IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 7 2011, 10:09 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დავით III კათალიკოსი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1435/36-1438/39 წლებში.





დავით III-ის კათალიკოსოსობის ამსახველი დოკუმენტური მასალა მცირერიცხოვანია, მაგრამ მაინც შესაძლებელი ხდება გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ მისი მოღვაწეობის ზოგიერთ მხარეზე. დავითის კათალიკოსობის წლები ნაწილობივ ფარავს ალექსანდრე დიდის მეფობის წლებს (1412-1442), ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ დავითი ამ შესანიშნავი მოღვაწე მეფის გვერდით საეკლესიო ხაზით განუხრელად იცავდა საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის კურსს. ჩვენამდე მოღწეული მწირი მასალა უჩვენებს კათალიკოსის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს, მიმართულს იმ დროისათვის ახლად განახლებული მცხეთის საყდრის კუთვნილი მეურნეობის მოწესრიგებისადმი (ლექსიკონი).

ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური მესვეურნი და მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელი კარგად იყვნენ ჩახედულნი საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში და მასთან დაკავშირებულ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების ურთიერთობის რთულ საკითხებში. დავით კათალიკოსი, თავისთავად ცხადია, ალექსანდრე მეფესთან ერთად, გამოეხმაურა ბიზანტიის იმპერატორის იოანე VIII პალეოლოგოსის (1425-1448) მოწოდებას და საქართველოდან გაგზავნა ორი დელეგატი (ერთი მიტროპოლიტი, მეორე _საერო პირი, როგორც ჩანს, სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელი) 1438/1439 წლებში მიმდინარე ფერარა-ფლორენციის ცნობილ საეკლესიო კრებაზე. სულ რაღაც 15 წელი იყო დარჩენილი კონსტანტინოპოლის დაცემამდე და ბიზანტიის იმპერატორები, რომლებიც კარგად გრძნობდნენ მოახლოებულ კატასტროფას, არაერთგზის ცდილან ლათინებთან შერიგების გზით იმპერიის გადარჩენას.

საქართველოში დელეგატების შერჩევის პრინციპი (სასულიერო და საერო) მოწმობს, თუ რა გულისყურით აკავირდებოდნენ მეფე და კათალიკოსი მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს და მზად იყვნენ თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის სამხედრო, აეღოთ, თუ კი მხარეთა კონსოლიდაცია მოხერხდებოდა.

როგორც კრების მსვლელობამ უჩვენა, მის მესვეურთა უნიატური მისწრაფება სინამდვილეში ეკლესიათა შეერთებას გულისხმობდა რომის ეკლესიის პრიმატის აღიარებით. პოლიტიკურ გარემოებათა გამო ბიზანტიის ეკლესიების წარმომადგენლებმა, ანტიოქიის საპატრიარქოს გამოკლებით, ხელი მოაწერეს უნიის დოკუმენტს. ქართველ დელეგატებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, წინასწარ ჰქონდათ გათვლილი მოვლენათა შესაძლო განვითარების შედეგები, დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ. მიტროპოლიტმა საერთოდ დატოვა სხდომები, ხოლო მეორე დელეგატი, “საერო პირი”, პირადად შეხვედრია პაპ ევგენიუს IV-ს (1431-1447) და, როგორც იმდროინდელი წყარო (სილვესტროს სიროპულოსი) გადმოგვცემს, განცვიფრებაში მოუყვანია პაპი თავისი განსწავლულობით და ურყევი ლოგიკით.

ფრაგმენტები სილვესტროს სიროპულოსის მემუარებიდან: 1. იბერიის ხალხთA ორი ელჩი კონსტანტინოპოლიდან ჩვენს ამალაში მოვიდა, ერთი ეპისკოპოსია, მეორე – თავადი, ერისკაცი. ეპისკოპოსმა სინოდის სესიები მიატოვა, რადგან კარგად გაიგო, რომ გაერთიანებას ცუდი ხერხით უწევენ პროპაგანდას.... საქართველოს წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ...

ქართველი თავადის პასუხი პაპისადმი, რომელიც ამაოდ ცდილობდა თავადის დაყოლიებას: ...ჩვენი ეკლესია მოასაწონია და ჩვენს დოგმებს ვემორჩილებით. ჩვენი ეკლესია ძალიან მტკიცედ იცავს თითოეულ მცნებას ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ასევე წმინდა მოციქულთა ტრადიციებს... ამისგან არასდროს გადაგვიხვევია და არაფერი დაგვიმატებია ... რომის ეკლესიამ კი მრავალი რამ დაუმატა და საბოლოოდ წმინდა სამების სწავლების საზღვრები გადალახა.... სიმშვიდეს გამოიტანდა დამატებითი სიმბოლოს ამოგდება, ამისათვის კი არცერთ მოლაპარაკებაში არ მიგვიღწევია... ამის შემდეგ იბერმა პაპს ურჩია, ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსებული დოგმებისათვის, რომელთაA ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისის დანერგვა სურს. პაპმა ფარული სიმწარით მოისმინა და განცვიფრებული გაჩუმდა”.

(QIM.GE)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი