სიზმარი და სიზმრის მართვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და სიზმრის მართვა |
mstovari |
Dec 7 2011, 09:37 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 7-December 11 წევრი № 11,829 |
მოგესალმებით ფორუმელებო! იმედს ვიქონიებ რომ ვინმე კომპეტენტურ პასუხს და ინფორმაციას მომაწვდის სიზმრის მართვასთან დაკავშირებით( სიზმარში ცნობიერად მოქმედება ), გთხოვთ ვინმეს რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ დაპოსტეთ
|
A.V.M |
Dec 7 2011, 10:21 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
(რამდენიმე ხნის წინ დავუწერე ეს ერთ მართლმადიდებლურ საიტს.აბა ნახე...)
სიზმრის მართლმადიდებლური გაგება ---------------------------------------------------- მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე,რომელიც ტანჯვისა და სამშჯავროს შესახებ გამცნობს.და თუ სასოწარკვეთილებაში ჩავარდები მაშინ ისიც ეშმაკისგან ყოფილა.“ (ღირსი იოანე სინელი) ძნელად მოიძებნება ადამიანი,რომელიც არ დაფიქრებულიყოს სიზმრის შესახებ და არ ერწმუნა მისი.მით უმეტეს,რომ სიზმრად ნანახი არცთუ იშვიათად სრულდება. საინტერესოა მართლმადიდებლური სარწმუნოების აზრი ამ თემის ირგვლივ. ათონის წმინდა მთაზე ბერები არც უარყოფენ სიზმარს და არც იჯერებენ.ეს იმიტომ,რომ სიზმარი სეიძლება იყოს როგორც ღვთიური,ასევე დემონური ძალისმიერიმდა ამ ყველაფრის დაჯერებამ ადამიანი სეიზლება დაღუპვამდეც კი მიიყვანოს.როგორც ოპტინელი ბერი ლეონიდე გვარიგებს:,,არ გვმართებს სიზმრის დაჯერება,თუნდაცსწორი იყოს.რამეთუ სიზმრის დაჯერებით მრავალი ცდუნდა.ერთ-ერთი მათგანია ბერი თეოქტირისტე,რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შეადგინა,ერწმუნა ღამეულ ჩვენებებს და მათგან ცდუნებული წარწყმდა. წმინდა წერილიდან ვიგებთ,რომ ბოროტი ძალა ზოგჯერ სინათლის ანგელოზის სახით ეჩვენება ადამიანს,რაც სიზმარსი აისახება.ანუ დასაშვებია,რომ წმიდანის სახითაც გამოგვეცხადოს ბოროტი ძალა სიზმარში,და აცნობოს მისი მომავლის შესახებ.დიდი ალბათობაა იმისა,რომ ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდეს და ადამიანი ამ დროს თუ ირწმუნებს სიზმარს უკვე ცოდვაშია.ამით ბოროტმა უკვე შეასრულა თავისი ,,პროგრამა მინიმუმი.“ ყველასთვის კარგადაა ცნობილი,რომ ეშმაკებს არ შეუძლიათ ჯვრის და ყოვლადწმიდა ღვთისმსობლის სახით გამოჩენა,მაგრამ აქაც ყურადღებით მოგვეთხოვება ყოფნა.აი რას გვარიგებს წმიდა ბარსანოფი დიდი:,,ეშმაკებს ძილშიც კი არ შეუძლიათ წარმოგვიდგინონ სახე ჯვრისა,რადგან მტერს ეშინია ჯვრის,მაგრამ ღმერთი უშვებს იმას,რომ იგი თქვენს სააზროვნო ძალას დაეუფლოს,ისე,რომ რაღაც ფიგურას წარმოგიდგენთ და შთაგაგონებთ აზრს,რომ ეს ჯვარია და ამით უფრო მეტად აღგაშფოთაბთ.“რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს,ბოროტი შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც ლამაზი ქალი,ახალშობილი ყრმით და ჩაგვინერგოს აზრი,რომ ეს ღვთისმშობელია. სიზმრის ახსნისა და სხვისგან გამორჩეულობის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ,კაცმა შეიძლება საკუთარ თავში რაღაც მისტიკური,ზებუნებრივი აღმოაჩინოს.ასეთი სემთხვევები კი მართლმადიდებლური სარწმუნოების ისტორიაში უამრავია.მრავალი სემთხვევაა,როდესაც თითქოს ღვთიური ძალმოსილებით აღსავსე სიზმრები ბოროტისეული ყოფილა.სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული სასულიერო პირნი არ აქცევენ ყურადღებას სიზმარს,რწმენასი გამოუცდელი და სუსტი ერისკაცნი კი ისე მარტივად ხსნიან ნებისმიერი სიზმრის შინაარსს,რომ შეიძლება მის განსაკუთრებულ ნიჭიერებასა და მადლზე დაფიქრდეს ადამიანი.სიზმარი შეიზლება არც ბოროტისეული იყოს და არც უფლისმიერი.დასაშვებია,რომ ყოფითი პრობლემებით დაქანცულ ადამიანს,ჩაყვეს ზილში ფიქრი ნებისმიერ მოვლენაზე და ამ ფაქტმა სიზმარსი ჰპოვოს გამოძახილი.ასე,რომ როდესაც საქმე ღამეულ ჩვენებებს ეხება უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. დღეს ინტერნეტი,წიგნები,სხვადასხვა საინფორმაციო სასუალებები სავსეა ცნობებით სიზმართა ახსნის შესახებ.თუ მათ ვერწმუნებით ძილში ნანახი წიწაკა და მარილი სასინელება ყოფილა,შაქარი და თეთრი ღვინო კი აუცილებლად წარმატებას მოგიტანს.თუ მიცვალებულს დაინახავ რაღაცაზე უნდა გაფრთხილდე,ხოლო თუ განაწყენებული მეზობელი კარზე გიკაკუნებს ტრაგედიისთვის უნდა მოემზადო...ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ,რომ სიზმრისეულ ჩვენებათა ახსნა ადამიანის სესაზლებლობათა ზღვარს სცილდება და საშიშია ამგვარი ახსნის სურვილი. ხანდახან სიზმრებს აფთიაქს ადარებენ,სადაც შხამი და წამალი ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული,და გამოცდილი აფთიაქარის გარეშე თუ მივიღებთ პრეპარატს შესაზლოა სასარგებლო წამლის წილ მომწამვლელი შხამი აღმოჩნდეს.ხშირია შემთხვევები როცა ადამიანს ძილში ეცხადება თავისი გარდაცვლილი წინაპარი და მომავალზე რაღაცას მიანიშნებს,ადამიანიც იჯერებს მისსაც და ცოდვასი ვარდება.ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს წმ.კირილე იერუსალიმელის შეგონება,რომ გარდაცვლილთა სულები ისეთ ადგილზე იმყოფებიან,საიდანაც არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების დანახვა,მით უმეტეს გამოცხადება და წინასწარმეტყველება. წმ.სიმონ ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,რითაც სული დაკავებულია და ლაპარაკობს ცხადში,მასზე ოცნებობს ან ფილოსოფოსობს ძილსიაც.ატარებს მთელ დღეს ყოფით საქმეებზე ზრუნვაში,ასევე იქცევა სიზმარშიც.თუკი ის იმეცნებს ღვთიურს,ზეციურს,ძილის დროსაც მისით კავდება.“დემონები კი ხსირად სიზმარში გაორმაგებული ენერგიით ესხმიან თავს,რადგან ამ დროს პიროვნების თავისუფალი ნება სესუსტებულია.ბოროტი დასცინის კიდევაც კაცს და განაცდევინებს მას უაზრო,ბილწ მდგომარეობებს. წმ.ნიკიტა სიზმრებს სამ სახედ ყოფს:1-უბრალო(რომლებიც ძირითადად უბრალო ხალხს აქვთ და მათში მრავლადაა უწმინდური,მაცდუნებელი.) 2-ხილვები(ეს იმათ აქვთ,ვინც თავისი სულიერების ამაღთლებას ცდილობს,ეს ხელს უწყობს მათ უფრო კარგად ჩაწვდნენ ღვთის ნებას და უფრო მეტად ევლტოდნენ სულიერ საზრდოს.) 3- გამოცხადებები(ეს მათ ვინც უკვე მიაღწიეს ღვთის წინასწარმეტყველთა საფეხურს,ასეთი ძილი უკვე აღარ გავს ჩვეულებრივს.წმ.ბარსანოფი დიდის განმარტებით ასეთ ხალხთან ძილი უკან იხევს,ჩათვლემის შემთხვევაშიც მათი მდგომარეობა სხვის სიფხიზლეს გავს. და მაინც რა არის სიზმარი?ამაზე პასუხს გვცემს წმ.იოანე სინელი:სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უმოძრაობის ჟამს,გონების მოკლება სხეულის გაძლიერების ჟამს და თვალის მოტყუება აზრების მიძინებისას, გამოყენებული ლიტერატურა 1-მართლმადიდებლური ფსიქოლოგია(თბ.2005) 2- ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია(თბ.2007) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი