სიმარტოვე, ვინ როგორ ებრძვით სიმარტოვეს მომცერეთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმარტოვე, ვინ როგორ ებრძვით სიმარტოვეს მომცერეთ |
ninuliage |
Dec 8 2011, 02:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 1-April 09 წევრი № 6,763 |
|
A.V.M |
Dec 11 2011, 01:35 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
შევეცდები უფრო გასაგებად ავხსნა.
მე პარალელის გავლებას ვცდილობ მარტოობასა და განმარტოებას შორის. მარტოობასზე საუბრისას თუ სულიერ მარტოობას ვიგულისხმებთ მაშინ იგი უბედურებაა და მეტი არაფერი.უიმედობაა და მეტი არაფერი.(ეს ყოველივე კი არაქრისტიანულია) მაგრამ თუ მარტოობას განვიხილავთ როგორც სოფლისგან მოშორებას ანუ-,,განმარტოებას"მაშინ საქმე გვაქვს აღმატებულთან და ,,საზეო საქმესთან". აი რას ამბობს იოანე კლემაქსი:,,სოფლისგან განშორება არის ნებით მოძულება და უარყოფა ბუნებისა-ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეთა მოხვეჭშის სურვილი. თუ დავფიქრდებით ნებისმიერი ბერი,ნბისმიერი შემოქმედი განმარტოებაშია.თუმცა ისინი საზრდოობენ უფლის ჭვრეტით. აი ამას ვგულისმობ მე,როდესაც განმარტოების სურვილს გამოვთქვამ. ამ თემაზე საუბრისას არ სეიძლება პარალელი არ გავავლოთ ,,ოთარაანთ ქვრივთან."(გამოგიტყდებით ფორუმელნო და ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია)ერთი შეხედვით იგი მარტო იყო,მაგრამ აი რას ამბობს:,,ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე რამოდენი ბღარტები მიზის...წუთისოფელი ვის აცლის მარტოობისთვის?მარტო თქვენისთანას." ანუ მარტო ისაა ვინც უსაქმურია,ხოლო ვინც დაკავებულია რამით და გარკვეულ იდეალზე გამუდმებით ფიქრობს ის მარტოსული ვერ იქნება.ის შეიძლება განმარტოვდეს. (მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი