მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 10 2011, 07:56 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმიდა მოდესტოსი -იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი, ხსენება ძვ.სტ. - 18 დეკემბერი (ახ. სტ. - 31 დეკემბერი). დაიბადა კაბადოკიის სებასტიაში (თანამედროვე თურქეთის ქალაქი სივასი), ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისაკენ და , როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო. 614 წელს სპარსეთის მეფემ ხოსრო II-მ აიღო იერუსალიმი. დაარბია იგი, დაანგრია მართლმადიდებლური ტაძრები, დახოცა 90000-მდე ქრისტიანი. ასევე, ხელთ იგდო უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი და დაატყვევა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია. ამის შემდეგ იერუსლიმის ეკლესიის განმგებლობა დროებით წმიდა მოდესტოსს დაევალა.
ნეტარმა მოდესტოსმა ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დახმარებით აღადგინა დარბეული ქრისტიანული საყდრები. მან პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან. თოთხმეტი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ, სპარსეთში წარმატებული ლაშქრობის შედეგად ტყვეობიდან გაანთავისუფლა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია და უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც იერუსალიმში დააბრუნა. პარტიარქ ზაქარიას მიცვალების შემდგომ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმიდა მოდესტოსი დაადგინეს. უფლის რჩეული 634 წელს მიიცვალა -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი