გრძელი თმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრძელი თმები |
realoba |
Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
|
dzvelmartlmadidebeli |
Dec 20 2011, 08:30 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ტურინის სუდარა? არა, ტურინის სუდარაზე გარდაცვლილი მაცხოვარია გამოსახული. მე ვგულისხმობ სხვა გადმოცემას. ციტატა არამგონია მაცხოვარს იმიტომ ქონოდა გრძელი თმები, რომ მეუდაბნოეთა ღვაწლზე მიენიშნებინა...ეს რატომღაც თითიდან გამოწოვილი მგონია. მეც არ ვამტკიცებ. მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ. მაცხოვარი იყო ქალწული, თვითონ მისცა მომავალ ქრისტეან მოღვაწეებს ქალწულობის მაგალითი; ის უპოვარიც იყო, რითაც უპოვარების ღვაწლის თავწყაროდაც შეგვიძლია ჩავთვალოთ; აწამეს ჯვარზე და პირველი სისხლიც მან დაღვარა კაცობრიობის გამოსასყიდად. მომავალი მოწამეები უკვე ქრისტეს ჭეშმარიტებისა და მისი განგებულებისადმი რწმენის გამო ეწამნენ... ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში, რითაც მეუდაბნოვეობა აკურთხა... და ა. შ. ყოველივე ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი გრძელთმიანობით მეუდაბნოეობის სახე ხომ არ წარმოაჩინა მეთქი. თუმცა არ დავიჩემებ... ანალოგიების გამო მთლად ალოგიკურად არ მეჩვენება... ციტატა მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია უფალი გრძლ თმას ატარებდა, ნაზარეთული წისის მიხედვით. რას ნიშნავს "ნაზარეთული წესი"? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ქრისტე "ნაზორეველი" (ანუ, ნაზორეველური აღთქმის დამდები) იყო? საიდან ჩანს ეს? არსებობს შეხედულება, რომ ქრისტეს "ნაზორეველობა" ან არასწორი თარმგნის შედეგია ან სწორი თარმგნის არასწორი გაგება... ქრისტე დაიბადა ბეთლემში, მაგრამ გაიზარდა ნაზარეთში. ამ თვალსაზრისით წერია წერილში რომ ის ნაზარეველი (ანუ, ქალაქ ნაზარეთიდან) იყო. აქ არ იგულისხმება მისი "ნაზორეველობა", რაც ჩანს კიდევ იქიდან, რომ ნაზორეველებს (აღთქმას ვგულისხმობ) გრძელი თმების მოშვების გარდა, უამრავი სხვა აღთქმებიც ჰქონდათ (მაგ.: არ ეკარებოდნენ მიცვალებულს და სხვა). სახარებებიდან და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან არაფერი ვიცით ქრისტეს მიერ სხვა ნაზორეველური წესების დაცვის შესახებ. ის იცავდა ძველ სჯულს, რათა აღესრულებინა იგი, მაგრამ არა ნაზორეველურ წესებს. ციტატა ეს კი დავიჯერო პავლემ არ იცოდა? რა უნდა ცოდნოდა პავლეს? ის, რომ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა? დავუშვათ ჰქონდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოციქულებსა და მომავალ სამღვდელოებას გრძელი თმები უნდა ეტარებინათ? მაშ, რატომ კრძალავენ მას მოციქულები და მომდევნო საუკუნეების წმიდა მამები? დავიჯეროთ, რომ მათ ეს არ იცოდნენ? თმების მოშვების ტრადიცია ქრისტეანობამდელ, წარმართულ გარემოში იღებს სათავეს. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით: "ელინთა უგუნური ნაშიერნი, მისდევდნენ რა თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს და პირუტყვებივით ატარებდნენ ცხოვრებას, თავიანთი ღვთაებების გულის მოსაგებად თმებს იზრდიდნენ" (Творения святителя Кирилла Александрийского. СПб, 1906.ч.3,стр.170). წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას". ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო. როგორ დავიჯეროთ, რომ მათ არაფერი იცოდნენ ქრისტეს გრძელთმიანობის შესახებ? ან იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა მიებაძათ მაცხოვრის გრძელთმიანობისთვის? აშკარაა, რომ მთელი ქრისტეანული ტრადიცია, მოყოლებული პირველი საუკუნეებიდანვე, მამაკაცთა მიერ (მ. შ. სასულიერო პირთა მიერაც) გრძელი თმების ტარების წინააღმდეგია. ძველ ეკლესიაში გრძელი თების მოშვება კატეგორიულად იგმობოდა წმ. მამათა მიერ. ადრინდელ პერიოდში წმ. მამები მამაკაცისგან თმის მოკლედ შეჭრას ითხოვდნენ. საჭიროა გავიხსენოთ, რომ მამაკაცის მიერ თმების შეჭრას და დედაკაცის გრძელთმიანობას ითხოვდა თვით მოციქული პავლე: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (ძვ. ქართ.: "არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა" (1კორინთ. 11:14). II ს.-ში რომის წმ. პაპმა ანიკიტემ, რომელიც წარმოშობით სირიის ემესიდან იყო და რომის საყდარი 155-166 წლებში ეპყრა, ევსები კესარიელის მიხედვით, ნორმატიულად დააწესა და კანონად მიიღო მოციქულ პავლეს მცნება და სასულიერო დასს გრძელი თმების ტარება აუკრძალა. მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს. დასავლეთში, ტოლედოს III კრების (VI ს.) დადგენილებების მიხედვით თმების შეკვეცა სავალდებულოა მთელი სამღვდელოებისთვის. ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21). აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას: "ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი დროიდან გმობდა გრძელი თმების ტარებას კლერიკოსთა მხრიდან და უცილობლივ ითხოვდა მათ შეჭრას. მეტიც, ეკლესია არა თუ არ იწონებდა სასულიერო პირთა გრძელთმიანობას, არამედ გრძელ თმებს მწვალებლობაშიც კი უთვლიდა მათ, გულისხმობდა რა ევქიტელთა უღვთო სწავლებას, მითუმეტეს, თუკი კლერიკოსს, რომელმაც კარგად უწყოდა საეკლესიო განწესებები, არ დაემორჩილებოდა მათ და თმების მოშვებას გააგრძელებდა. ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი ამის შესახებ წერს, რომ ერეტიკოსთა მამხილებელ თხზულებაში დიდი ეპიფანე ევქიტელთა მწვალებლობაზე, რომელსაც ზოგან ჩვენი ძმებიც მისცემიან, წერს, რომ მათი ბერები თავს იწონებენო დედაკაცურად მოშვებული თმებით და არღვეევენო მოციქულის მცნებას, რომლის თანახმადაც, მამაკაცმა თმა არ უნდა მოუშვას, რადგან ხატია და დიდება ღმრთისა... ჩვენ ასეთი ჩვეულება არ გვაქვს და არც ეკლესიას ღმრთისა ("Во еже о ересях, великий Епифание о евхитстей ереси глаголет, яко и во другом негде предъята быша та честная наша братия. Иже междоречию в монастырех суще, рекше во градех зовомых, власы женскими радующися... И богообразно внешних ради ходити, и не хотети от зрящих прияти мзду или благодать, тужде есть соборныя Церкви вретище непроявленно и власы неотрезаеми, по проповеди апостольстей, муж бо рече не должен растити власы, образ и слава Божия сый... Мы таковаго обычая не имамы, ниже Церкви Божия". Слово 37, л. 284). ნეტ. იერონიმე ამბობს, რომ გრძელი თმები ბარბაროსებისთვის არისო დამახასიათებელი, მაშინ როდესაც "მღვდლის გარეგნობა კეთილსახოვანი უნდა იყოს"... ქრისტეანი მღვდელმსახურები თმებს არ უნდა იპარსავდნენ ისიდას და სერაპისის მსახურებივით და არ უნდა იზრდიდნენ "გალანტურ" კაცთა, ბარბაროსთა და მოჭიდავეთა მსგავსად; გარდა ამისა მათ თმისგან გვირგვინებიც არ უნდა დაიწნან და არც ისე შეიჭრან, რომ გაპარსულებს დაემსგავსონ, არამედ ისე შეიკვეცონ თმები, რომ შესძლონ თავის თავისუფალი მოძრაობა (Migne, s. I, t. 25, соl. 427-448. იხ. აგრეთვე. Блаж. Иероним. Толко¬ание на пророка Иезеккииля. Москва, 1889. Ч. 1. Гл. 44. С. 273). წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" (Творения преп. Симеона Нового Богослова Ч. 1, слово 47. С. 431). კიდევ რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? წმიდა მამათა სწავლებით გრძელი თმების ტარება არის არა ქრისტეანული, არამედ ანტიქრისტეანული, წარმართული და დემონთთაყვანისმცემლური ტრადიცია. მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს, ღმრთის შეურაცხყოფას, ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას, მამაკაცის თავის, ქრისტეს შეურაცხყოფას, ძაღლურ ჩვევას და სხვ. ასეთი ადამიანები უნდა განიკვეთონ. ასეთია, ბ-ნო გიორგი ეკლესიის წმიდა მამათა დამოკიდებულება სასულიერო პირთა და ერისკაცთა გრძელთმიანობასთან. აწ თავად განსაჯეთ, იცოდნენ მათ ქრისტეს შესახებ თუ არა. ფაქტია, რომ მათი დამოკიდებულება (იმ შემთხვევაშიაც კი თუ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა) ამ ფაქტს არ ითვალისწინებს. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი