სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 7 2011, 10:09 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დავით III კათალიკოსი
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1435/36-1438/39 წლებში. დავით III-ის კათალიკოსოსობის ამსახველი დოკუმენტური მასალა მცირერიცხოვანია, მაგრამ მაინც შესაძლებელი ხდება გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ მისი მოღვაწეობის ზოგიერთ მხარეზე. დავითის კათალიკოსობის წლები ნაწილობივ ფარავს ალექსანდრე დიდის მეფობის წლებს (1412-1442), ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ დავითი ამ შესანიშნავი მოღვაწე მეფის გვერდით საეკლესიო ხაზით განუხრელად იცავდა საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის კურსს. ჩვენამდე მოღწეული მწირი მასალა უჩვენებს კათალიკოსის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს, მიმართულს იმ დროისათვის ახლად განახლებული მცხეთის საყდრის კუთვნილი მეურნეობის მოწესრიგებისადმი (ლექსიკონი). ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური მესვეურნი და მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელი კარგად იყვნენ ჩახედულნი საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში და მასთან დაკავშირებულ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების ურთიერთობის რთულ საკითხებში. დავით კათალიკოსი, თავისთავად ცხადია, ალექსანდრე მეფესთან ერთად, გამოეხმაურა ბიზანტიის იმპერატორის იოანე VIII პალეოლოგოსის (1425-1448) მოწოდებას და საქართველოდან გაგზავნა ორი დელეგატი (ერთი მიტროპოლიტი, მეორე _საერო პირი, როგორც ჩანს, სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელი) 1438/1439 წლებში მიმდინარე ფერარა-ფლორენციის ცნობილ საეკლესიო კრებაზე. სულ რაღაც 15 წელი იყო დარჩენილი კონსტანტინოპოლის დაცემამდე და ბიზანტიის იმპერატორები, რომლებიც კარგად გრძნობდნენ მოახლოებულ კატასტროფას, არაერთგზის ცდილან ლათინებთან შერიგების გზით იმპერიის გადარჩენას. საქართველოში დელეგატების შერჩევის პრინციპი (სასულიერო და საერო) მოწმობს, თუ რა გულისყურით აკავირდებოდნენ მეფე და კათალიკოსი მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს და მზად იყვნენ თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის სამხედრო, აეღოთ, თუ კი მხარეთა კონსოლიდაცია მოხერხდებოდა. როგორც კრების მსვლელობამ უჩვენა, მის მესვეურთა უნიატური მისწრაფება სინამდვილეში ეკლესიათა შეერთებას გულისხმობდა რომის ეკლესიის პრიმატის აღიარებით. პოლიტიკურ გარემოებათა გამო ბიზანტიის ეკლესიების წარმომადგენლებმა, ანტიოქიის საპატრიარქოს გამოკლებით, ხელი მოაწერეს უნიის დოკუმენტს. ქართველ დელეგატებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, წინასწარ ჰქონდათ გათვლილი მოვლენათა შესაძლო განვითარების შედეგები, დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ. მიტროპოლიტმა საერთოდ დატოვა სხდომები, ხოლო მეორე დელეგატი, “საერო პირი”, პირადად შეხვედრია პაპ ევგენიუს IV-ს (1431-1447) და, როგორც იმდროინდელი წყარო (სილვესტროს სიროპულოსი) გადმოგვცემს, განცვიფრებაში მოუყვანია პაპი თავისი განსწავლულობით და ურყევი ლოგიკით. ფრაგმენტები სილვესტროს სიროპულოსის მემუარებიდან: 1. იბერიის ხალხთA ორი ელჩი კონსტანტინოპოლიდან ჩვენს ამალაში მოვიდა, ერთი ეპისკოპოსია, მეორე – თავადი, ერისკაცი. ეპისკოპოსმა სინოდის სესიები მიატოვა, რადგან კარგად გაიგო, რომ გაერთიანებას ცუდი ხერხით უწევენ პროპაგანდას.... საქართველოს წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ... ქართველი თავადის პასუხი პაპისადმი, რომელიც ამაოდ ცდილობდა თავადის დაყოლიებას: ...ჩვენი ეკლესია მოასაწონია და ჩვენს დოგმებს ვემორჩილებით. ჩვენი ეკლესია ძალიან მტკიცედ იცავს თითოეულ მცნებას ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ასევე წმინდა მოციქულთა ტრადიციებს... ამისგან არასდროს გადაგვიხვევია და არაფერი დაგვიმატებია ... რომის ეკლესიამ კი მრავალი რამ დაუმატა და საბოლოოდ წმინდა სამების სწავლების საზღვრები გადალახა.... სიმშვიდეს გამოიტანდა დამატებითი სიმბოლოს ამოგდება, ამისათვის კი არცერთ მოლაპარაკებაში არ მიგვიღწევია... ამის შემდეგ იბერმა პაპს ურჩია, ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსებული დოგმებისათვის, რომელთაA ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისის დანერგვა სურს. პაპმა ფარული სიმწარით მოისმინა და განცვიფრებული გაჩუმდა”. (QIM.GE) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი