ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
A.V.M |
Dec 6 2011, 07:21 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ისე, მე როგორც მივხვდი წმინდა მამები ძალიან ავტორიტეტული პიროვნებები არიან, არა? მართალი ხარ გოვინდა!ისინი ჩვენთვის დიდი ავტორიტეტები,დიდად პატივსაცემნი და მისაბაძები არიან... ციტატა უფრო დაწვილებით რისი თქმა შეიძლება მათ შესახებ? ასე ზოგადად მათზე რამის თქმა ძნელია... კონკრეტულ წმ.მამას კონკრეტული ღვაწლი და თვისებანი აქვს რომელზეც დიდ ხანს შეიძლება ვისაუბროთ. თუმცა უპირველესად რაც უნდა ვთქვათ ისაა,რომ მამები გვეხმარებიან ბიბლიის ტქესტის უკეთ გაგებაში(რამეთუ იმდენად შეუცნობელია ეს წიგნი,რომ სწორი მიმართულების გარეშე წამკითხველმა შეიძლება საერთოდ მწვალებლობა დაიწყოს) გარდა ამისა მამები გვეხმარებიან ლიტურგიკული მსვლელობის უკეთ გარკვევაში(რამეთუ სულიწმინდის მადლი აძლევდათ საშუალებას მეტი გაეგოთ.) კიდევ. გვაწვდიან ისინი ცნობებს საიქიო ცხოვრების შესახებ და რჩევებს სააქაოზე. (ოღონდ ეს ძალიან ზოგადი დახასიათებაა და ყველა მამა თავისი ინდივიდუალიზმითაა გამორჩეული) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი