გრძელი თმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრძელი თმები |
realoba |
Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
|
dzvelmartlmadidebeli |
Dec 20 2011, 07:18 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა თქვენი აზრით, იესო არ ატარებდა გრძელ თმას? ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი წყარო, ხელთუქმნელი ხატი, რომელიც საეკლესიო გადმოცემის თანახმად მაცხოვარმა გაუგზავნა ავგაროზს. ამ ისტორიას ახლა არ მოვყვები, დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ. მოკლედ ვიტყვი: მაცხოვარმა პირი დაიბანა, შემდეგ სახეზე ტილო დაიდო და მასზე სასწაულებრივად გამოსახა თავისი ხატი. სწორედ ამ ხატზე (თუ მას მისი ზუსტი შესატყვისობით წერენ), მაცხოვარს აქვს კულულები (რაც შეიძლება გრძელ თმებად ჩავთვალოთ). მაგრამ, ამ საკითხში მაცხოვრის გრძელი თმები პრობლემას ვერ წყვეტს. ჩემის აზრით საქმე იმაშია, რომ მაცხოვარი მთელი ეკლესიური ცხოვრების განხორციელებაა, განსახიერებაა, მათ შორის ქალწულებრივი და სამონაზვნო ცხოვრებისა (მეუდაბნოვეობისა და დაყუდებულობის ჩათვლით). მაცხოვარში აქვს ყოველივე ქრისტეანულს საფუძველი, ამიტომაც, მე ისე აღვიქვამ, რომ თავისი გრძელი თმებით (თუ მაცხოვარსაც გრძელი თმები ჰქონდა) მან მეუდაბნოვეთა ღვაწლზე მიანიშნა. ცნობილია, რომ მეუდაბნოვეთათვის გრძელი თმების ტარება სულაც არ არის ცოდვა. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს VI მსოფლიო კრების 42-ე კანონი, სადაც წერია: "მეუდაბნოვედ სახელდებულთა შესახებ, რომლებიც ძაძით შემოსილები და თმაწარმოზრდილები დადიან ქალაქში, ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთა შორის ტრიალებენ და თავიანთი აღთქმას შეაგინებენ, ვადგენთ, რომ თუ სურთ, გაიკრიჭონ თავზე თმა, სხვა მონაზონთა სახე მიიღონ, მონასტრებში დამკვიდრდნენ და ძმათა რიცხვს მიემატონ. ხოლო თუ არ მოისურვებენ ამას, ქალაქიდან მთლად განიდევნონ და იძულებით უდაბნოში იქნენ დამკვიდრებულნი, რადგან მეუდაბნოვედ სახელდებით მოისურვეს სახელის მოხვეჭა" (კანონი დამოწმებულია 1987 წლის საქ. საეკლესიო კალენდარში განთავსებული "დიდი სჯულისკანონის" თარგმანის მიხედვით). ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ კანონს სჯულის კომენტატორები: ზონარა: "ძველად იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც იმოსებოდნენ შავ სამოსში და არ იკვეცავდნენ თმას, არამედ კულულებად დაწნულს უშვებდნენ მხრებსა და მკერდზე და ასე დადიოდნენ ქალაქებში და ტრიალებდნენ ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთ შორის, რითაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერ-მონაზვნურ აღთქმას. ამგვართ კრება უბრძანებს შეიკვეცონ თმა და წავიდნენ მონასტრებში, რათა იცხოვრონ და იღვაწონ სხვა ბერებთან ერთად (საინტერესოა, ამისთვის რა საჭირო იყო თმების შეკვეცა თუ აქ თმის შეკვეცის მონასტრული წესი არ იგულისხმება? - ძვმ.); თუ არა და, განიდევნონ ქალაქებიდან, რათა დარჩენილი ცხოვრება გაატარონ უდაბნოსი, რისგანაც მეუდაბნოვის სახელი მიუღიათ..." არისტინეციგივეს ამბობს, ოღონდ უფრო ცხადად: "შეიკვეცონ თმა და სხვა ბერთა სახე მიიღონ, თუ არა და, განიდევნონ ქალაქებიდან". ბალსამონიკი წერს: "ამრიგად, კრებამ დაადგინა... რათა მათ შეიკვეცონ თმები და წავიდნენ მონასტრებში, რათა იქ გაატარონ მონაზვნური ცხოვრება..." ამრიგად, ამ კანონის თანახმად, გრძელი თმების ტარება მისაღებად მიიჩნეოდა მეუდაბნოეთათვის (სრულიად ცხადი და გასაგები მიზეზების გამო), მაგრამ არა მონასტრულად მცხოვრები ბერებისთვის. ისინი თმებს იჭრიდნენ და ტონზურასაც იკეთებდნენ. სწორედ მათი სახის მიღებას უბრძანებს კანონი "მეუდაბნოვეებად" სახელდებულ და ქალაქებში მოხეტიალე თვითმარქვიებს. ეს კანონი და სხვა ისტორიული მაგალითები ცხადად აჩვენებენ, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია ითხოვდა მოკლე თმებს სასულიერო პირთათვის და გრძელთმიანობის დასტურად არსად იმოწმებდა მაცხოვარს. მეტიც, არ შეგვიძლია მართლმადიდებლობას ვუსაყვედუროთ გრძელთმიანობის მოშლა და მაცხოვრისადმი მიბაძვის დავიწყება... მითუმეტეს, რომ მოციქულებიც მოკლე თმებით გამოისახებიან ხატებზე მართლმადიდებლური ტრადიციით. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი