ID ბარათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID ბარათი |
babaka |
Jun 25 2011, 10:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-June 11 წევრი № 11,242 |
გამარჯობათ, მაინტერესებს რას ფიქრობს ეკლესია ID ბარათებზე უნდა ავიღოთ თუ არა?
ხალხისგან გამიგია რომ ეკლესია კრძალავს და თქვენი აზრი მაინტერესებს |
dzvelmartlmadidebeli |
Dec 16 2011, 02:41 AM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
განყოფილებაში "დაუსვით შეკითხვა მოძღვარს" წავაწყდი კითხვას ID ბარათების შესახებ, სადაც ბ-ნი "აფხაზი" ედავება dimitrius-ს და მის მიერ მოტანილ ლინკებზე (ოთხი ლინკიდან სამი ჩვენს საიტ აპოკალიფსის უთითებს) აკომენტარებს, რომ "მათში იმდენად ბუნდოვანებაა აზრისა, რომ ვერც კი ვხვდები რა კომენტარი შეიძლება გაუკეთდეს მას". სამწუხაროდ, ფორუმი ამ განყოფილებაში კომენტარის დადების უფლებას არ მაძლევს, რის გამოც იძულებული გავხდი მომეძებნა მსგავსი თემა და აქ დამეპოსტა.
ვაღიარებ და ვიტყვი, რომ ორივე საიტზე (www.oldorthodox.ge და www.apocalypse.ge) გრამატიკული შეცდომები და სტილისტური უზუსტობები გვაქვს, მაგრამ ისეთი გაუმართავიც არ არის ჩვენს მიერ მომზადებული სტატიები, რომ მასში აზრი ვერ იკითხებოდეს. გარდა ამისა, ბ-ნი აფხაზი ლინკებზე გადმოცემული მასალების "ბუნდოვანებას" თან ურთავს ასეთ მსჯელობას: "არცერთი წმინდა მამა (მათ შორის კონკრეტულად ანდრია ეკსარიელი, რომელმაც განმარტა გამოცხადება), არ საუბრობს ამ ბეჭედზე, როგორც ნივთიერ სახეზე, არამედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ესაა სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი, ხოლო შუბლი ესაა უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა"). მეორეც, გამოცხადების ტექსტის ანალიზი, აბსოლუტურად გარკვევით გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისეა არ არის, როგორც დღეს იქადაგება. თუკი ამ ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ აღნიშნული ბეჭედი ქრისტეს განკაცებამდე უნდა ყოფილიყო. ზოგადად მეორედ მოსვლა, რომლის შესახებაც უკიდურესად არასწორის წავლებები ვრცელდება, არაფრის შემცვლელი არ იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მანამდე ირჩიეს ან მარჯვენა ან მარცხენა გზა. თუკი თითოეული ადამიანის გარდაცვალება მისი პირადი სამსჯავროა, მეორედ მოსვლა ეს იქნება საყოველთაო სამსჯავრო, რომელიც მანამდე გარდაცვლილი ადამიანების ხვედრს არსებითად არშეცვლის, უბრალოდ მიეგებათ მათ ის, რაც მათ სიცოცხლეში დაიმსახურეს. ხოლო ანტიქრისტე კი, როდესაც ის მოვა, მის გარშემო შემოკრებს მათ, რომლებიც მანამდე თავგამოდებულნი ებრძოდნენ ღმერთს. სადღაც პავლე მოციქული ამაზე საუბრობს. ბოროტი აგერ უკვე XX საუკუნეა ებრძვის ქრისტეს ეკლესიას და თუკი დასაწყიში მას ფიზიკურად ებრძოდა (ოდნავ წარმათებასაც კი რომ ვერ მიაღწია), შემდგომში დახვეწა თავისი ხლართები და სხვა კუთხით დაიწყო ადამიანთა შეცთენა. მთლიანობაში არ ვეთანხმები, მაგრამ ფილმი რომაა "ბოროტ ძალთა კრება", არის მასში რაღაც სწორი, მაგალითად ის, რომ ბოროტი ჩააგონებს დედას, რომ მისი მთავარი მოვალეობა სულაც არ არის შვილების ნორმალურად აღზრდა, რომ აბორტი ეს არაფერი არაა, ჩააგონებს ადამიანს, რომ მრუშობა ეს არაფერი არაა, სულაც არ არის ღვთის საწინააღმდეგო ქმედება და კიდევ სხვა ურჯულოებანი, რომელსაც ჩვენს გარშემო ვაწყდებით. რატომღაც ამას კი არ აქცევენ ადამიანები ყურაღებას, არამედ ელოდებიან ბოლო ჟამს. დახვეწა ბოროტმა თავისი ქმედებანი და დღეს სხვანაირად იბრძვის. ამ სტატიის ავტორი ამბობს, რომ როდესაც ბოროტმა ვერაფერს მიაღწია ფიზიკური დაპირისპირებით, თვით ქრისტიანები გამოიყენა ღმერთის წინააღმდეგ და აქადაგებინა იგი (ღმერთი) ან როგორც უმკაცრესი მსაჯული, რომელიც ჩასაფრებული ელის ადამიანის შეცდენას, რომ ჯოჯოხეთში ჩააგდოს იგი, ანდა უკიდურესად ჰუმანური, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ადამიანთა უსჯულოებას, უფრო სწორად აქცევს მაგრამ, როგორც საყვარელ ქმნილებას პატიობს მათ. დიახ, ღმერთი სიყვარულია და განუზომლად მოწყალეც, მაგრამ იგი ძალდატანებით არავის არ აცხონებს". მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს, რომ თითქოსდა ეს ყოველივე ჩვენს საიტ "აპოკალიფსისზე" დადებულ მასალაში მოიპოვება. თუ ბ-ნ აფხაზს ამ სიტყვებში ჩვენი საიტი ჰქონდა მხედველობაში, უნდა განვაცხადო, - მსგავსი რამ არაფერი თქმულა იმ სტატიებში, ზემოთაღნიშნულ თემაში გამოქვეყნებულ ლინკებზე რომ განთავსდა. ბ-ნი აფხაზი წერს: "არცერთი წმინდა მამა (მათ შორის კონკრეტულად ანდრია ეკსარიელი, რომელმაც განმარტა გამოცხადება), არ საუბრობს ამ ბეჭედზე, როგორც ნივთიერ სახეზე, არამედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ესაა სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი, ხოლო შუბლი ესაა უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა"). მეორეც, გამოცხადების ტექსტის ანალიზი, აბსოლუტურად გარკვევით გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისეა არ არის, როგორც დღეს იქადაგება. თუკი ამ ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ აღნიშნული ბეჭედი ქრისტეს განკაცებამდე უნდა ყოფილიყო". უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ანტიქრისტეს ბეჭდის პირდაპირი გაგება შეიცავს გარკვეულ პრობლემას და ზუსტად ძნელია მითითება თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ის, ასევე საშიშია მისი სიმბოლური, ანუ ისეთი გაგება, როგორსაც ბ-ნი აფხაზი გვთავაზობს. წმიდა მამები დაბეჯითებით არც ერთს ამბობენ და არც მეორეს. სხვაგვარად, თუ ანტიქრისტეს ბეჭედი მარჯვენა ხელზე ეს არის "სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი", ხოლო შუბლზე "უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა")", მაშინ ანტიქრისტე დიდი ხნის მოსული უნდა ყოფილიყო, რადგან როდის არ ახასიათებდათ ადამიანებს ის თვისებები "მარჯვენა ხელზე დადებულ" ან "შუბლზე მიცემულ" ბეჭდებად რომ დაუსახავს ბ-ნ აფხაზს? ამგვარი განმარტება საკმაოდ ტიპიურია ე. წ. "ბეზპოპოვცური" სექტებისთვის, რომლებმაც მსგავსი ლოგიკით თვით ანტიქრისტეც კი ზოგად მოვლენად დასახეს (თავის ბეჭდებიანად) და უკვე აღარავის არც ელოდებიან. გასაგებია ჩვენი კრიტიკისგან თავს რომ ვერ იკავებთ და რაიმე ნაკლი რომ შეგვინიშნოთ, შესაძლებლობას არ გაუშვებთ ხელიდან, მაგრამ მთლად ისე ნუ გავერთობით თვითშემოქმედებით, რომ ობიექტურობა დავკარგოთ და უბრალო ხალხს ცილი დავწამოთ იმაში, რაც მათ არ უქადაგია. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი