დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
realoba |
Dec 15 2011, 06:29 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
აღსარებაზე ვსაუბრობდით,, მკითხა რატომ აბარებო..
ამგვარად ვუპასუხსე: >>>სინანულის საიდუმლო უფალმა მაშინ დაადგინა, როდესაც იგი აღდგომის შემდგომ გამოეცხადა თავშეყრილ მოწაფეებს და ბრძანა: მიიღეთ სული წმიდაი. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მას მღვდელთნ აღსარება არ სჭირდება და პირდაპირ ესაუბრება უფალს, მაგრამ უკვე აღვნიშნეთ, მაცხოვარი რას ეუბნება თავის მოწაფეებს: ვისაც თქვენ მიუტევებთ, მიეტევოსო. ამიტომ სულიერი მოძღვრის გარეშე შეუძლებელია ცოდვების მონანიება. მან კი ამგვარად მიპასუხა:>>>>> ebraelta 7:18 dan 28 chatvlit an 7: 17 dan daiwye 7:27 kargad weria .biiliss zusti konteqsti waikitxe ras ambobs gmdvlebze da vin aris gmdelmtavari.cveli agtmis tanaxad martalia ag axal agmtmashi es ukve ase ara რა უნდა ვუპასუხო?? გთხოვთ დამეხმარეთ |
George Leluashvili |
Dec 15 2011, 07:43 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
realoba
ჯერ კითხე, თუ რატომ აღარაა ძველ აღთქმაში ჩაწერილი სიტყვები მათთვის მისაღები. რას ქვია ძველ აღთქმაში იყო და ახალში აღარაა? საიდან დაადგინეს, რომ ძველი აღთქმის სამღვდელოება გაუქმდა, რითი ადასტურებენ ამ მოსაზრებას? განა თავად პავლე მოციქული არ ადგენს ახალი აღთქმის სამვდელოებას, როცა ხელს ასხამს ეპისკოპოსებს, ხუცესებს (მღვდლებს) და დიაკვნებს? ეს ყოველივე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ვრცლად აქვს ნათქვამი მოციქულს. უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის სამღვდელოება კი არ გაუქმდა, რომლის თქმაც სჩვევიათ სექტანტებს, არამედ შეიცვალა ახლით, ვინაიდან რჯულთან ერთად იცვლება რჯულის მსახურიც. თუ რაიმეში დაგაბნია, ან პასუხს გთხოვს, დაწერე და გიპასუხებთ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი