![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
ძველი აღთქმა
დაბადება თავი მეოთხე 1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან. 2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი. 3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. 4აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. 5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. 6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? 7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. 8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა. 9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ. 10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. 11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. 12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. 13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: 14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. 15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. 16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი. 18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი. 19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა. 20. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა. 21. მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. 22. შვა ცილამაც - თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. 23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად. 24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ. 25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. 26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. მეოთხე თავამდე აღწერილია სამყაროს და ადამის და ევის შექმნის და პირველყოფილი ცოდვის ამბავი, ხოლო ამ თავში კი კაენის და აბელის ამბავი, მაგრამ მე რა მინდოდა გამეგო: საიდან წარმოიშვა ეს ნოდის ქვეყნის ხალხი, ისინი ხომ აშკარად არ იყვნენ ადამის და ევას შთამომავლები, მაშ საიდან გაჩნდნენ? ისინიც ცოდვილები იყვნენ თუ არა? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან? შემდეგი შეკითხვა. ადამის და ევას შთამომავალი იყო ნოე რომლის დროს მოხდა წარღვნა, საინტერესოა კაენის შთამომავლობა სადღა გაქრა? მე იქნება რამე გამოვტოვე მაგრამ 4-6 თავებში მათზე მგონი არაფერი წერია, რა ბედია ეწია მათ? და კიდევ: 1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, 2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. 3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. 4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. ვინ იგულისხმებიან „ღვთისშვილებში“? ადამის და ევას შთამომავლები? „ადამიანთა ასულები“ ვიღა არიან? კაენის და ნოდის ქვეყნის ხალხის შთამომავლები? ეს ბუმბერაზები ვიღა არიან? თუ არ ვცდები ისინი ბიბლიაში არც აქამდე არიან ნახსენები და არც ამის მერე, რატომ ზის ეს მუხლი აქ? რას ნიშნავს „ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“? ადამ და ევაზე ძველები არიან? ბოლოსდაბოლოს ადამიანის (და ადამიანისმგვარი არსებების-„ბუმბერაზები იყვნენ“ ანუ ზომით მაინც განსხვავდებოდნენ ადამის და ევას (და პლიუს ნოდის ქვეყნის ხალხის) შთამომავლებისგან) რამდენი შტო იყო დედამიწაზე? ან მორწმუნე ხალხი რატომ უყურებს ხოლმე ამრეზით ადამიანისმაგვარი არსებების ნაშთების არსებობას? ხომ შეიძლება ნოდის ხალხი (იმ ბუმბერაზებზე რომ არაფერი ვთქვათ) ფიზიკურად ადამის და ევას შთამომავლებისგან ცოტათი განსხვავებულები ყოფილიყვნენ? |
![]() ![]() |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა წმ. წერილში არ არის ნათქვამი, რომ "ნოდის ქვეყანა" ადამიანებით იყო დასახლებული. ნეტ. თეოდორიტეს განმარტებით "ნოდი" რყევას, ცახცახს ნიშნავს. ანუ ეს იყო არამყარი, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, ტექტონურად არამდგრადი ადგილი, სადაც ხშირი იყო მიწისძვრები. წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როდესაც კაენმა ისმინა უფლის განაჩენი, "გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა" (დაბ. 4:16). რას ნიშნავს: "გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა"? ეს, ნიშნავს, რომ ის მოაკლდა უფლის მფარველობას იმ საძაგლობისთვის, რაც ჩაიდინა. "დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა". წმიდა წერილი გვამცნებს იმ ადგილის შესახებაც, სადაც კაენი დასახლდა და აჩვენებს, რომ მანაც სამოთხის შორიახლო დაიმკვიდრა, იმისთვის, რათა მარადის ხსომებოდა ის, თუ რა შეემთხვა მის მამას მცნების გარდახდომის გამო და ძმის მკვლელობისთვის თვითონაც როგორ დაისაჯა. ასეთი სასჯელი დაიმსახურა მან კიდევ იმიტომ, რომ გონს არც იმის შემდეგ მოეგო, რაც შეიტყო მამის სასჯელი, რომელიც სამოთხიდან განიდევნა. და თვით ადგილი, სადაც ის დასახლდა, გამუდმებით მოაგონებდა არა მარტო მას, არამედ ყველა მის შემდგომ მცხოვრებ ადამიანს, ძრწოლასა და ცახცახს, რადგან "ნოიდი" (ნოდი) არის ებრაული სიტყვა, რომელიც მომდინარეობს ზმნისგან "ნუდ" რაც რყევას ნიშნავს. ხოლო მისგან ნაწარმოები არსებითი სახელი "ნოდი" განდევნას ნიშნავს. არა მგონია ეს ასე იყოს რადგან: ციტატა 11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. 12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. 13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: 14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. 15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. 16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი. რადგან სადღა მოძებნა კაენმა „თავისი დედაკაცი“? ციტატა მოკლედ რომ ვთქვათ აქ იგულისხმებიან როგორც ადამიანები, ასევე ცხოველები ჰოდა ეს ადამიანები საიდანღა გაჩნდნენ? ![]() zaz mevar როცა მოვიცლი გავეცნობი მათ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი