IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
A.V.M
პოსტი Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. rolleyes.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 14 2011, 07:44 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის



- საქართველომ მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში აღიდგინა ისტორიული ადგილი როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ;

- საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. იგი მე-5 საუკუნიდან ავტოკეფალურია და მისი სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი და კათედრაა მცხეთა, საპა-ტრიარქო კათედრებია, აგრეთვე, თბილისი და ბიჭვინთა;

- მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები;

- საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია;

- საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად

საქართველოს სახელმწიფო, (შემდგომში სახელმწიფო) წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტით და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, (შემდგომში ეკლესია)წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქით, დებენ კონსტიტუციურ შეთანხმებას (შემდგომში შეთანხმება):


მუხლი 1

1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვა და სხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.

3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივანის სახით); ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

მუხლი 2

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია, არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

მუხლი 3

სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.

მუხლი 4

1 სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებში და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას.

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

მუხლი 5

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.


მუხლი 6

1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კან¬ონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლი¬ცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

მუხლი 7

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მომქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

მუხლი 8

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).
2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიქვიების გარდა).

მუხლი 9

1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობისათვის.

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მომქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.

მუხლი 10

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

მუხლი 11

1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება #183; 12.04.90).

2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

მუხლი 12

1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან.

2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.

3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.

ტერმინთა განმარტება

1. სამოციქულო საყდარი - ეკლესია, რომელიც დაარსებულია ქრისტეს წმიდა მოციქულთა (ან მოციქულის) მიერ.

2. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია - საეკლესიო კანონიკური ნორმით არსებულ ადგილობრივ(ავტოკეფალურ) მართლმადიდებელ ეკლესიათა სულიერი ერთობა, რაც ხორციელდება (გამოხატულია) საეკლესიო საიდუმლოებების ურთიერთცნობით და ეკლესიის მეთაურთა მიერ წირვა-ლოცვის დროს ურთიერთმოხსენიებით.

3. ავტოკეფალია - ადგილობრივი ეკლესიის სრული თვითმმართველობა; მმართველი ორგანოების არჩევისა და დანიშვნის, ასევე საეკლესიო ცხოვრების წარმართვის (წმიდა მირონის კურთხევა, კანონიკური განჩინებების გამოცემა და სხვა) დამოუკიდებლობა.

4. საეკლესიო კრება - მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანო, რომელიც შედგება მღვდელმთავრებისაგან, სხვა სასულიერო პირთა დელეგატებისა და ერისკაცთა წარმომადგენლობისაგან.

5. წმიდა სინოდი - ადგილობრივი (საქართველოს) ეკლესიის მღვდელმთავართა კრება (კრებული), რომელიც იღებს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესახებ გადაწყვეტილებებს. წმიდა სინოდს ხელმძღვანელობს ეკლესიის მეთაური (კათოლიკოს-პატრიარქი).

6. კათოლიკოს-პატრიარქი - წმიდა სინოდის (საქართველოს ეკლესიის მმართველი და საკანონმდებლო ორგანოს) თავმჯდომარე და საპატრიარქოს ხელმძღვანელი.
7. ქორეპისკოპოსი - კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ სფეროს. ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

8. მდივანი - კათოლიკოს-პატრიარქის თანაშემწე, რომელიც ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დავალებებს. მდივანთა რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

9. სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი - სადაც ტარდება ადგილობრივი გაფართოებული კრებები, იკურთხება წმიდა მირონი, ხდება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა და ახლადარჩეული მღვდელმთავრების ხელდასხმა; ამავე დროს იგი არის უძველესი და უპირველესი საპატრიარქო კათედრა.

10. საპატრიარქო კათედრა - უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს დაქვემდებარებული ანუ სტავროპიგიალური ტერიტორია (ქალაქი), სადაც არის კათოლოკოს-პატრიარქის რეზიდენცია და საპატრიარქოს ან მისი რომელიმე სტრუქტურის ადგილსამყოფელი.

11. საპატრიარქო - კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებითა და ლოცვა-კურთხევით დადგენილ საეკლესიო განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ერთეულთა ერთობლიობა.

12. საეკლესიო (კანონიკური) სამართალი - მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებისა და წესებისა ერთობლიობა (ეს გულისხმობს მოციქულთა კანონებს, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების დადგენილებებს); ხოლო საქართველოს ეკლესიისთვის - ასევე ადგილობრივი ეკლესიის კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ეკლესიის დღეს მომქმედი მართვა-გამგეობის წესდება (დებულება), საქართველოს საეკლესიო კრების, წმ. სინოდის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოცემული განჩინებები და სხვა (საეკლესიო) სამართლებრივი აქტები.

13. აღსარება და საეკლესიო საიდუმლოება - სინანულის საიდუმლო, დაწესებული თვით იესო ქრისტეს მიერ. იგია სულიერი განწმენდის მიზნით უფლის წინაშე მოძღვართან ნებაყოფელობითი აღიარება ცოდვისა, რომლის სხვასთან თქმის უფლება სასულიერო პირს არა აქვს.

14. საეკლესიო საიდუმლოება - ეკლესიის კონფიდენციალური ინფორმაცია.

15. სასულიერო პირი - მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური წესით ხელდას¬ხმული (ნაკურთხი) პიროვნება (მონოზონი, დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი), რომელიც ამ მადლს ინარჩუნებს, თუ არ მოხდა მისი განკვეთა ეპისკოპოსის ან წმიდა სინოდის დადგენილებით.

16. სულიერი მოძღვარი - მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისაგან იბარებს აღსარებას და წარმართავს მის სულიერ ცხოვრებას.

17. ჯვრისწერა - საეკლესიო საიდუმლოებათაგან ერთ-ერთი, რომლის აღსრულების შემდეგ, საეკლესიო სწავლებით, ახლადდაქორწინებულთა ოჯახი ხდება კანონიერი.

18. ღვთისმეტყველება - საეკლესიო და სასულიერო-საგანმანათლებლო სწავლება ღმერთის შესახებ.

19. მონასტერი - ეპისკოპოსის კურთხევით დაარსებული ბერ-მონოზონთა სავანე, რომელიც ეპისკოპოსის მიერ დადგენილი ტიპიკონით (ცხოვრების წესი) ხელმძღვანელობს.

20. საეკლესიო საგანძური - საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების სიწმიდეები (ფერწერული, ჭედური, მინანქრის ხატი და ჯვარი; სანაწილე, პანაღია, ბარძიმ-ფეშხუმი, გარდამოხსნა), რომელთაც აქვთ ისტორიული მნიშვნელობა და მაღალმხატვრული ღირსება.

21. წმიდა ნაწილები - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილ მოწამეთა და მოღვაწეთა სხეულის ნაწილები.

22. წმიდა რელიკვია - მაცხოვრის, ღმრთისმშობლისა და წმიდანთა ცხოვრებასთან დაკავშირებული საგნები და ნივთები.

23. საეკლესიო ნივთი - საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების საგნები.

24. დიდი საეკლესიო დღესასწაულები (რომლებიც უკვე დასვენების დღეებად გამოცხადებულ ზეიმებს უნდა დაემატოს):

- ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (გარდამავალია);

- უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის სწორი, ბასილი დიდის ხსენების დღე (14 იანვარი);

- მირქმა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (15 თებერვალი);

- ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (7 აპრილი);

- ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (19 აგვისტო);

- შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (21 სექტემბერი);

- მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა (27 სექტემბერი);

- ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა (4 დეკემბერი);

- საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

- წმიდა ნინოს ხსენების დღე (27 იანვარი);

- სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომის კვირადღე -(გარდამავალია).

25. საღვთისმსახურო (საეკლესიო) პროდუქცია - ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი (კათოლიკოს-პატრიარქის ან მღვდელმთავრის რეზიდენციები, სასულიერო სასწავლებლები), - მათი პროექტირება, არქეოლოგია, მშენებლობა, რესტავრაცია-კონსერვაცია; საეკლესიო მხატვრობა; საეკლესიო-საღვთისმსახურო ნივთები (ბარძიმ-ფეშხუმი, ლახვარი, სანაწილე, ოდიკი, გარდამოხსნა, ემბაზი, ანალოღია, შანდალი, ტაკუკი, ვარსკვლავი, საცეცხლური, სასაკმევლე, კიოტი, საეკლესიო ნახშირი, სკვნილი, კვერთხი, პანაღია, სუდარა, სანათლავი, კვართი, სარტყელი, საეკლესიო სამშვენისი, ნაკურთხი წყლის, ღვინის, მიწის, ზეთისა და მირონის ჭურჭელი); ხატი, ჯვარი, საეკლესიო სანთელი, საღვთისმსახურო (სარიტუალო) ღვინო, საკმეველი, საკანდელე ზეთი, წმიდა წყალი, სეფისკვერი (სარიტუალო პური); სასულიერო პირის შესამოსელი; მომლოცველობა; საღვთისმეტყველო-საღვთისმსახურო და სასულიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე ამ დანიშნულების ტელე-კინო-ვიდეო-აუდიო და რადიო პროდუქცია.

26. საღვთისმსახურო ქონება - ტაძრები, მონასტრები, საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი, წმიდა ნაწილები, წმიდა რელიკვიები, საეკლესიო ნივთები.

27. სიმბოლიკა - მოცემულია ეკლესიის მართვა-გამგეობის წესდებაში;

28. ტერმინოლოგია - ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიაა შემდეგი სიტყვები: `საქართველოს სამოციქულო~; `ავტოკეფალური~; `მართლმადიდებელი~; `კათოლიკოს-პატრიარქი”; `წმიდა სინოდი”.
საქართველოს
სახელმწიფოს სახელით,
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის სახელით
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II

სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარი
14 ოქტომბერი 2002 წ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   საქართველოს საპატრიარქო   Dec 10 2011, 01:17 PM
A.V.M   ეპარქიები 1.მცხეთა-...   Dec 10 2011, 01:30 PM
zaz   კარგი იქნება საპატ...   Dec 10 2011, 06:17 PM
A.V.M   ეს საპატრიარქოს ოფ...   Dec 10 2011, 07:39 PM
A.V.M   კონსტიტუციური შეთ...   Dec 14 2011, 07:44 PM
A.V.M   წმ. სინოდის წევრებ...   Dec 17 2011, 07:01 PM
A.V.M   საქართველოს საპატ...   Dec 19 2011, 05:57 PM
A.V.M   მოკლედ რომ ვთქვა რ...   Jan 5 2012, 08:09 PM
qristinee   ამ თემის "უფროსის...   Jan 8 2012, 04:35 PM
qristinee   ეპარქიის ტერიტორი...   Jan 8 2012, 05:16 PM
qristinee   ჩვენ ეპარქიას აქვს...   Jan 8 2012, 05:35 PM
qristinee   http://s018.radikal.ru/i526/1201/84/c9c02c3782bc.j...   Jan 8 2012, 05:53 PM
ikanosi   ფოთისა და ხობის ეპ...   Jan 8 2012, 08:23 PM
dr.house...   მცხეთა-თბილისის ეპ...   Jan 9 2012, 02:40 PM
GIORGI LELUASHVILI   რუსთავისა და მარნე...   Jan 9 2012, 10:40 PM
George Leluashvili   [size=5][b]რუსთავისა და მ...   Aug 15 2012, 03:50 PM
ნაინა   ჩრდილო ამერიკისა დ...   Jan 12 2012, 02:26 AM
marine   http://s018.radikal.ru/i513/1201/21/33660f8c87c4.j...   Jan 16 2012, 04:06 PM
A.V.M   ეხლა მარინეს მიერ ...   Jan 24 2012, 10:34 PM
მაშიკო   ქუთაის-გაენათის ეპ...   Jan 24 2012, 11:44 PM
toka@   http://s018.radikal.ru/i511/1202/78/de2a1dbe8977.j...   Feb 5 2012, 03:54 PM
zaz   სამთავისისა და გორ...   Feb 6 2012, 07:29 PM
zaz   ვანისა და ბაღდათის...   Feb 6 2012, 09:07 PM
terra   მეუფე იაკობი (იაკო...   Feb 15 2012, 08:52 PM
უჩა   [b]რუსთავისა და მარნ...   Feb 15 2012, 09:41 PM
A.V.M   ჩემო ტკბილო ხალხო...   Feb 16 2012, 08:11 PM
სოფი   ახალციხისა და ტაო-...   Feb 16 2012, 09:52 PM
სოფი   ყველაზე ინტერესი...   Feb 16 2012, 10:05 PM
A.V.M   ცოტა ხნით უნდა გად...   Feb 20 2012, 07:32 PM
A.V.M   როგორც საზოგადოებ...   Feb 24 2012, 08:53 PM
A.V.M   როგორც ცნობილია, ა...   Feb 25 2012, 07:52 PM
A.V.M   როგორც საინფორმაც...   Mar 8 2012, 07:36 PM
ქევანა   ესეც პატიოსანი მო...   Mar 8 2012, 08:24 PM
A.V.M   მოსკოვი. კრემლი. მი...   Mar 15 2012, 08:28 PM
mariami-k   მოდერის თხოვნით გა...   Aug 15 2012, 08:30 AM
აკაკი   http://www.youtube.com/watch?v=5vGrWxrxdLU მე...   Aug 15 2012, 06:44 PM
gvanchi   მოდერის თხოვნით ვწ...   Aug 28 2012, 10:45 PM
A.V.M   ხალხს ვცეთ პატივი, ...   Nov 23 2012, 08:33 PM
A.V.M   შეგახსენებთ რომ ხვ...   Dec 20 2012, 03:08 AM
A.V.M   გუშინ ვაანონსებდი ...   Dec 21 2012, 02:10 AM
A.V.M   მოგეხსენებათ რომ მ...   Jan 3 2013, 09:01 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Jan 12 2013, 12:51 AM
Martl_madidebeli   რას ნიშნავს ეს სიტ...   Jan 12 2013, 03:52 PM
A.V.M   Martl_madidebeli დაახლოებით ...   Jan 12 2013, 07:00 PM
A.V.M   გუშინ (14.01.13) კიდევ ერ...   Jan 15 2013, 11:26 PM
A.V.M   როგორც მედიის საშუ...   Jan 18 2013, 10:30 PM
A.V.M   ყაზბეგში "ნაკურთ...   Jan 23 2013, 01:14 AM
A.V.M   სანიტარული ზედამხ...   Mar 16 2013, 03:43 PM
A.V.M   ამ თემაშიც დავდებ: ...   Mar 30 2013, 01:42 AM
A.V.M   საპატრიარქო რაბათ...   Apr 6 2013, 12:08 AM
A.V.M   მეუფე იაკობი - შევთ...   Apr 7 2013, 11:38 PM
A.V.M   საქართველოს საპატ...   Apr 22 2013, 12:57 AM
A.V.M   საპატრიარქო სინოდ...   Apr 23 2013, 10:36 PM
A.V.M   საპატრიაროს განცხ...   May 26 2013, 08:37 PM
A.V.M   http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sheiq...   Jul 21 2013, 03:18 PM
G_saxva   ამ წუთებში ზესტაფო...   Jul 22 2013, 10:10 AM
A.V.M   G_saxva აქ არ დავწერ...:D   Jul 22 2013, 08:02 PM
G_saxva   G_saxva აქ არ დავწერ...:D ...   Jul 22 2013, 08:34 PM
qetevano   აუ მეც მაინტერესეე...   Jul 22 2013, 08:49 PM
G_saxva   აუ მეც მაინტერესე...   Jul 23 2013, 09:16 AM
A.V.M   ჯერ პატრიარქმა დად...   Jul 23 2013, 12:34 AM
qetevano   აუ გიორგი -_- :blink:   Jul 23 2013, 11:15 AM
A.V.M   აოფებთ...   Jul 23 2013, 02:58 PM
A.V.M   საქართველოსა და რუ...   Jul 25 2013, 07:12 PM
A.V.M   მეუფე ზენონი , საკმ...   Jul 28 2013, 12:09 AM
A.V.M   საპატრიარქოს კომი...   Aug 5 2013, 01:43 AM
G_saxva   A.V.M რა დღეში ვართ :( მ...   Aug 5 2013, 09:29 AM
qetevano   ეეეე უკვე ძალიან ც...   Aug 5 2013, 02:06 PM
G_saxva   qetevano არ უნდა ლაპარაკ...   Aug 5 2013, 02:47 PM
qetevano   G_saxva ხოოო ძალიან მიკ...   Aug 5 2013, 03:07 PM
G_saxva   G_saxva ხოოო ძალიან მიკ...   Aug 5 2013, 03:26 PM
A.V.M   ,,ჩემო ქვეყანა , სულ ...   Aug 5 2013, 06:09 PM
A.V.M   ზესტაფონელმა მორწ...   Aug 7 2013, 03:10 PM
G_saxva   A.V.M იცი რა ხდება, რეა...   Aug 7 2013, 04:06 PM
A.V.M   10:00 / 14-08-2013 სამ სასულიე...   Aug 14 2013, 01:06 PM
G_saxva   აუცილებელია ყველა ...   Aug 14 2013, 01:11 PM
A.V.M   G_saxva :D მოდი ღრსება –უ...   Aug 14 2013, 01:22 PM
G_saxva   G_saxva :D მოდი ღრსება –...   Aug 14 2013, 02:27 PM
A.V.M   G_saxva თუ ჩაცუცქულ ბაზ...   Aug 14 2013, 09:18 PM
A.V.M   ავტორი ნინო ხარაძე...   Aug 15 2013, 11:53 PM
A.V.M   ბაჩო ახალაიას ადვო...   Aug 16 2013, 12:15 PM
G_saxva   A.V.M ძალიან საინტერე...   Aug 16 2013, 12:43 PM
A.V.M   G_saxva და იმედია სიცრუ...   Aug 16 2013, 02:14 PM
G_saxva   A.V.M ნამდვილად არ მგო...   Aug 16 2013, 02:23 PM
A.V.M   უნდა შევძლოთ რომ ,,ს...   Aug 16 2013, 02:25 PM
A.V.M   http://info9.ge/?l=G&m=1000&id=24897&share=true ...   Aug 16 2013, 02:44 PM
G_saxva   A.V.M ზუსტად ეს არ მომ...   Aug 16 2013, 03:03 PM
A.V.M   მღვდელ ნიკოლოზ ტაბ...   Aug 20 2013, 09:30 PM
G_saxva   A.V.M ვერ დაგეთანხმებ...   Aug 21 2013, 08:49 AM
A.V.M   G_saxva და რა გაიგე აბა ...   Aug 21 2013, 01:19 PM
G_saxva   G_saxva და რა გაიგე აბა ...   Aug 21 2013, 01:24 PM
A.V.M   G_saxva ეგ საერთოდ არ მა...   Aug 21 2013, 01:39 PM
G_saxva   G_saxva ეგ საერთოდ არ მ...   Aug 21 2013, 02:37 PM
qetevano   G_saxva და რა გაიგე გიო?   Aug 21 2013, 02:59 PM
G_saxva   qetevano ზემოთ დავწერე რ...   Aug 21 2013, 03:10 PM
A.V.M   G_saxva გმირობას არავი...   Aug 21 2013, 05:46 PM
G_saxva   G_saxva გმირობას არავი...   Aug 21 2013, 06:03 PM
A.V.M   G_saxva გამაგიჟებთ თქვ...   Aug 21 2013, 06:18 PM
G_saxva   A.V.M არ ვამბობ რომ არ...   Aug 22 2013, 08:57 AM
A.V.M   G_saxva დიდმოწამეობა ა...   Aug 22 2013, 12:29 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 09:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი