სიზმარი და სიზმრის მართვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და სიზმრის მართვა |
mstovari |
Dec 7 2011, 09:37 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 7-December 11 წევრი № 11,829 |
მოგესალმებით ფორუმელებო! იმედს ვიქონიებ რომ ვინმე კომპეტენტურ პასუხს და ინფორმაციას მომაწვდის სიზმრის მართვასთან დაკავშირებით( სიზმარში ცნობიერად მოქმედება ), გთხოვთ ვინმეს რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ დაპოსტეთ
|
George Leluashvili |
Dec 8 2011, 09:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერებამ ვერ შეძლო სიზმრების იდუმალებით მოცული პრობლემის გადაწყვეტა. ვერც ფსიქოლოგია და ვერც პარაფსიქოლოგია ამომწურავად ვერ განამრტავს ამ მოვლენას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მეცნიერებას არ სურს აღიაროს სიზმრების წარმოშობის ზებუნებრივი ხასიათი.
აქედან გამომდინარე, სიზმრების პრობლემის ახსნისას უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი - ბუნებრივი და ზებუნებრივი, მატერიალური და სულიერი. ზებუნებრივი სიზმარს კი ორი საწყისი აქვს – ღვთიური და დემონური. ბუნებრივ სიზმარზე, ანუ საკუთარი აზრებიდან, განცდებიდან და მოქმედებებიდან გამომდინარე სიზმრებზე ცოცხალ მაგალითს მოვიყვან... დღეს დილით ჩემი ძმაკაცი, რომელიც სემინარიაში სწავლობს, მწერს, რომ გუშინ სიზმარში ვნახე, უწმინდესმა ხელი დამასხა დიაკვნად და რას უნდა ნიშნავდესო მე თავიდან ხუმრობა დავუწყე და მთლად გავაგიჟე...მერე კი ვუთხარი, რომ მთელი დღეები დიაკვნად კურთხევაზე ლაპარაკობ და ოცნებობ და ამიტომ ეს შენ ძილშიც განაგრძე-მეთქი...ეს სიზმარი არაფერს ნიშნავს, ოცნება და ფიქრი დიაკვნობაზე, სიზმარშიც გაგიგრძელებია და მხოლოდ საკუთარი აზრებიდან გამომდინარე იხილე-მეთქი ეს. ასე, რომ თუ დღისით შენი გონება კეთილი ფიქრებითაა დაკავებული, ღამით უშფოთველ სიზმარს ნახავ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი