![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
მოგესალმებით
![]() ასეთი თემა მგონი არ არსებობს და ამიტომ მე აუცილებლად მივიჩნიე ისეთი თემის არსებობა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა რელიგიურ საკითხებზე გავესაუბრებოდით და ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობას, განცდებს გავუზიარებდით ერთმანეთს. დავწეროთ ხოლმე თუნდაც ჩვენი ყოველდღიური რელიგიური ცხოვრებიდან რაიმე განსაკუთებული შემთხვევები და საერთოდ, ვისაუბროთ იმაზე, რაც რელიგიას შეეხება. ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
კი... ბათუმში ვმსახურობდი 2 წლის წინ შობის ღამისთევაზე... თქვენთან მედავითნეს თუ ჩასძინებია საწინასწარმეტყველოს კითხვისას ან კმევაზე გასულ სტიქაროსანს სანთლით ხელში.(საწყალს მანამ თავ-პირი არ დაეწვა ვერ მიხვდა,რომ ეძინა) სტიქარი ჩვენმა ერთ-ერთმა მოხუცმა სტიქაროსანმა ჩაიცვა უკუღმა. მე მაშინ სტიქაროსანი არ ვიყავი და როცა შევიმოსე, მამო მეუბნებოდა, პაპამ (ასე ვეძახდით) სტიქარი რომ უკუღმა რომ ჩაიცვა, არ იციო? მე ეს ხუმრობა მეგონა, რადგან ვერ წარმომედგინა ეს როგორ უნდა მომხდარიყო. მერე სურათი რომ მანახა კინაღამ გადავბჟირდი ![]() არ გასულა დიდი ხანი და ლოცვაზე მამაომ ცოტა დაიგვიანა. შემოვიდა თუ არა საკურთხეველში, მაშინვე მითხრა, სწაფად შეიმოსე და ზარზე წადიო. სანამ სტიქარი გავშალე და გადავიცვი, ერთი ხუთჯერ მითხრა "დროზეო", მეც სიჩქარეში ვერ დავხედე წესივრად სტიქარს და თავი რომ გამოვყავი საყელოში და ხელები მის შესაკრავად მივიტანე ყელთან, რას ვხედავ - უკუღმა ჩამიცვამს ![]() შევხედე მამოს და ხელში ტელეფონი ეჭირა, გადამიღო სურათები და მერე სხვები აცინა ჩემზე ![]() ციტატა თქვენთან მედავითნეს თუ ჩასძინებია საწინასწარმეტყველოს კითხვისას ![]() ჩაძინებით არა, მაგრამ ერთხელ ლიტია იყო და პურის კურთხევისთვის ღვინოებს ვსინჯავდი საკურთხეველში. ამ დროს შემოვიდა მედავითნე და მამაოს რაღაც უთხრა. მამაომ მანიშნა - ამასაც დაალევინეო. მე დავუძახე - თეიმურაზ, მოდი ღვინის შერჩევაში დამეხმარე-მეთქი. თავიდან შეყოვნდა, მაგრამ მერე მამაომ დააჩქარა. მოვიდა და რამდენი ბოთლი ღვინოც იყო (დაახლოებით5-6), იმდენი ფიალა "ვაკვრევინე" ![]() თან ყოველი ფიალის დალევის შემდეგ ამბობდა, აღარ შემიძლია, უნდა გავიდეო, მაგრამ მამო ცოცხალი თავით არ უშვებდა. მოკლედ ასე, სულ მცირე, ერთი ლიტრა ღვინო მაინც დალია სადღაც 5-10 წუთში. რო გადიოდა სადიაკვნოს კარიდან, მამაოს ვეუბნები, მამო ეხლა ამან ოღონდაც ამბიონი მშვიდობით ჩაიაროს და მეტი არაფერი არ მინდა-მეთქი ![]() მერე უნდა გენახა კითხვისას როგორ ბლუყუნებდა, არადა კითხვა არასდროს შეშლია. 40 წლის კაცია და 8 წელი მედავითნეობს. მოკლედ ამ დღეს მაგარი ვიხალისეთ. ციტატა ან კმევაზე გასულ სტიქაროსანს სანთლით ხელში.(საწყალს მანამ თავ-პირი არ დაეწვა ვერ მიხვდა,რომ ეძინა) კმევაზე არა, მაგრამ აღდგომის ღამისთევაზე კი ჩაეძინა პაპას. მამო მეუბნება - უსუპი შემომიტანეო ![]() მეც შევუტანე. დაუდგა მამო პაპას წინ, რომელსაც სკამზე არხეინად ეძინა და რომ გადაუშხუილა წყლიანი უსუპი, კაცს კინაღამ გული გაუსკდა ![]() უნდა გენახა როგორი წამოხტა; მერე კაი ხანი პირს იმშრალებდა. ამავე აღდგომის ღამისთევას კი იერუსალიმიდან ჩამოაბრძანეს წმინდა ცეცხლი და საკურთხეველშიც შევიტანე. მამო ეუბნება პაპას - ხომ იცი რომ ეს ცეცხლი არ წვავს, აბა წაისვი წვერებზე და თავად დარწმუნდები ამ სასწაულშიო ![]() აუ საკურთხეველში იცი სუნი დადგაააა.... ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 10:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი