IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვერ გავიგე მე ეს
realoba
პოსტი Dec 17 2011, 02:32 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



წმინდა ზიარებას რატომ ვიგებთ სამკურნალოდ როცა ამას ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო.. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მიერ გახსნილი თემები სად ვნახო.. (მხოლოდ ჩემი გახსნილები)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
George Leluashvili
პოსტი Dec 17 2011, 07:52 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ადამიანმა რაღაც იკითხა და შესაბამისად ხომ უნდა ვუპასუხოთ, რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია?

როგორც ჩანს იუზერი realoba დამწყები მართლმადიდებელია და რაც ჩვენ კარგად ვიცით, მას შეიძლება არ ესმოდეს; ამიტომ ვინც მეტ-ნაკლებად რაღაც ვიცით და გაგვეგება, მათ გვეკითხება.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში:
ციტატა
წმინდა ზიარებას რატომ ვიგებთ სამკურნალოდ როცა ამას ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო..

ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ ერთმნიშვნელოვნად, როგორც ჩვენ გვესმის.
ჯერ უნდა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს წმინდა ზიარება.

ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "სამადლობელს". ეს არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის.

მას ეწოდება უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი, ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლო. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა ან სასუმელი ცხოვრებისა, წმიდა საიდუმლონი და უსისხლო მსხვერპლი. ევქარისტია ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა.

ეხლა გადავიდეთ იმ საკითხზე, თუ რატომ ვეზიარებით "საკურნებლად სულისა და ხორცისა".
როგოც ვთქვით ზიარების მიღებით ჩვენში შემოდის თავად უფალი (რაღათქმაუნდა თუ ჩვენ მას ღირსეულად და რწმენით მივიღებთ). ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ მან ჩვენში საკვირველი კურნებები აღასრულოს?

თუ გახოვს, ერთი ქალი, რომელიც მრავალი წელი სისხლდენით იტანჯებოდა (სხვათაშორის ეს ადგილი სახარებიდან დღეს წირვაზე იქნა წარკითხული), მხოლოდ უფლის სამოსს შეეხო რწმენით და მყისვე განიკურნა, ხოლო რაოდენ აღმატებული და გონებისთვის მიუწვდომელია, როცა ჩვენში თავად ქრისტე შემოდის და თუ მისმა სამოსელმა ამგვარი კურნება აღასრულა სისხლდენით დატანჯულ ქალზე, როცა ის თავად, მისი არსებით შემოვა ჩვენში, მაშინ რაღა მოხდება?

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაზეც პავლე მოციქული მკაცრად გვაფრთხილებს: "რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი" (I კორ. 11,26-30).
ამ მუხლსაც დააკვირდი, რომ თუკი უღირსად მაზიარებელი სულიერადაც ისჯება და ფიზიკურადაც, ანუ ხორცითაც, მაშინ ღირსეული მაზიარებელი არ გაჯანსაღდება ფიზიკურად?

თუ უღირსად მაზიარებელი თავს უძლურებაში ჩაიგდებს, მაშინ ღირსეულად მაზიარებელი განა საკურნებლად არ მიიღებს მას? smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 12:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი