დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
realoba |
Dec 15 2011, 06:29 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
აღსარებაზე ვსაუბრობდით,, მკითხა რატომ აბარებო..
ამგვარად ვუპასუხსე: >>>სინანულის საიდუმლო უფალმა მაშინ დაადგინა, როდესაც იგი აღდგომის შემდგომ გამოეცხადა თავშეყრილ მოწაფეებს და ბრძანა: მიიღეთ სული წმიდაი. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მას მღვდელთნ აღსარება არ სჭირდება და პირდაპირ ესაუბრება უფალს, მაგრამ უკვე აღვნიშნეთ, მაცხოვარი რას ეუბნება თავის მოწაფეებს: ვისაც თქვენ მიუტევებთ, მიეტევოსო. ამიტომ სულიერი მოძღვრის გარეშე შეუძლებელია ცოდვების მონანიება. მან კი ამგვარად მიპასუხა:>>>>> ebraelta 7:18 dan 28 chatvlit an 7: 17 dan daiwye 7:27 kargad weria .biiliss zusti konteqsti waikitxe ras ambobs gmdvlebze da vin aris gmdelmtavari.cveli agtmis tanaxad martalia ag axal agmtmashi es ukve ase ara რა უნდა ვუპასუხო?? გთხოვთ დამეხმარეთ |
George Leluashvili |
Dec 16 2011, 10:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
gvanchi
ციტატა 113ფსალმუნში წერია კერპი წარმართთანი ოქროისანი და ვერცხლისანი ქმნული ხელთა კაცთანი,პირ აქსთ და არა იტყვიან,თვალ ასხნ და არაა ხედვენ,ყურ ასხენ და არაა ესმით,ცხვირ ასხენ და არა იყნოსონ ემსგავსებიან მათ მოქმედნი მათნი___ გამოდის, რომ უფალი თავად უბრძანებს ამგვარი "კერპების" გაკეთებას მოსეს მოდი დავიწყოთ იქედან, თუ რას ნიშნავს საერთოდ კერპი, რადგან მოწმეებს არც ამისი მნიშვნელობა ესმით. გამოსვლათა წიგნში მოთხრობილია, რომ სინას მთაზე ღმერთთან მოსაუბრე მოსემ დააგვიანა ხალხთან ჩამოსვლა. მაშინ ხალხმა უთხრა აარონს: "ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს... აარონმა საჭრეთლით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს" (გამ. 32, 1, 4). შემდეგ აარონმა ააგო მათთვის სამსხვერპლო, დღესასწაულიც კი გამოაცხადა და ხალხმა კერპებს, როგორც ღმერთებს შესწირა მსხვერპლი. აი, როგორი ყოფილა კერპი. ახლა, რაც შეეხება წმინდა ხატებს - მართლმადიდებლებს განა ოდესმე უთქვამთ, რომ ესენი არიან ჩვენი ღმერთები და არა ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა? ჩვენ არ ვეთაყვანებით წმინდა ხატებს, როგორც ღმერთებს, არამედ მივაგებთ მათ შესაფერის პატივს. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს არა ხეს და საღებავს, რომლითაც შესრულებულია ხატი, არამედ იმ პიროვნებას, რომელიც მასზეა გამოსახული. ეს რომ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება არ არის და ნებადართულია მისგან, წმინდა წერილიდანაც ჩანს. უფალი კერპების გამოსახულების გაკეთებას კრძალავს და არა - წმინდა ანგელოზებისას. მაგ.: მან მოსეს უბრძანა, გაეკეთებინა ანგელოზების - ქერუბიმების ქანდაკება და აღთქმის კიდობანზე დაემაგრებინა (გამ. 25, 1-21); "ოქროსაგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს, და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ" (გამ. 25, 18). სოლომონმა კი მთელი ტაძარი ქერუბიმებით მოხატა. კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა (2 ნეშტ. 3, 7); "გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმენი გამოხატა" (2 ნეშტ. 3, 14). ხოლო უფალმა მოიწონა ეს სახლი და მისმა დიდებამ აავსო იგი. შეიძლება იმაზე გადასვლაც, თუ რატომ არ კეთდებოდა ძველ აღთქმაში ადამიანთა გამოსახულებები. ეს ცალკე თემაა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 11:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი