გრძელი თმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრძელი თმები |
realoba |
Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
|
George Leluashvili |
Dec 20 2011, 10:26 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
dzvelmartlmadidebeli
[quote]არა, ტურინის სუდარაზე გარდაცვლილი მაცხოვარია გამოსახული. მე ვგულისხმობ სხვა გადმოცემას.[/quote] ჰო გასაგებია, ანუ თქვენც აღიარებთ მას. დამეთანხმები, მასში მაცხოვარს აშკარად გრძელი თმა აქვს. [quote]რას ნიშნავს "ნაზარეთული წესი"? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ქრისტე "ნაზორეველი" (ანუ, ნაზორეველური აღთქმის დამდები) იყო? საიდან ჩანს ეს? არსებობს შეხედულება, რომ ქრისტეს "ნაზორეველობა" ან არასწორი თარმგნის შედეგია ან სწორი თარმგნის არასწორი გაგება... ქრისტე დაიბადა ბეთლემში, მაგრამ გაიზარდა ნაზარეთში. ამ თვალსაზრისით წერია წერილში რომ ის ნაზარეველი (ანუ, ქალაქ ნაზარეთიდან) იყო. აქ არ იგულისხმება მისი "ნაზორეველობა", რაც ჩანს კიდევ იქიდან, რომ ნაზორეველებს (აღთქმას ვგულისხმობ) გრძელი თმების მოშვების გარდა, უამრავი სხვა აღთქმებიც ჰქონდათ (მაგ.: არ ეკარებოდნენ მიცვალებულს და სხვა). სახარებებიდან და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან არაფერი ვიცით ქრისტეს მიერ სხვა ნაზორეველური წესების დაცვის შესახებ. ის იცავდა ძველ სჯულს, რათა აღესრულებინა იგი, მაგრამ არა ნაზორეველურ წესებს.[/quote] მე არსად მიხსენებია "ნაზორეთული აღთქმა". ვიცი სადაც დაიბადა და შემდეგ სად გაიზარდა იესო. მაგრამ ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ჟურნალში მქონდა ამოკითხული მაცხოვრის გარეგნობა და როცა იქ საუბარი იყო უფლის გრძელ თმასა და წვერზე, აღნიშნული იყო, რომ იგი ნაზორეთული წესისამებრ ატარებდა მათ (ნაზარეველები თმას და წვერს შუაზეიყოფდნენ). ერთ-ერთი ნაშრომი მაცხოვრის ფიზიკური მონაცემების შესახებ, ეკუთვნის წმ. დიონისე არეოპაგელს. [quote]რა უნდა ცოდნოდა პავლეს? ის, რომ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა?დავუშვათ ჰქონდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოციქულებსა და მომავალ სამღვდელოებას გრძელი თმები უნდა ეტარებინათ?[/quote] რატომაც არა? მღვდელი ხომ ქრისტეს განასახიერებს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. [quote]თმების მოშვების ტრადიცია ქრისტეანობამდელ, წარმართულ გარემოში იღებს სათავეს. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით: "ელინთა უგუნური ნაშიერნი, მისდევდნენ რა თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს და პირუტყვებივით ატარებდნენ ცხოვრებას, თავიანთი ღვთაებების გულის მოსაგებად თმებს იზრდიდნენ" [/quote] ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რადგან ეს ტრადიცია წარმართებშიც არსებობს, მართლმადიდებლებმა უარი უნდა ვთქვათ და შევაჩვენოთ ის. მაგ. თუკი წარმართებსაც აქვთ თავიანთი საკურთხევლები და "წმინდა გამოსახულებები", ამიტომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა ავკრძალოთ ეს ყოველივე? [quote]წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას".[/quote] აქ ხომ არ არის საუბარი სასულიერო პირების მიმართ? ვფიქრობ, რომ სადაც წერია "კაცთაგან", იგულისხმებიან ერისკაცები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა დაეკონკრეტებინათ მამებს, თუ უშუალოდ ვის ეკრძალებოდა გრძელი თმის ტარება. [quote]ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო.[/quote] თუ ამგვარად ცალკეული მამების დამოკიდებულებათა შესახებ ვისმჯელებთ ამა თუ იმ საკითხზე, მაშინ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი წმინდა მამა ჩვილთა და ყრმათა ნათლობის წინაამდეგ გამოდიოდა, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა იმის საფუძველი, რომ ყრმებზე ეს საიდუმლოება არ აღსრულებულიყო. [quote]II ს.-ში რომის წმ. პაპმა ანიკიტემ, რომელიც წარმოშობით სირიის ემესიდან იყო და რომის საყდარი 155-166 წლებში ეპყრა, ევსები კესარიელის მიხედვით, ნორმატიულად დააწესა და კანონად მიიღო მოციქულ პავლეს მცნება და სასულიერო დასს გრძელი თმების ტარება აუკრძალა.[/quote] მე ვფიქრობ, რომ მაინც არაა საკმარისი მოციქულ პავლეს სიტყვები და აქედან გამომდინარე, შესაძლოა ხსენებული რომის პაპსაც არასწორად გაეგო მოციქულის სიტყვები. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა აკრძალვა ეხებოდა უშუალოდ ერისკაცებს და არა მღვდელმსახურებს. აუცილებლად მოვნახავ ამ მუხლის განმარტებას. ძალიან მაინტერესებს. [quote]მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს.[/quote] აქაც არაა დაკონკრეტებული, რომ მამაკაცებში სასულიერო პირებიც მოიაზრებიან. შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს ჩემმა ამ განცხადებამ, რომ განა მღვდელმსახურები მამაკაცები არ არიანო? მაგრამ მე ვგულისხმობ ერისკაცებს. [quote]ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21).[/quote] კი მაგრამ, აქ ხომ არაა მითითებული, თუ როგორ იკვეცდნენ თმას სამღვდელონი? ჩემი მოძღვარიც ატარებს გრძელ თმას, მაგრამ ზოგჯერ ისიც იკვეცს ხოლმე. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მოკლე თმებით დადის. [quote]აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას:"ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე".[/quote] ეს რაღა შუაშია? [quote]წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?"[/quote] თუ ვინმე რაიმე სათნობას ფარისევლურად სჩადის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე სათნოება ჩვენ კეთილად არ უნდა აღვასრულოთ? რა გჭირს კაცო. [quote]მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს[/quote] არსებობს უფლის ტრაპეზიც და სატანის ტრაპეზიც, ამიტომ რადგან სატანის ტრაპეზიც არსებობს, უფლის ტრაპეზზე უარი უნდა ვთქვათ? [quote] ღმრთის შეურაცხყოფას[/quote] ? [quote]ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას[/quote] ერისკაცთა მიერ [quote]ქრისტეს შეურაცხყოფას, ძაღლურ ჩვევას [/quote] ? [quote]ასეთია, ბ-ნო გიორგი ეკლესიის წმიდა მამათა დამოკიდებულება სასულიერო პირთა და ერისკაცთა გრძელთმიანობასთან. აწ თავად განსაჯეთ, იცოდნენ მათ ქრისტეს შესახებ თუ არა. ფაქტია, რომ მათი დამოკიდებულება (იმ შემთხვევაშიაც კი თუ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა) ამ ფაქტს არ ითვალისწინებს.[/quote] ამდენი მუხლი, კანონი და წმინდა მამათა გამონათქვამი გყავდა მოყვანილი, მაგრამ მე ვერსად დავინახე ეკლესიის დამოკიდებულება და პირდაპირი აკრძალვა გრძელი თმის ტარებისა... მე, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს რამდენიმე ჭკვიან და გამოცდილ სასლიერო პირთან გავარკვევ და ვნახოთ რას მეტყვიან. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი