![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
იეჰოვას მოწმეების სექტა დღეს კვლავაც წარმატებით მოქმედებს ჩვენს გარშემო.
ისინი ქადაგებენ, ავრცელებენ ლიტარატურას და ცდილობენ "ასწავლონ ბიბლია" ხალხს. ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავიდან მოიცილოს მომაბეზრებელი მოწმეები, მაგრამ ბევრ მათგანს სურს თავისი რწმენის ჭეშმარირიტება დაუმტკიცოს მოწმეებს, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხაორ იყოს, ისინი ამას ვერ ახერხებნ, რადგან არ იციან საკუტარი რელიგია და გარდა ამისა, საკმაოდ რთულია აჯობო პაექრობაში ისეთ ადამიანს, რომელიც საგანგებოდ იწვრთნებოდა და მეცადინეობდა მსგავსი კამათებისთვის. საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვა ვერ ჭრის (როგორ გაჭრის ის რაც არ იცი) იეჰოვას მოწმეებს ან უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი, ისინი კი ამით ბედნიერები (საკუთარი რელიგიისთვის წამებულები) აგრძელებენ იგივე საქმიანობას. ჩვენი ეკლესიის მსახურები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ იცლიან, რათა საგანგებოდ აღზარდონ მრევლი იეჰოვას მწომეებთან საპაექროდ. ან უბრალოდ თავადაც ვერ ერკვევიან საკითხში. რჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი - orthodoxy.ge - ს აპოლოგეტიკის განყოფილება, სადაც მიუხედავად იმის, რომ მეტად სასარგებლო ინფორმაცია წერია, არის მეტად მოკლედ და არგუმენტაციის გარეშე. გამოსავალი: ინტერნეტში არაერთი სასარგებლო რესურსია იეჰოვას სექტის საწინააღმდეგო სწავლებებით. თუნდაც დიაკონ ანდრეი კურაევს აქვს ბევრი რამ ახსნილი. ასევე არის ბევრი საინტერესო სტატია, რომელიც დეტალურად ხსნის იეჰოველების მცდარ სწავლებას. აი, მაგალითისთვის http://www.iegova.ru/index2.htm ან http://www.towerwatch.com/ ამ რესურსებში თავმოყრილია ის დეტალები, რაშიც არის იეჰოველთა ცდომილებები და რა ხერხებით უნდა აწარმოოს დიალოგი მართლმადიდებელმა სტუმრად მოსულ იეჰოველებთან. ჩემი აზრით, არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება. შესაძლებელია მოხდეს ამ ინფორმაციის თავმოყრა ერთ პატარა ბროშურაში, რომელიც დაურიგდება საზოგადოებას. თუ ეს საქმე არ გამოვა, აღნიშნული ბმულები მაინც წაიკითხეთ ვინც ნახავს ამ თემას. რაც არ უნდა პარადოქსული უნდა იყოს, ჩვენი ეკლესია დღითიდღე ძლიერდება, მრევლი მრავლდება, მღვდლები გვემატებიან. მსგავსი ელემენტარული საკითხი კი, როგორიცაა იეჰოველების სექტის გამნოსააშკარავებელი ბუკლეტი არ არსებობს. მოგიწოდებთ ყველას - მოითხოვეთ თქვენს მოძღვრებში არსებული რესურსი. მოითხოვეთ გასწავლონ ის დეტალები რასაც ქადაგებენ იაჰოვას მოწმეები. რადგანაც თქვენი ნათესავების და ახლობლების ოჯახებშიც შეიძლება მოვიდნენ ისინი და როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად! გამოიღვიძეთ! მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი! გიორგობას გილოცავთ! პ.ს. თუ რამე დაგჭირდეთ იეჰოველების სექტის სწავლების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ. დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად. |
![]() ![]() |
inaina |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 ![]() |
არქიმანდრიტი რაფაელი
იეღოველთა სწავლება და სულის უკვდავების უარყოფა მიუხედავად მათი მრავალრიცხოვნებისა და მრავალფეროვნებისა,მსოფლიო რელიგიებს ორი ძირითადი ცნება აქვთ საერთო.პირველი-ღმერთი,უმაღლესი და სრულყოფილი არსება,ქვეყნოს შემოქმედი და მეორე სული-როგორც სხეულისაგან გამ,ოყოფილი სუბსტანცია,რომელიც თავის თავში შეიცავს სრულ ინფორმაციას ადამიანის ცხოვრებაზე. სული არამატერიალური და არანივთიერია,იგი მარტივი ბუნებისაა,ამიტომ არ შეუძლია მოკვდეს,შემადგენელ ნაწილებად და ელემენტებად დაიშალოს.სული დინამიური არსება და სიცოცხლის პრინციპია,ხოლო სიკვდილი სტრუქტურის დაშლა,რთულის მარტივად ქცევა თავისი შემდგომი მატერიალური მეტამორფოზებით,სხეულისაგან მისი ენერგეტიკული პრინციპის გამოყოფა.მსოფლიოს ყველა ხალხის გადმოცემები შეიცავენ ზეპირ თუი წერილობით თხრობას,სულის იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ.ეს ცნობები იმდენად მრავალრიცხოვანია,რომ მათი თუნდაც მაღალი ალბათობის ჰიპოთეზებად მიჩნევა შეუძლებელია,ეს უკვე ისტორიული ფაქტოლოგიის სფეროა,რომელსაც განზრახ თუ აუვლი გვერდს,კონფესიური ინტერესების გამო,თორემ ვერ უარყოფ.არა მხოლოდ რელიგია,არამედ ძველი პოეზია,ქრონოგრაფია,დრამატურგ ია საიქიო ცხოვრების ამქვეყნიურთან ერთიანობაში განიხილავდა,როგორც ზედა და ქვედა სართულს იმ შენობისა,რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. წმინდა წერილს მივუბრუნდეთ,რომლის სიტყვაც წესით უდავო და საბოლოო უნდა იყოს იეღოველთათვის-ისინი ხომ თავიანთ თავს "ბიბლიის მკვლევარებს"უწოდებენ,მოსეს სჯული სიკვდილით დასჯის მუქარით კრძალავდა მიცვალებულთა სულების გამოძახებას,ამასთან ანსხვავებდა მიცვალებულთა სულების გამოძახებას და დემონთა მოხმობას.იეღოველები,რომლებიც ბიბლიის სიტყვასიტყვით გაგებას ემხრობიან,არც ამ შემთხვევაში უნდა მიმართავდნენ ტექსტის იტერპრეტაციას თავიანთი კონფესიური მიზნებისათვის.აენდორელი მისანი ქალის მიერ სამოელის სულის გამოძახება ჯოჯოხეთიდან(ქრისტეს აღდგომამდე წინასწარმეტყველთა და მართალთა სულები ჯოჯოხეთში იყვნენ)საიქიო ცხოვრების არსებობას მოწმობს."მე ვარ ღმერთი მამისა შენისა,ღმერთი აბრაჰამისი,ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი"(გამოსვლ.3:6),ეუბნება უფალი მოსეს მაშინ,როცა სამივე მამამთავარს დასულებული ქონდათ ამ ქვეყნად არსებობა,მაგრამ მათი სულები ცოცხლები იყვნენ. ქრისტეს მოწაფეებს მკვდრების აღდგინება შეეძლოთ.სული ხეულთან ერთად რომ კვდებოდეს და ქრებოდეს,მაშინ მათ ხელახლა უნდა შეექმნათ ის ადამიანები,ისე,როგორც ღმერთმა შექმნა ადამი,მაგრამ ეს ხელმწიფება მხოლდ ღმერთსა აქვს. ფერისცვალების დროს იესო ქრისტეს მოსე და ელია გამოეცხადნენ,რომელთაც უფალი თავის მომავალ ვნებებზე ესაუბრებოდა-მაშასადამე,მოსეს სული ცოცხალი იყო.პეტრე მოციქული წერს,რომ ქრისტეს კაცობრივი სული ჯოჯოხეთს შთახდა და იქ იქადაგა სახარება და აღნიშნავს,რომ მას ნოეს დროს მცხოვრები ადამიანების სულები უსმენდნენ.ჯვარზე გაკრული ქრისტე მონანიე ავაზაკს ეუბნება:"დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა"(ლუკა 23:43).ავაზაკი იმავე საღამოს აღესრულა ჯვარზე.როგორ ასრულდებოდა მაცხოვრის სიტყვები,მისი სული რომ მომკვდარიყო და გამქრალიყო?ლაზარეს იგავში უფალი პირდაპირ ამბობს,რომ მდიდრის სული დემონებმა შეიპყრეს,ლაზარეს სული კი ანგელოზებმა იმ ადგილას წაიყვანეს,სადაც აბრაამი იყო.შეუძლებელია,რომ უფალს თავის იგავში არასწორი სურათი დაეხატა და მოწაფეებისათვის ყალბი წარმოდგენა შეექმნა.იგავი ხომ ის ამბავია,რომელსაც საფუძვლად რეალური მოვლენების აღწერა უდევს. მოგვიანებით გავაგრძელებ გადმოწერას ![]() -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
jxje |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 21-September 11 წევრი № 11,577 ![]() |
არქიმანდრიტი რაფაელი იეღოველთა სწავლება და სულის უკვდავების უარყოფა მიუხედავად მათი მრავალრიცხოვნებისა და მრავალფეროვნებისა,მსოფლიო რელიგიებს ორი ძირითადი ცნება აქვთ საერთო.პირველი-ღმერთი,უმაღლესი და სრულყოფილი არსება,ქვეყნოს შემოქმედი და მეორე სული-როგორც სხეულისაგან გამ,ოყოფილი სუბსტანცია,რომელიც თავის თავში შეიცავს სრულ ინფორმაციას ადამიანის ცხოვრებაზე. სული არამატერიალური და არანივთიერია,იგი მარტივი ბუნებისაა,ამიტომ არ შეუძლია მოკვდეს,შემადგენელ ნაწილებად და ელემენტებად დაიშალოს.სული დინამიური არსება და სიცოცხლის პრინციპია,ხოლო სიკვდილი სტრუქტურის დაშლა,რთულის მარტივად ქცევა თავისი შემდგომი მატერიალური მეტამორფოზებით,სხეულისაგან მისი ენერგეტიკული პრინციპის გამოყოფა.მსოფლიოს ყველა ხალხის გადმოცემები შეიცავენ ზეპირ თუი წერილობით თხრობას,სულის იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ.ეს ცნობები იმდენად მრავალრიცხოვანია,რომ მათი თუნდაც მაღალი ალბათობის ჰიპოთეზებად მიჩნევა შეუძლებელია,ეს უკვე ისტორიული ფაქტოლოგიის სფეროა,რომელსაც განზრახ თუ აუვლი გვერდს,კონფესიური ინტერესების გამო,თორემ ვერ უარყოფ.არა მხოლოდ რელიგია,არამედ ძველი პოეზია,ქრონოგრაფია,დრამატურგ ია საიქიო ცხოვრების ამქვეყნიურთან ერთიანობაში განიხილავდა,როგორც ზედა და ქვედა სართულს იმ შენობისა,რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. წმინდა წერილს მივუბრუნდეთ,რომლის სიტყვაც წესით უდავო და საბოლოო უნდა იყოს იეღოველთათვის-ისინი ხომ თავიანთ თავს "ბიბლიის მკვლევარებს"უწოდებენ,მოსეს სჯული სიკვდილით დასჯის მუქარით კრძალავდა მიცვალებულთა სულების გამოძახებას,ამასთან ანსხვავებდა მიცვალებულთა სულების გამოძახებას და დემონთა მოხმობას.იეღოველები,რომლებიც ბიბლიის სიტყვასიტყვით გაგებას ემხრობიან,არც ამ შემთხვევაში უნდა მიმართავდნენ ტექსტის იტერპრეტაციას თავიანთი კონფესიური მიზნებისათვის.აენდორელი მისანი ქალის მიერ სამოელის სულის გამოძახება ჯოჯოხეთიდან(ქრისტეს აღდგომამდე წინასწარმეტყველთა და მართალთა სულები ჯოჯოხეთში იყვნენ)საიქიო ცხოვრების არსებობას მოწმობს."მე ვარ ღმერთი მამისა შენისა,ღმერთი აბრაჰამისი,ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი"(გამოსვლ.3:6),ეუბნება უფალი მოსეს მაშინ,როცა სამივე მამამთავარს დასულებული ქონდათ ამ ქვეყნად არსებობა,მაგრამ მათი სულები ცოცხლები იყვნენ. ქრისტეს მოწაფეებს მკვდრების აღდგინება შეეძლოთ.სული ხეულთან ერთად რომ კვდებოდეს და ქრებოდეს,მაშინ მათ ხელახლა უნდა შეექმნათ ის ადამიანები,ისე,როგორც ღმერთმა შექმნა ადამი,მაგრამ ეს ხელმწიფება მხოლდ ღმერთსა აქვს. ფერისცვალების დროს იესო ქრისტეს მოსე და ელია გამოეცხადნენ,რომელთაც უფალი თავის მომავალ ვნებებზე ესაუბრებოდა-მაშასადამე,მოსეს სული ცოცხალი იყო.პეტრე მოციქული წერს,რომ ქრისტეს კაცობრივი სული ჯოჯოხეთს შთახდა და იქ იქადაგა სახარება და აღნიშნავს,რომ მას ნოეს დროს მცხოვრები ადამიანების სულები უსმენდნენ.ჯვარზე გაკრული ქრისტე მონანიე ავაზაკს ეუბნება:"დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა"(ლუკა 23:43).ავაზაკი იმავე საღამოს აღესრულა ჯვარზე.როგორ ასრულდებოდა მაცხოვრის სიტყვები,მისი სული რომ მომკვდარიყო და გამქრალიყო?ლაზარეს იგავში უფალი პირდაპირ ამბობს,რომ მდიდრის სული დემონებმა შეიპყრეს,ლაზარეს სული კი ანგელოზებმა იმ ადგილას წაიყვანეს,სადაც აბრაამი იყო.შეუძლებელია,რომ უფალს თავის იგავში არასწორი სურათი დაეხატა და მოწაფეებისათვის ყალბი წარმოდგენა შეექმნა.იგავი ხომ ის ამბავია,რომელსაც საფუძვლად რეალური მოვლენების აღწერა უდევს. მოგვიანებით გავაგრძელებ გადმოწერას ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი