სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ikanosi |
Jul 27 2011, 11:14 PM
პოსტი
#1
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
აი რამხელაა ქალწულის თანავარსკვლავედის გალაქტიკური ჯგუფი, მანდ ერთ ერთი ჩვენი გალაკტიკაა, მაგ გალაკტიკაზე კი ერთ ერთი ჩვენი მზის სისტემაა, მზის სისტემაზე კი პლანეტა დედამიწა, რომელზეც ხარობს სიცოცხლე... მე რა მაინტერესებს, გღმერთმა რატომ შექმნა ამხელა სამყარო? აი სურათზე ჩვენნაირი მბჟუტავი გალაკტიკა მრავალია, არ შეიძლება მათზეც სიცოცხლე იყოს და მანდ მცხოვრები ისევე ფიქრობდეს როგორც მე? პ.ს მეგობარს ვკითხე და ამომწურავი პასუხი გამცა -------------------- ფარით ან ფარზე
|
![]() ![]() |
| Kanishtha-Adhikar |
Dec 12 2011, 11:29 PM
პოსტი
#2
|
![]() Govinda das ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამერიკელმა და ევროპელმა ასტრონომებმა ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირეს.
მათი გათვლებით, ახალაღმოჩენილი ნათება ჩვენგან დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და ის ჩვენთან იმ სახით გამოჩნდა, როგორიც დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ იყო. ასტრონომებმა ორბიტულ ტელესკოპ "ჰაბლის" მიერ აღმოჩენილი ლაქა ჩილეში მდებარე "ძალიან დიდი ტელესკოპის" (ვერი ლარჯ ტელესკოპ) და სპექტრომეტრის მეშვეობით დაამუშავეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქმე აქამდე უცნობ, ძალიან შორეულ გალაქტიკასთან ჰქონდათ. აღმოჩენილი გალაქტიკა ეგრეთ წოდებული რეიონიზაციის პერიოდის გალაქტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, პერიოდისა, რომელიც დიდი აფეთქებიდან (სამყაროს წარმოქმნიდან) 150-800 მილიონი წლის შემდეგ გრძელდებოდა. ეს პერიოდი იმითაა განსაკუთრებული, რომ ამ დროს, პირველი მასიური ვარსკვლავებიდან წამოსული ულტრაიისფერი გამოსხივება, კოსმოსში არსებული ცივი წყალბადის იონიზებას ახდენდა, რისი წყალობითაც, კოსმოსური სივრცე გამჭვირვალე ხდებოდა. ახალაღმოჩენილი გალაქტიკა პირველად "ჰაბლმა" შარშან დააფიქსირა, მაგრამ მიღებული ინფორმაციის სრულ ანალიზს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. თავად "ჰაბლს" იმისათვის, რომ ახალი გალაქტიკა (მას სახელად UDFy-38135539 უწოდეს) დაეფიქსირებინა, გამოსახულების 48 საათის განმავლობაში დააყოვნება დასჭირდა. მიღებული ფოტოს ანალიზი კი ჩილეს გიგანტური ტელესკოპების კომპლექსის მეშვეობით ჩატარდა. აღმოჩენის თაობაზე, ჟურნალ "ნეჩურში" გამოქვეყნებულ წერილში, მისი ავტორები წერენ, რომ ახალაღმოჩენილი გალაქტიკა ძალიან სუსტი და პატარაა. მასში 10-100-ჯერ უფრო ცოტა ვარსკვლავი შედის, ვიდრე "ირმის ნახტომში" (გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემა შედის). ამიტომ, მისი შესაძლებლობები აშკარად მწირი იყო იმისათვის, რომ გარემოს იონიზირება მოეხდინა. ამის გარეშე კი მისი სინათლე ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ჩამოყალიბების პერიოდში, იმავე არეალში კიდევ ბევრი მცირე ზომის, სუსტი ნათების მქონე გალაქტიკა არსებობდა, რომლებსაც თანამედროვე, საკმაოდ ძლიერი ტელესკოპებიც კი ვერ აფიქსირებენ. სამაგიეროდ, ჩვენთვის უხილავმა ამ გალაქტიკებმა UDFy-38135539-ს გარშემო კოსმოსის წყალბადის ღრუბლებისგან და ნისლეულისგან გაწმენდაში მიიღეს მონაწილეობა და ის ტელესკოპებისთვის ხილული გახადეს. "თუ "ჰაბლის" მიერ გადაღებულ გამოსახულებას შეხედავთ, მასზე ახალი გალაქტიკა თითქმის არ ჩანს. რა თქმა უნდა, მის შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის ძალიან პატარა უნდა იყოს, გაცილებით პატარა, ვიდრე ჩვენი "ირმის ნახტომია". სავარაუდოდ, მასში ათჯერ, ასჯერ ნაკლები ვარსკვლავია, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მისი გამოკვლევა ძალიან ძნელია - როდესაც გალაქტიკა მცირეა, ის ცუდად ანათებს და შესაბამისად, ცუდად ჩანს", - ამბობს ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, პარიზის ობსერვატორიის მეცნიერი მეტ ლენერი. მეცნიერები შორეული გალაქტიკების შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ასე ისინი სამყაროს განვითარების პროცესის შესწავლას შეძლებენ და გაშიფრავენ კოსმოსის აგებულებას, განმარტავენ, თუ რატომაა ის ისეთი, როგორიც არის. ამ პროცესში კი მთავარი როლი ადრეული ვარსკვლავების შესწავლას ენიჭება, რომლებიც მხურვალე, ლურჯი გიგანტების სახით ჩამოყალიბდნენ და ისინი მეტწილად ცივი, ნეიტრალური აირებისგან შედგებოდა. ეს კოლოსები ცოტა ხანს არსებობდა და ამ პერიოდში პირველი მძიმე ელემენტები ჩამოყალიბდა. ამასთან, ეს უზარმაზარი ვარსკვლავები გარშემო ნეიტრალური აირებს აფრქვევდა და ამ პროცესში, ატომებიდან ამოტყორცნილი ელექტრონები, გალაქტიკათაშორის პლაზმას აყალიბებდა. ასეთი პლაზმა კი ახლომდებარე გალაქტიკებს შორის ახლაც არსებობს. ამდენად, ახალი გალაქტიკა არამხოლოდ იმითაა საინტერესო, რომ ის ჩვენგან რეკორდულად დიდი მანძილითაა დაშორებული, არამედ იმითაც, რომ ის მეცნიერებს სამყაროს წარმოშობის ადრეული პერიოდის პროცესების ახსნაშიც უნდა დაეხმაროს. -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
ikanosi გალაკტიკა Jul 27 2011, 11:14 PM
mzime) პრინციპში გიპასუხ... Jul 27 2011, 11:36 PM
arcivi9
დადგინდა,რომ კოსმ... Dec 17 2011, 09:00 PM
ikanosi mzime)
როგორ კაცო, აი მა... Jul 27 2011, 11:40 PM
mzime) ikanosi,როგორ და ადამია... Jul 27 2011, 11:44 PM
ikanosi mzime)
არვიცი, ისე რა უნ... Jul 27 2011, 11:51 PM
toka@
mzime)
არვიცი, ისე რა უ... Jul 29 2011, 06:21 PM
mzime) რა თქმა უნდა დასჭი... Jul 27 2011, 11:57 PM
Funkenstein რა სჯობს ვარსკვლავ... Jul 28 2011, 10:39 AM
ikanosi Funkenstein
აბა ბიჭო :D მარტ... Jul 28 2011, 11:32 AM
new member ikanosi
ეგ სურათი მხოლო... Jul 29 2011, 05:43 PM
ikanosi new member
მეცნიერებმა ხ... Jul 29 2011, 06:46 PM
toka@ საუკუნის დალოცვა მ... Jul 29 2011, 07:01 PM
GIORGI LELUASHVILI ikanosi
ამას ვაიშნავურ... Aug 2 2011, 04:27 PM
ikanosi GIORGI LELUASHVILI
ქრისტიანულ... Aug 2 2011, 05:01 PM
GIORGI LELUASHVILI ikanosi
ჯერ არ გამომიკვ... Aug 2 2011, 05:17 PM
ქევანა
მე შემოვალ და მე და... Aug 3 2011, 11:12 AM
GIORGI LELUASHVILI new member
ვაა, კაი ერთი:D
... Aug 4 2011, 11:42 PM
A.V.M
:thumbs: :thumbs: :thumbs:
უცხოპლ... Aug 4 2011, 11:47 PM
toka@ მე გეტყვით რატომ შ... Aug 4 2011, 11:50 PM
GIORGI LELUASHVILI toka@
:g: Aug 5 2011, 12:04 AM
toka@
[b]toka@
:g:
არგუმენტი ს... Aug 5 2011, 12:07 AM
ikanosi არადა მართლა მაინტ... Aug 5 2011, 12:05 AM
ikanosi ეგ კითხვა კიდევ გა... Aug 16 2011, 12:45 PM
მალონი ადამიანი აიღე.
თუკ... Sep 18 2011, 06:16 PM
llaasshhaa მალონი
+1 :) მართალი ... Dec 10 2011, 10:23 PM
ikanosi
რისი არ უნდა გვჯერ... Dec 10 2011, 11:00 PM
GIORGI LELUASHVILI
მხოლოდ ადამიანს რ... Dec 10 2011, 11:04 PM
ikanosi
არაფერს Dec 10 2011, 11:16 PM
GIORGI LELUASHVILI
არაფერს
მაშინ, შენ... Dec 11 2011, 06:52 PM
GIORGI LELUASHVILI
ამერიკელმა და ევრ... Dec 14 2011, 06:16 PM
Ismail მოდით, ნუ დავსვამთ ... Feb 2 2012, 06:59 PM
MIRDAT
თუკი ადამიანი შექ... Feb 19 2014, 03:50 AM
G_saxva ამ თემასთან დაკავშ... Feb 19 2014, 09:56 AM
marine " - როდის მოხდა დედ... Nov 10 2016, 01:17 PM
marine "სანამ გალილეო გა... Jun 2 2020, 09:59 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 10:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი