![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
მოგესალმებით
![]() ასეთი თემა მგონი არ არსებობს და ამიტომ მე აუცილებლად მივიჩნიე ისეთი თემის არსებობა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა რელიგიურ საკითხებზე გავესაუბრებოდით და ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობას, განცდებს გავუზიარებდით ერთმანეთს. დავწეროთ ხოლმე თუნდაც ჩვენი ყოველდღიური რელიგიური ცხოვრებიდან რაიმე განსაკუთებული შემთხვევები და საერთოდ, ვისაუბროთ იმაზე, რაც რელიგიას შეეხება. ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
georgios |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
ცოტა ხნის წინ ვნახე სიზმარი, რომელმაც ძალიან დამაფიქრა. სიზმარი ასეთია:
დავით გარეჯში ვარ ჩასული. მაგრამ იქაურობა სრულიად შეცვლილია. დგას ახლად აშენებული ტაძრები, ბერძნულ და კოპტურ სტილს მაგონებს, მაგრამ მაინც ვიცი, რომ გარეჯში ვარ. ეზო სრულიად ცარიელია, მხოლოდ ეკლესიიდან გამოსული ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი, სერაფიმე ჯოჯუა მოდის ჩემსკენ. არ ვიცნობ მას პირადად, მაგრამ მივესალმე. მან კი ვერც შემამჩნია, წინ იყურებოდა მხოლოდ და ჩამიარა, თითქოს მე იქ არც ვმდგარიყავი. შევედი ეკლესიაში. შიგნიდან ეკლესია ამფითეატრივით იყო. საკურთხეველი კი დაბლა სცენაზე. ქვემოთ ჩემი მოძღვარი დავინახე, რომელიც ჩაფიქრებული იდგა, თითქოს ელაპარაკებოდა მიმსვლელებს, მაგრამ სულ სხვაგან იყო აზრებით. დიდი ხანია არ მინახავს და ვცდილობ ჩავიდე დაბლა და შევხვდე. ამფითეატრის საფეხურებზე სკამებია ჩაწყობილი, მე ჩემს წილ სკამს ვათრევ, თან ჩასვლა მიჭირს, ძალიან გაიწელა ჩემი სიარული. ჩემმა მოძღვარმა დამინახა კიდეც შორიდან, მიყურებს, თვალს არ მაცილებს, სხვას კი ელაპარაკება. სკამები მიშლიან ხელს თითქოს განგებ, მედებიან ფეხებში და მეც ლამის დავეცე ყოველ ნაბიჯზე. უკვე ჩავედი და მოძღვარი უცებ გაქრა. შენობაში ვდგავარ გაშტერებული, ამბიონთან, მაგრამ წარმოსახვაში ვიხილე, რომ მოძღვარი ნელნელა, ჩაფიქრებული, მდუმარედ გაუდგა გზას სადღაც, მინდორში მიდის, ჩამავალი მზის ფონზე. გადაიარა უცებ გარეჯის ველები და შეწყდა კიდეც წარმოსახვაში ეს ხილვა... სიცარიელე ვიგრძენი. ახლა მივხვდი, რომ იმ გამოხედვით რაღაცას მეუბნებოდა, მისაყვედურა... იქ, ამბიონთან ვინც ვიყავით, ყველას გაგვიშტერდა უცებ თვალები და რომ დავახამხამე, წინ წარმოგვიდგა ვიღაც მკვლევარი-ისტორიკოსი და არქეოლოგი და გვითხრა, რომ სადღაც ესპანეთში აღმოუჩენიათ ქვის დისკო, რომლის წარწერა გაშიფრა მან და გვეუბნება, რომ ეს აღმოჩენა საქართველოს შესახებ სენსაციურ ცნობებს გაახმაურებსო, მსოფლიო შეზანზარდება ამის გაგონებაზეო. ყურადღებით ვუსმენთ, უკვე მოყოლა უნდა დაიწყოს და ამ დროს გამეღვიძა... ![]() -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 09:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი