ID ბარათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID ბარათი |
babaka |
Jun 25 2011, 10:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-June 11 წევრი № 11,242 |
გამარჯობათ, მაინტერესებს რას ფიქრობს ეკლესია ID ბარათებზე უნდა ავიღოთ თუ არა?
ხალხისგან გამიგია რომ ეკლესია კრძალავს და თქვენი აზრი მაინტერესებს |
dzvelmartlmadidebeli |
Dec 17 2011, 01:08 AM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
afxazi
ციტატა არ გამოგეხმაურებოდი (რადგან ამის არც სურვილი და არც დრო არ მაქვს), თუმცა მოკლედ მაინც დავწერ რაღაცას (დამავალებ თუკი პოლემიკას არ გამიმართავ). ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მიკერძოებულობის და მედიდურობის შთაბეჭდილებას ტოვებ, რასაც გულწრფელად გეტყვი, არ ველოდი. ციტატა უპირველესად აღვნიშნავ, რომ სანამ მსჯელობას შევთავაზებდი მკითხველს მითითებულ თემაში, მე ამ მსჯელობას წინ დავურთე ციტატები, რომელსაც შემდეგ მოედევნა კომენტარი (ცხადია ჩემეული, რომლის გაზიარებასაც არავის ვავალდებულებ). კი ბატონო, ვინ გედავებათ, მაგრამ, მეც განვმარტე რატომ გადავწყვიტე გამოხმარუების დაწერა... ციტატა რაც შეეხება სიტყვას "ბუნდოვანება", მომიტევეთ მაგრამ ჩემთვის პირადად მართლა ბევრი გაურკვევლობაა შემოთავაზებული და მე მგონი მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ბუნდოვანია. ესეც გასაგებია და ამ კუთხითაც ვთქვი ორიოდ სიტყვა. ციტატა მეორეც, თუკი სრულად გაქვს შესწავლილი ჩემი ამ ფორუმზე მოღვაწეობა ამ კუთხით, ვფიქრობ ის რაც დაწერე არ უნდა დაგეწერა. ეს ნამდვილად შესწავლილი არ მაქვს და ამიტომაც, ამ მხრივ, მიტევებას გთხოვთ თუ რამე გაწყენინეთ ან გადავაჭარბე. მე ჩვენი მხარის პოზიციის დაკონკრეტებას ვცდილობდი და არა თქვენს გაკრიტიკებას. ციტატა რასაც მე ამ საკითხზე ვწერ, არსად არ ვამტკიცებ, რომ "ვიცი" რას ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭედი. ჯერ არ გავგიჟებულვარ რომ ეს ვამტკიცო. მე ყველგან ვამბობ, რომ ცალმხრივად არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს. პირიქით მავანნი ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი სწორედ ID ბარათია, ანდა მათი მსგავსი რაღაც. მე ხაზს ვუსვამ ყველგან, რომ მამები გვაწვდიან სხვაგან განმარტებებსაც და ამიტომ იმის დაჟინებული მტკიცება, რომ ბეჭედი ეს ბარათია, არ არის სწორი. გარდა ამისა მე დავწერე ანდრია ეკსარიელის განმარტების ციტირება და მე არ მომიგონია ამ მუხლის განმარტება. მე სულაც არ გედავებით ამ საკითხში, მე მხოლოდ იმის აღნიშვნას ვცდილობ, რომ არც ჩვენი პოზიციაა წმიდა მამათა განმარტებისგან განსხვავებული. უბრალოდ, მითითებული ლინკების თქვენეული კომენტარი მკითხველს უტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ თითქოსდა რაღაც განსაკუთრებულს და მამათა სწავლებისგან განსხვავებულს ვქადაგებთ. ციტატა მადლობას ვერ გეტყვი ამგვარი შეფასებითვის, მაგრამ მეგობრულად გირჩევ, რომ თავი შეიკავო. ამ რჩევის აზრს ვერ ვხვდები. თუ რამეს არასწორს ვამბობ, მზად ვარ თქვენი სწორი შენიშვნა მივიღო. მაგრამ, მე კარგად ვიცი რას ასწავლიან "ბეზპოპოვცები", გადაჭარბებულმა სიმბოლურმა განმარტებამ ისინი თვით ანტიქრისტეს სიმბოლურ გაგებამდე მიიყვანა. მე თქვენთვის ამგვარი აზრი არ დამიბრალებია, უბრალოდ მიგითითეთ, რომ ყოველივეს სიმბოლური განმარტება არ არის მართებული. ციტატა მეგობრულად გირჩევ, რომ თავი შეიკავო. ვღებულობ თქვენს მეგობრულ რჩევას, ოღონდ ვერ ვხვდები რატომ მირჩევთ ამას, რა დევს ამ რჩევაში - მუქარა იმისა, რომ თუ გავბედავ მსჯელობას დავემხობი და გავნადგურდები? ციტატა ძალიან კი გინდათ, რომ ამგვარი შეფასების ობიექტი ვიყო, მაგრამ უნდა გაგაწბილო. იმდენი საზრუნავი მაქვს ცხოვრებაში, რომ ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო ამის დრო რომ მრჩებოდეს. ჯერ ერთი არ მქონია იმისი მიზანი, ბოროტად მესარგებლა თქვენი ძვირფასი დროით; მეორეც, რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენ მოცლილები ვართ და სხვა არაფერი გვაქვს საქნელი თუ არა თქვენთან დავა და პოლემიკა? ჩვენ ვცდილობთ ყველას მივაწოდოთ ჩვენი აზრი იქ, სადაც ეს აინტერესებთ, და დავაკონკრეტოთ ჩვენი პოზიცია იქ, სადაც ამას ამახინჯებენ. სხვა მიზანი ამ შემთხვევაში არ გვაქვს. ვფიქრობ მცირედით უტრირებთ საკითხს. ამდენად, მე არანაირად არ გავწბილდები, რადგან ამგვარი დავის მიზანი არც მაქვს და არც არასოდეს მქონია. მხოლოდ ერთს ვიტყვი, თუ ვინმე შეეცდება არასწორად წარმოაჩინოს ჩვენი პოზიცია ანტიქრისტეს ბეჭედთან დაკავშირებით, თავს უფლებას მივცემთ მივაწოდოთ ჩვენი განმარტებები. syd ციტატა ვაბშე ყველაზე მაგარი იქნება დავწვათ ყველანაირი საბუთი და მოწმობა, შემოვიძარცვოთ ტანსაცმელი, ამოვიგუნგლოთ ნაცარში და ინდუსი სადჰუებივით არც ცოცხლებში ვეწეროთ და არც მკვდრებში... ხო... და იოგას მივეძალოთ კიდევ, ტვინის უჯრედებს ხსნისო ამბობენ არ ვიცი ამას ვის წერთ, მაგრამ საკუთარ ტვინს რას უზამთ ეს თქვენი საქმეა... ჩვენ არ ჩავერევით თქვენს არჩევანში... georgios ციტატა ეგ ღომი ხსნის ტვინს. სულ არ გცოდნია. საინტერესო მიგნებაა... ღმერთმა არ მოგაკლოთ ღომი და ელარჯი... -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი