სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 12 2011, 10:22 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ევდემონ ჩხეტიძე, კათალიკოსი
დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1557-1578 წლებში იმერთა მეფე ბაგრატ III-ს იმერეთის სამეფოს ცენტრალიზაციისათვის ბრძოლაში გვერდით ედგა ეკლესია. ჯერ კათალიკოსი მალაქია აბაშიძე, შემდეგ კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე საეკლესიო ადმინიტრაციაში ცვლილებებით ქვეყნის პოლიტიკური სიმტკიცის მიღწევაში ეხმარებოდნენ მეფეს. ბიჭვინტის საკათალიკოსო ცენტრი, რომელიც აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე მდებარეობდა, ევდემონის კათალიკოსობის წლებში უკვე ოსმალეთის ძლიერი პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, გავრცელდა თურქული ენა და მაჰმადიანური სარწმუნოება, ქრისტიანობამ თანდათანობით პოზიციები დაკარგა. ოსმალთა წაქეზებით ჩრდილოეთიდან ჯიქები (ჩერქეზები) არბევდნენ აფხაზეთის სანაპიროებს. ასეთ პირობებში ბიჭვინტიდან ეკლესიის მართვა შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ ბაგრატ მეფემ ევდემონ კათალიკოსთან შეთანხმებით ბიჭვინტის საკათალიკოსო რეზიდენცია გელათში, წმინდა გიორგის ეკლესიაში გადმოიტანა. XVI საუკუნეში ირანსა და ოსმალეთს შორის საბრძოლო მოქმედებების დიდი ნაწილი საქართველოს, უპირატესად ქართლის, იმერეთისა და საათაბაგოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომიანობამ თითოეულ ამ მხარეს შედეგად მოუტანა მეურნეობის გაპარტახება, ეკონომიკური გაჭირვება, საეკლესიო ცენტრების განადგურება. ყოველივე ამან გამოიწვია საზოგადოებრივი ცხოვრების დონის საერთო დაქვეითება _ განსაკუთრებულ საფრთხედ ქცეულა ტყვეთა სყიდვა, ეკლესიათა ძარცვა, თვით ღვთისმსახურთა შორის საეკლესიო კანონების შებღალვა. ასეთ ვითარებაში, 1557/1558 წელს, ბაგრატ მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქართლის კათალიკოსყოფილი მალაქია და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონი: “...მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზმან პატრიაქმან მალაქია, მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან აფხაზეთის კათალიკოზმან მამათმთავარმან ედემონ, დავსხედით და შევკრიბენით ყოველნი ეპისკოპოზნი აფხაზეთისანი...” კრების 23 დადგენილება, რომლებიც “კათალიკოსთა სამართლის” სახელით არის ცნობილი, ეხება როგორც საეკლესიო, ასევე სამოქალაქო ნორმებს. განსაკუთრებით მძიმე სასჯელი _ ჩამოხრჩობა _ დაუწესებიათ ტყვეთა სყიდვაზე. ამ კრებასთან არის დაკავშირებული ე.წ. გელათური ილიტრიონის” (ლიტურგიკის წესი, კონდაკი) შექმნაც, რომელსაც დართული აქვს “ცოცხალთა” მოსახსენებლები. მოსახსენებელში ჩამოთვლილ პირთა შორის იხსენიება ქართლის კათალიკოსი მალაქია (ამ დროს უკვე კათალიკოსყოფილი) თავად კათალიკოსი ევდემონი და ლუარსაბ I ქართლის მეფე. მათიერთად მოხსენიება სამართლიანად არის მიჩნეული მინიშნებად საეკლესიო კრების ორგანიზებაში ლუარსაბ მეფის წვლილზე (ქაჯაია). ევდემონ კათალიკოსის თაოსნობით და ბაგრატის შეწევნით გელათში, რომელიც 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს, დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. 1545 წელს განახლდა და მოიხატა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც იჭვინტის კათალიკოსის რეზიდენციად იქცა. ასევე აღადგინეს და მოხატეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ევდემონ კათალიკოსმა დაამზადებინა და შესწირა გელათს ძვირფასი სამღვდელმთავრო შესამოსლები, სამასახურებელი ჭურჭელი, მათ შორის საწინამძღვრო ჯვარი. ეკლესიისათვის საკუთარი სახსრებით შეუმატებია მამულები. კათალიკოსს დაუკვეთია მრავალი ხელნაწერი გელათისათვის. მათ შორის: სადღესასწაულო, პარაკლიტონი, მეტაფრასი, იოანე დამასკელი, ეფრემ მცირის ორიგინალური თხზულება. ევდემონის კათალიკოსოსობის დროს, სამცხე-საათაბაგოში შექმნილი მძიმე ვითარებების გამო აწყურიდან გელათში გადმოუსვენებიათ აწყურის ღვთისმშობლის განთქმული ხატი. ევდემონ კათალიკოსი ასევე ზრუნავდა თავისი საწმყსოს სხვა ეკლესიებზე. შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინტის ეკლესიები, ბიჭვინტის ეკლესიისათვის დაამზადებინა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ხატწერის საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება და თავისი იკონოგრაფიული თავისებურებებით გამორჩეულია ღვთისმშობლის სხვა ხატებისაგან. თავისი დიდი დამსახურებისათვის ევდემონი გამოსახულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, დავით აღმაშენებელსა და ბაგრატ III-ს შორის, როგორც გელათის კტიტორთაგანი. ევდემონი არის დასავლეთ საქართველოს პირველი კათალიკოსი, რომელიც გელათში დამკვიდრდა. იგი გარდაიცვალა 1578 წელს, ყაჩაღების ხელით, ოდიშისაკენ მიმავალ გზაზე. მისი საფლავი გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში მდებარეობს. საფლავის ეპიტაფიაში ევდემონი “ქართველთა მნათობის” სახელით არის შემკული. წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა: 1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფილისი, 1898. 2. ქართული სამართლის ძეგლები, ი.დოლიძის გამოც. I,თბილისი, 1963, II, თბილისი, 1965. 3. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, II, 1914. 4. ბ.ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I, 1966. 5. ბ. ლომინაძე, აფხაზეთის საკათალიკოსო სინოდის მიერ მიღებული კანონები (XVI ს.) გელათის მეცნ. აკად. უწყებანი, №2, 1996. 6. სტოლნიკი ტოლოჩანოვისა და დიაკი იევლევის ელჩობა იმერეთში 1650-1652 წწ. გ. პოლიევკტოვის გამოც.1926, გვ. 154. 7. თ. ქორიძე, ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატი, თსუ შრომები, №321, 1996. 8. ნ. ქაჯაია, გელათური ილიტრიონისა და “კათალიკოსთა სამართლის” დათარიღებისათვის, მრავალტავი,XVIII, 1999, 336-343. მოამზადა მზია სურგულაძემ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი