ID ბარათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID ბარათი |
babaka |
Jun 25 2011, 10:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-June 11 წევრი № 11,242 |
გამარჯობათ, მაინტერესებს რას ფიქრობს ეკლესია ID ბარათებზე უნდა ავიღოთ თუ არა?
ხალხისგან გამიგია რომ ეკლესია კრძალავს და თქვენი აზრი მაინტერესებს |
afxazi |
Dec 16 2011, 07:25 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
dzvelmartlmadidebeli
არ გამოგეხმაურებოდი (რადგან ამის არც სურვილი და არც დრო არ მაქვს), თუმცა მოკლედ მაინც დავწერ რაღაცას (დამავალებ თუკი პოლემიკას არ გამიმართავ). უპირველესად აღვნიშნავ, რომ სანამ მსჯელობას შევთავაზებდი მკითხველს მითითებულ თემაში, მე ამ მსჯელობას წინ დავურთე ციტატები, რომელსაც შემდეგ მოედევნა კომენტარი (ცხადია ჩემეული, რომლის გაზიარებასაც არავის ვავალდებულებ). რაც შეეხება სიტყვას "ბუნდოვანება", მომიტევეთ მაგრამ ჩემთვის პირადად მართლა ბევრი გაურკვევლობაა შემოთავაზებული და მე მგონი მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ბუნდოვანია. მეორეც, თუკი სრულად გაქვს შესწავლილი ჩემი ამ ფორუმზე მოღვაწეობა ამ კუთხით, ვფიქრობ ის რაც დაწერე არ უნდა დაგეწერა. ციტატა უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ანტიქრისტეს ბეჭდის პირდაპირი გაგება შეიცავს გარკვეულ პრობლემას და ზუსტად ძნელია მითითება თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ის, ასევე საშიშია მისი სიმბოლური, ანუ ისეთი გაგება, როგორსაც ბ-ნი აფხაზი გვთავაზობს. წმიდა მამები დაბეჯითებით არც ერთს ამბობენ და არც მეორეს. სხვაგვარად, თუ ანტიქრისტეს ბეჭედი მარჯვენა ხელზე ეს არის "სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი", ხოლო შუბლზე "უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა")", მაშინ ანტიქრისტე დიდი ხნის მოსული უნდა ყოფილიყო, რადგან როდის არ ახასიათებდათ ადამიანებს ის თვისებები "მარჯვენა ხელზე დადებულ" ან "შუბლზე მიცემულ" ბეჭდებად რომ დაუსახავს ბ-ნ აფხაზს? რასაც მე ამ საკითხზე ვწერ, არსად არ ვამტკიცებ, რომ "ვიცი" რას ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭედი. ჯერ არ გავგიჟებულვარ რომ ეს ვამტკიცო. მე ყველგან ვამბობ, რომ ცალმხრივად არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს. პირიქით მავანნი ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი სწორედ ID ბარათია, ანდა მათი მსგავსი რაღაც. მე ხაზს ვუსვამ ყველგან, რომ მამები გვაწვდიან სხვაგან განმარტებებსაც და ამიტომ იმის დაჟინებული მტკიცება, რომ ბეჭედი ეს ბარათია, არ არის სწორი. გარდა ამისა მე დავწერე ანდრია ეკსარიელის განმარტების ციტირება და მე არ მომიგონია ამ მუხლის განმარტება. ციტატა ამგვარი განმარტება საკმაოდ ტიპიურია ე. წ. "ბეზპოპოვცური" სექტებისთვის, რომლებმაც მსგავსი ლოგიკით თვით ანტიქრისტეც კი ზოგად მოვლენად დასახეს (თავის ბეჭდებიანად) და უკვე აღარავის არც ელოდებიან. მადლობას ვერ გეტყვი ამგვარი შეფასებითვის, მაგრამ მეგობრულად გირჩევ, რომ თავი შეიკავო. ციტატა გასაგებია ჩვენი კრიტიკისგან თავს რომ ვერ იკავებთ და რაიმე ნაკლი რომ შეგვინიშნოთ, შესაძლებლობას არ გაუშვებთ ხელიდან, მაგრამ მთლად ისე ნუ გავერთობით თვითშემოქმედებით, რომ ობიექტურობა დავკარგოთ და უბრალო ხალხს ცილი დავწამოთ იმაში, რაც მათ არ უქადაგია. ძალიან კი გინდათ, რომ ამგვარი შეფასების ობიექტი ვიყო, მაგრამ უნდა გაგაწბილო. იმდენი საზრუნავი მაქვს ცხოვრებაში, რომ ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო ამის დრო რომ მრჩებოდეს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 09:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი