სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
| soso_soso |
Dec 5 2011, 08:45 PM
პოსტი
#2
|
|
სოსო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 167 რეგისტრ.: 16-September 11 მდებარ.: ურბნისისა და რუისის ეპარქია წევრი № 11,558 |
გრიგოლ ლორთქიფანიძე, კათალიკოსი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1696-1742წწ. გრიგოლ ლორთქიფანიძეს დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო საყდარი ეპყრა კათალიკოს დავით ნემსაძის შემდეგ. დასავლეთ საქართველოში გამეფებული ანარქიის გამო ყოველი ახლად დადგენილი კათალიკოსის უპირველესი საზრუნავი საკათალიკოსო ყმა-მამულის აღნუსხვა, მიტაცებული მამულების დაბრუნება და მეურნეობის აღდგენა ხდებოდა, მაგრამ ყველა კათალიკოსი როდი ახერხებდა ამ საქმეების მოგვარებას. გრიგოლ კათალიკოსი მხნედ შეუდგა თავისი სამწყსოს მოვლას. მან არა თუ აღადგინა საკათალიკოსოს დაცემული მეურნეობა, არამედ დაიბრუნა მიტაცებული საკათალიკოსო მამულები იმერეთის მეფეებისა და დიდი თავადებისაგან, ოდიშის მთავრის, გურიელის, რაჭის ერისთავისაგან. მოაწესრიგა და გაამარტივა საგადასახადო საქმე _ საკათალიკოსო შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გუქმებული ფულადი ბეგარის ნაცვლად შემოიღო სანთლის ბეგარა. ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგარის ნაწილიც. გრიგოლის კათალიკოსობის დროს ენგურსგადაღმა გრძელდებოდა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ჩამოწოლა. ოსმალთა ზეგავლენით ამ მხარეში სწრაფად ვრცელდებოდა მაჰმადიანობა. მრავალი ქართველი ტოვებდა თავის მიწა-წყალს და ენგურსგადმოღმა სახლდებოდა. გრიგოლ კათალიკოსი ამ პროცესს ფხიზლად ადევნებდა თვალს და ყოველნაირად ცდილობდა ახალმოსახლეების დახმარებას. განსაკუთრებით მფარველობდა აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე შევიწროებულ ყოფილ საკათალიკოსო ყმებს, მათში საფასურს უხდიდა ადგილობრივ მთავარს და სამწყსოს ტერიტორიაზე ასახლებდა. ენგურსა და კოდორს შორის მდებარე ტერიტორიიდან იმერეთსა და ოდიშში კათალიკოსმა გადმოასახლა ის საეკლესიო ყმებიც, რომლებიც ტყვეთა მტაცებლებს გადაურჩნენ. ამით მან შეინარჩუნა სამწყსო, მფარველობის განცდა ჩაუნერგა ბედის ანაბარა დარჩენილ ადამიანებს და ეკლესიას შემოსავალი გაუზარდა. გრიგოლის ძალისხმევით საკათალიკო ტახტმა არა მარტო შეინარჩუნა ყმა-მამულის უმეტესი ნაწილი, არამედ მრავალი სხვაც შეიძინა იმერთში, გურიასა და ოდიშში. გრიგოლის ეს მოღვაწეობა ძირითადად შეჯამებულია მის მიერ 1733 წელს შედგენილ ბიჭვინთის გუჯარში. თავისი მორალური შეგონებებით კათალიკოსი ებრძოდა მაჰმადიანობის გავრცელებას, ქვეყნის მოღალატეებს. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ ისინი ყოველ ღონეს იხმარდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებად, ასევე არ შეეკვრებოდნენ მაჰმადიანთ იმერეთის ‘წასახდენად”, არც “თათართა” ლაშქარს შემოუძღვებოდნენ საკუთარ ქვეყანაში. 1701 წელს ოდიშის გამგებელმა ლიპარტიანმა ფიცით აღუთქვა კათალიკოსს, რომ ტყვეთა სყიდვაზე უარს იტყოდა. 1707-1710 წლებში დააფიცა იმერეთის საკათალიკოსო ყმები, რომ არ გაერეოდნენ ტყვის სყიდვის საქმეში. 1709 წელს ასეთივე პირობა დაუდეს ჩაჩუებმა, 1717 წელს - ბეჟან დადიანმა და რაჭის ერისთავმა. გრიგოლი ცდილობდა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში ქრისტიანობის აღდგენას. 1713 წელს სამეგრელოს გავლით ევროპაში მიმავალ ფრანგ მისსიონერს რიშარს და სულხან-საბა ორბელიანს გრიგოლმა დაავალა, რომ იმერეთში მისიონერები ჩამოეყვანათ, რათა ისინი აფხაზეთსა და ჩერქეზეთში სამოღვაწეოდ გაეგზავნა. სვლილებები შეიტანა კათალიკოსმა საეკლესიო იერარქიაში: ჭყონდიდელ ეპისკოპოსს მიანიჭა მიტრიპოლიტის ხარისხი. 1740 წელს მას უბოძებია ქუთაისის მიტროპოლიტობა იმ ხანად გელათის იღუმენად მყოფ ანტონისათვის (კათალიკოსი ანტონ I). კათალიკოსი გრიგოლი მონაწილეობდა იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ებრძოდა თავადთა თვითნებობას, რასაც ქვეყანა ანარქიამდე მიჰყავდა. მისი მხარდაჭერით მეფობა ჩამოართვეს გიორგი V აბაშიძეს და სამეფო ტახტზე აიყვანეს გიორგი VI ბაგრატიონი, იმერეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე. wyaroebi da samecniero literatura: xelnawrebi: xec: A #123, Q #631 saqarTvelos siZveleni, I, Tb. 1929, #42, #45, #46. 1. eq, TayaiSvili, saistorio masalani, Tb. 1912. 2. s. kakabaZe, saistorio moambe, II 1925w, ,,afxazeTis saklesio didi davTari.” 3. literatura: 4. lominaZe b., masalebi dasavleT saqarTvelos XVII-XVIII saukuneTa istoriis qronologiisaTvis /masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 1954, nakv. 31. 5. lominaZe b., feodaluri meurneobis organizaciis istoriidan gvian feodalur saqartveloSi /masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 1954, nakv. 30. 6. m. TamaraSvili, istoria kaTolikobisa qarTvelTa Soris, 1902.. 7. s.kakabaZe, dasavleT saqarTvelos saeklesio sabuTebi, I. 1920. 8. saqarTvelos kaTalikos-patriarqebi,nekeri, 2000. -------------------- თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია უთუოდ.
ჭაღარა არაფერია. მთავარია სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა. კონსტანტინე გამსახურდია |
A.V.M სხვა პატრიარქები Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M საქართველოს ეკლესá... Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi
სინოდის ბოლოს ხდოá... Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M
ნამდვილად აფხაზ...
áƒ... Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M პატრიარქი კირიონ II(... Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M კირიონი II იყო მოსკო... Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M ამბროსი (კათოლიკოს... Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M მისი უწმიდესობა და... Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M ეფრემ II (ერისკაცობა... Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M ლეონიდე (ერისკაცობ... Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M მელქისედეკ I, საქარá... Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M მისი უწმიდესობა და... Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M კათოლიკოს-პატრიარá... Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M პატრიარქ მელქისედá... Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M წმინდა პეტრე I — ქარ... Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M დომენტი III ( გ. სექტეáƒ... Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M არსენ III — საქართვეáƒ... Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M მაქსიმე II (გვარად აáƒ... Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M მალაქია II გურიელი, áƒ... Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M დავითი (გვარად ნემáƒ... Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI
სად არის დაკრძალუáƒ... Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M გიო ვისზე ამბობ? Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ანტონ II (ბაგრატიო... Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M გიო ნაღდად არ ვიცი á... Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
აფხაზმა დაწერა, áƒ... Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M გიო!
ნიჟნი-ნოვგორá... Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI
გიო!
ნიჟნი-ნოვგორ... Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M
ააა.
ბატონო... Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M ეფთვმე საყვარელიძá... Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M აბრაჰამი კათალიკოá... Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M ანტონ I, კათალიკოსი
... Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M ანტონ I, კათალიკოსი
... Dec 5 2011, 12:16 AM
A.V.M სოსო გაიხარე...
ასე áƒ... Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M დავით III კათალიკოსი... Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M დომენტი I, კათალიკოá... Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M დომენტი IV, კათალიკო... Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M დომენტი IV (II ნაწილი)
-... Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M ევდემონ ჩხეტიძე, კáƒ... Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M ზაქარია ჯორჯაძე, კáƒ... Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M იოსებ ბაგრატიონი, áƒ... Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M კირიონ ( კირონ ) I, კაáƒ... Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M მაქსიმე აბაშიძე. კáƒ... Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M ნიკოლოზ IX, კათალიკო... Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M სვიმეონ კათალიკოსá... Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M წმიდა იოანე IV (ოქროáƒ... Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M ღირსი დოსითეოზ ქუთ... Mar 20 2012, 07:35 PM
marine პატრიარქი კალისტრá... Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M marine
გაიხარე... Dec 19 2012, 01:15 AM
marine
marine
გაიხარე...
:მპუა2:... Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M marine
ხო....
თითეულ პოსტ... Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M შემოგთავაზებთ ეპიá... Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M ამბროსი ხელაია: „ჩáƒ... Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics მოგესალმებით,მე ვა... Oct 26 2014, 07:15 PM
marine
მოგესალმებით,მე ვáƒ... Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics დიდი მადლობა,თქვენ... Oct 26 2014, 11:25 PM
marine
დიდი მადლობა,თქვეáƒ... Oct 27 2014, 01:06 PM
marine "ის [კათოლიკოს-პაáƒ... Sep 6 2016, 12:15 PM
marine "პატრიარქი [მელქი... Sep 6 2016, 12:41 PM
marine "მელქისედეკი - საáƒ... Sep 6 2016, 11:05 PM
marine "სიტყვა არ უნდა შáƒ... Oct 3 2016, 07:33 PM
marine "პატიმრობის შემდá... Oct 5 2016, 08:26 PM
marine " - მამაო, ვინც პატáƒ... Oct 5 2016, 10:27 PM
marine "მიტროპოლიტი გაიá... Apr 11 2017, 01:13 PM
marine "პატრიარქი ეფრემá... Apr 17 2017, 11:14 AM
marine "როცა ლენინგრადშá... Apr 19 2017, 10:02 AM
marine "კაცი დიდებას გაუ... Apr 22 2017, 11:25 AM
marine "როცა სამშობლოში ... Feb 5 2018, 07:01 PM
marine "მიტროპოლიტ ქრისá... Feb 16 2018, 08:09 PM
marine "უწმინდეს ეფრემს ... Jul 19 2018, 08:35 PM
marine "პატრიარქმა ეფრეá... Jul 26 2018, 02:52 PM
marine "როდესაც პატრიარá... Aug 22 2018, 09:14 PM
marine "უბრალოება უწმინá... Oct 1 2018, 08:28 PM
marine "ერთხელ უწმინდესá... Oct 1 2018, 08:40 PM
marine "საქართველოშიც ზá... Oct 16 2018, 07:01 PM
marine "ერთხელ კათოლიკოá... Nov 15 2018, 01:17 PM
marine "ერთხელ საქართვეá... Nov 15 2018, 01:40 PM
marine "მინდა კიდევ ერთი... Aug 17 2019, 03:19 PM
marine "უნეტარესმა კალიá... Feb 18 2025, 07:24 PM
marine "ასე მგონია, რომ ზá... Aug 20 2025, 07:22 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th October 2026 - 10:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი