სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 8 2011, 07:16 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დომენტი I, კათალიკოსი
აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1556-1560 წლებში დომენტი კათალიკოსი მცხეთის საკათალიკოსო ტახტს ცოტა ხანს განაგებდა. როგორც ჩანს, დომენტი სვიმონ მეფისათვის სასურველი კანდიდატურა იყო. “...და ამან სვიმონ მეფემან დასუა კათალიკოზად დომენტი” (ვახუშტი). დომენტიმ ქართლის სხვა კათალიკოსების მსგავსად დიდი ყურადღება მიუპყრია სამცხის ეკლესიისათვის. მიუხედავად საათაბაგოს დასავლეთ ნაწილში ოსმალთა მოწოლისა, მცხეთის ტახტის გავლენა ამ მხარეში მაინც შენარჩუნებული ჩანს. 1556 წელს დომენტიმ აკურთხა ტბეთის ეპისკოპოსი. 1559 წელს იოსაფათ გოგიბაშვილი მცხეთას სწირავს 30 კომლ გლეხს მაჭახელას ხეობაში. ამავე დროს დომენტიმ დაამტკიცებინა მეფეს სვეტიცხოვლის ძველი შეწირულობები, რომელთა ერთად აღსანუსხად 1599 წელს შეუდგენია მცხეთის დიდი სიგელი. მასში მითითებულია ქართლსა და კახეთში სვეტიცხოვლის კუთვნილი უამრავი ყმა-მამული, სოფლები მათი საზღვრებით, მონასტერი ანეშისა, ბოჭორმის ციხე და სხვ. სიგელი უჩვენებს, რაოდენ დიდი სამფლობელოები ჰქონდა სვეტიცხოველს კახეთში. მიუხედავად ასეთი ღონისძიებებისა, კახეთში ამბა-ალავერდელის მეთაურობით მაინც ღვივდებოდა საეკლესიო სეპარატიზმი, ისევე როგორც ეს ხდებოდა დასავლეთ საქართველოსა და სამცხეში. დომენტიმ, როგორც ჩანს, საეკლესიო სადამსჯელო მექანიზმებთან (შეჩვენება, შეუნდობლობა) ერთად გამოიყენა სვიმონ მეფის ქორწინება კახ ბატონიშვილ ნესტან-დარეჯანთან, რამაც კახეთის ეპარქიათა მესაჭეების აიძულა მიეცათ დომენტისათვის “ერთგულების წიგნი”. ამ დოკუმენტს ამბა-ალვერდელთან ერთად ხელს აწერენ ბოდბელი, ჭერემელი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები. კახეთის ეპისკოპოსების მისწრაფებანი განკერძოებისაკენ შემდგომშიც არაერთხელ გამჟღავნებულა. ამ მოვლენას ეკლესიის წიაღში ასაზრდოებდა საერო პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე გამარჯვებული ფეოდალური სეპარატიზმი და ირან-ოსმალეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მცხეთისაგან დამოუკიდებლობას ყველაზე მკვეთრად გამოხატავდნენ ალავერდელი ეპისკოპოსები, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. და დიდ ზეგავლენას ახდენდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც. წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა: 1. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ ქართლის ცხოვრება, IV, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1973. 2. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფილისი, 1898. 3. თ. ჟორდანია, ანტონ პირველი, საქართველოს კათალიკოსი და ვლადიმირისა და იეროპოლის არქიეპისკოპოსი, საღვთისმეტყველო კრებული, I, 1991. 4. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, III, თბილისი, 1970. 5. ე. კაჭარავა, ალავერდის საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს საპატრიარქოს შემადგენელი ნაწილი, სვეტიცხოვლისადმი მიძღვილი პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 1998. გვ.179-186. 6. ე. კაჭარავა, დომენტი I, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი, 2000, გვ.94-96. 7. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, II, გამოსაცემად მოამზადეს დ.კლდიაშვილმა, მ.სურგულაძემ, თბლისი, 1993. მოამზადა გულნარა მჭედლიძემ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი