ძლიერი პოლემისტის უნარი. ანტონმა დანერგა საქართველოში ე.წ. “სამი სტილის” თეორია, რომლის გავლენა XIX საუკუნის პირველი ნახევრამდე იგრძნობოდა ქართულ მწერლობაში. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი