გრძელი თმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრძელი თმები |
realoba |
Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
|
dzvelmartlmadidebeli |
Dec 20 2011, 06:50 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
afxazi
ციტატა გრძელი თმის ტარება არც სასულიერო პირთათვის იყო მისაღები ადრეულ საუკუნეებში, ამას წყაროები აშკარად მიუთითებენ. ეს ჭეშმარიტებაა! თმების საკითხით განსაკუთრებულად ვიყავი დაინტერესებული, რადგან ჩვენთან, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში, წამოიჭრა დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. დეტალურმა კვლევამ ცხადყო, რომ არც სასულიერო პირები და არც ერისკაცები (მამაკაცები) გრძელ თმებს არ უნდა ატარებდნენ. თქვენს მიერ დამოწმებული სხვა მტკიცებულებებიც ამას ადასტურებენ: ციტატა მაგალითად IV ს-ში, როდესაც კონსტანტინოპოლიდან გაქცეულმა მაქსიმემ, რომელმაც ეპისკოპოსად გამოაცხადა თავი, მფარველობის თხოვნით რომის პაპს მიმართა. რომის პაპი კი არა მხოლოდ არ სცნობდა მის ეპისკოპოსობას, არამედ მის ქრისტიანობაშიც კი ეპარებოდა ეჭვიო, რადგან იგი გრძელ თმას ატარებდაო. შეგიძლიათ ნახოთ ბოლოტოვის "ეკლესიის ისტორია კრებათა პერიოდში". ან კიდევ: ციტატა ასევე VI მს. კრების 21 კანონში ნათქვამია: ვინც ისეთი კანონსაწინააღმდეგო დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისი წოდებიდან სრული და სამუდამო განკვეთა დაიმსახურა და ერისკაცთა რიგებში იქნა გადაყვანილი, თუკი ნებაყოფლობით სინანულში მოვა და საბოლოოდ განეშორება იმ ცოდვას, რომლის გამოც მადლი დაკარგა, მაშინ მას უფლება ეძლევა თმები კლერიკოსის მსგავსად შეიკვეცოს, ხოლო თუ არ მოინდომებს მონანიებას, ასეთ შემთხვევაში თმები ერისკაცთა მსგავსად გაიზარდოს, რადგან ზეციურ ცხოვრებას ამსოფლიური სიამოვნება ამჯობინა. რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოვიდა პრაქტიკაში გრძელი თქმის ტარება, არ ვიცი. მცირედი კომენტარის სახით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ის ბერძნების ზეგავლენით დამკვიდრდა დაახლ. XV-XVIII საუკუნეებში. მანამდე ატარებდნენ ე. წ. "ტონზურას" (ბერძნ. "პაპალიტრას", რუს. "гуменцо"). რომელიც თანდათანობით გრძელმა თმებმა შეცვალა. GIORGI LELUASHVILI ციტატა "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (I კორინთელთა 11, 14) გიორგი, რატომ მოჰყავთ ხოლმე ეს ადგილი სასულიერო პირთა მიერ გრძელი თმების ტარების დასტურად არ მესმის. ამ საგანზე დღემდე ოდნავ გასაგები განმარტებაც კი ვერ მოვისმინე. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას იტყვით. ჩემი მხრიდან კი აღვნიშნავ, რომ წმ. მოციქული პავლე აქ არ გულისხმობს ერისკაცებს. წმიდა მოციქული ადამიანურ და მამაკაცურ ბუნებაზე ლაპარაკობს (მღვდელი მამაკაცი და ადამიანი არ არის?) და არა ერისკაცზე. კარგად დააკვირდით ეპისტოლეს შინაარსს და წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების ქვეტექსტს. სანამ რაიმეს მიპასუხებდეთ ვინმე, ვინც სასულიერო პირთა გრძელთმიანობას ემხრობა, ძალიან ვთხოვ ჩვენს საიტზე გაეცნოს ამ წერილს: "თმების შეჭრის შესახებ" http://www.oldorthodox.ge/wrl_diak_vtimove...is_shesaxb.html. იქნებ აქა დამოწმებული მასალა და ისტორია საკმარისი აღმოჩნდეს, თუ არა და მზად ვარ ვიმსჯელო ამ საკითხზე. ეს თემა ძალიან მაინტერესებს და გარკვეული მასალაც მაქვს დაგროვილი. პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი