სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| realoba |
Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
|
![]() ![]() |
| George Leluashvili |
Dec 22 2011, 07:11 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
dzvelmartlmadidebeli
[quote]საინტერესოა, რას ამბობს წმ. დიონისე, მაცხოვარს გრძელი თმები ჰქონდაო? იქნებ მიმითითოთ ნაშრომი და ციტატაც. საინტერესო იქნება.[/quote] ასე ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით. უბრალოდ მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" ერთ გვერდზე იყო სტატია, სადაც მაცხოვრის ფიზიკური გარეგნობა იყო დაწერილი და ბოლოს ეწერა, რომ ეს ყოველივე წმ. დიონისე არეოპაგელის ნაშრომის მიხედვით იყო. იქ ეწერა, რომ მაცხოვარს მოწაბლისფრო, გრძელი თმები მხრებამდე სწვდებოდა. ჰქონდა წვრილი და მუქი წარბები, დიდი თვალები. ფიზიკურად მაღალი, რაც ძალიან იშვიათობა იყო მაშინდელ იუდაურ საზოგადოებაში. და ა.შ. [quote] წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს თავის ცნობილ თხზულებაში: "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", რომ რაღაცაში შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს, მაგრამ რაღაცაში არა (ამას საკუთარი სიტყვებით გადმოვცემ). მაგალითად, ამბობს, წმ. იოანე, ქრისტე წინადაცვეთილი იყო, მაგრამ ჩვენ ამ ჩვეულებას უკვე აღარ მივდევთ, რადგან ის საჭირო არ არის ქრისტეანთათვის, და თვით მოციქულებმა გააუქმეს. რატომ არ შეიძლება მაცხოვრის თმების საკითხშიაც ასე იყოს? და ნამდვილად ასეა, რაშიც გვარწმუნებს წმიდა მამათა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.[/quote] ამაში რათქმაუნდა არც არავინ გედავებათ. ეს ადამიანის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ფიზიკურად რამდენად მიბაძავს მაცხოვარს. მისი ნებაა როგორ ატარებს წვერსა და თმას. ამას არც არავინ უშლის და არც არავინ უბრძანებს. [quote]მაშინ მღვდლებმაც უნდა წინადაიცვითონ! ეს კი მოციქულთა დადგენილებების საწინააღმდეგოა და მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგო. იმედია ამაში არ შემომედავებით.[/quote] არა რათქმაუნდა. წინადაცვეთა ხომ აუცილებელი პირობა იყო ებრაელებისთვის... [quote]გარდა ამისა გკითხავთ: რას ნიშნავს, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად"? ე. ი. ის ყოველმხრივ, ფიზიკური მონაცემების მიხედვით ქრისტეს უნდა ჰგავდეს? იქნებ მიმითითოთ წმიდა მამათა სწავლა ამის შესახებ? ანუ ის, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად". ღმრთის მადლი ადამიანს თმის სიგრძის მიხედვით კი არ ეძლევა, არამედ ღირსების მიხედვით! თვით მოციქული მიგვითითებს, როგორი უნდა იყოს დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. საეკლესიო კანონებიც განგვიწესებენ, როგორი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული მღვდელმსახური ხელდასხმის ღირსი რომ გახდეს და მერწმუნეთ, არსად, არცერთ წმიდა მამასთან სიტყვითაც კი არ არის ნახსენები, რომელიც დაადასტურებდა სამღვდლო ხარისხის მიმღებისთვის გრძელი თმების მოშვების აუცილებლობას (ან რამენაირ საჭიროებას) ქრისტესთან მიმსგავსების მიზეზით. არ არსებობენ სხვა პირობებიც, რომლებიც აიძულებდნენ მღვდელს თმების გაზრდას. პირიქით, მღვდელმა თმა უნდა შეიჭრას და არა გაიზარდოს, სხვაგვარად მას არ დაესხმებოდა ხელი![/quote] არასწორად იგებთ ჩემ ნათქვამებს. მე არ მითქვამს, რომ მღვდელმა ფიზიკურად ყველაფერში მაცხოვარს უნდა მიბაძოს. ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელიც კია (იოანე ოქროპირს წვერი უბალოდ არ ეზრდებოდა). მაგრამ გამახსენდა ერთი სასულიერო პირის სიტყვები, რომელსაც კითხეს, თუ რატომ ატარებდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები წვერს და პასუხი იყო, რომ როცა მღვდლები წვრსა და გრძელ თმას ატარებენ, ამით მაცხოვარს ბაძავენო. [quote]ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში თქვენ ედავებით წმ. კირილე ალექსანდრიელს და არა მე, რომელიც სწორედ იმიტომ, რომ მართლმადიდებლები თმების მოშვებით წარმართებს დაემგვანენ, დაგმო ეს ბილწი ჩვეულება.მეორე, მსგავსი რამ თვით უფალმა აუკრძალა ებრაელებს. კერძოდ, მან თავის ერს აუკრძალა თმების გადაპარსვა, რათა არ დამსგავსებოდნენ წარმართებს. ღვთის ერი ამ მხრივაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო.[/quote] არც თქვენ გედავებით და არც კირილე ალექსანდრიელს, არამედ ვამბობ იმას, რომ რადგან წარმართებს მართლმადიდებელთა მსგავსი ჩვეულებები აქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ეს ჩვეულებები შევცვალოთ. შეიძლება წმინდანმა მოგვიწოდოს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ წმინდა გამოსახულებათა მაღალ ხარისხსა და სიძვირფასეს, როგორც წარმართნი, არამედ მასში დავინახოთ ღვთაებრივი მადლი. ეს ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ძვირფასი ხატები არ გავაკეთოთ? არა ხო, ჰოდა არც არაფერი ყოფილა სადაო. [quote]როგორი თმები უნდა ჰქონოდათ მღვდელმსახურებს, აღწერილია წმ. ეზეკიელის წინასარმეტყველებაში, კერძოდ ეზეკიელის წიგნის 44-ე თავის 20-ე მუხლში, სადაც ვკითხულობთ: "თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა მოიზარდონ; შეკრეჭით უნდა შეიკრიჭონ თავი" (ოსტროგის სლავურ ბიბლიაში ასეა: "Глав своих не обреснут, и влас своих да не растят").[/quote] ეს კი საინტერესო მუხლია და ვიკითხავ ამის შესახებ. [quote]და მესამეც, მართლმადიდებლები თავიანთი "წმიდა გამოსახულებებით" სულაც არ ჰგვანან წარმართებს. ვფიქრობ გესმით, რომ წარმართთა გამოსახულებები და მართლმადიდებელთა გამოსახულებები სულ სხვადასხვაა ფორმითაც და შინაარსითაც.[/quote] ფორმასა და შინაარსზე არ გამომახვილებია ყურადღება. მე ვახსენე ზოგადად - მათი შექმნის (გაკეთების) დაშვება-არ დაშვება. [quote]ნეტ. თეოფილაქტესთან ერთად ვიკითხავთ ჩვენც: თუ ეს საძრახისია ერისკაცთათვის, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს იგი სამღვდელოთათვის, რომლებიც მეთაურებად არა მარტო ბუნებით, არამედ სამღვდლო ძალაუფლების მიხედვითაც არიან დაწესებულნი? თუ ეს საძრახისია ერისკაცთათვის, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს იგი სამღვდელოთათვის, რომლებიც მეთაურებად არა მარტო ბუნებით, არამედ სამღვდლო ძალაუფლების მიხედვითაც არიან დაწესებულნი?[/quote] თქვენთან მღვდლები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებისას გარკვეულ დროს, არ ლოცულობენ დავდაბურულნი? ლოცვისას ეპისკოპოსებს არ ახურავთ მიტრები? [quote]მეტიც, მეექვსე მსოფლიო კრების 21-ე კანონში, მღვდელმსახურთა შესახებ ვკითხულობთ: "სამღვდელო პირი, რომელიც დანაშაულის გამო დაისჯება სამარადისო განკვეთით და ერისკაცთა რიგებში მოხვდება, თუ თავისი ნებით ინანიებს ამ დანაშაულს და თავს აარიდებს იმ ცოდვას, რომლის გამოც დაკარგა მადლი და მღვდლობა, უნდა იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ უნდა იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ. ხოლო თუ არ ინანიებს თავისი ნებით, უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად..." (საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 320).რას ნიშნავს "უნდა გაიზარდონ თმა ერისკაცთა მსგავსად". საქმე იმაშია, რომ ძველად, სამღვდელონი თმას იჭრიდნენ როგორც სიგრძეში, ასევე მრგვლად კინკრიხოზეც, რასაც ლათინები "ტონზურას", ბერძნები კი "პაპალიტრას" უწოდებდნენ. ერისკაცებს "ტონზურის" გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. ამით განსხვავდებოდნენ მღდელმსახურები ერისკაცთაგან. ამდენად, შემცოდე მღვდელი თუ შეინანებდა დანაშაულს, მას უფლება ეძლეოდა თმა "სამღვდელოთა მსგავსად შეეჭრა". ხოლო თუ არ ინანიებდა და იმხილებოდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მას ეს უფლება ეკარგებოდა და "უნდა გაეზარდა თმა (ანუ ტონზურის ადგილას) ერისკაცთა მსგავსად".[/quote] თუკი ამ კანონს მთლიანად მივიღბთ, მაშინ დღესაც ხომ უნდა ატარებდნენ ტონზურას სასულიერო პირები? მე მინახავს ხატები, სადაც ზოგიერთ წმინდანს ამგვარად აქვს თმა შეჭრილი. [quote]წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თმის ფარისევლურ მოშვებას კი არ გმობს, არამედ თავად თმის მოშვებას მიიჩნევს დასაგმობ საქმედ.[/quote] "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" ანუ გრძელი თმის მოშვება ყოფილა კეთილსახოვნების სიმბოლო, რასაც საეკლესიო კანონთა დამრღვევიბი ფაისევლურად ატარებდნენ. მე ამგვარად მესმის. [quote]წმიდა მამათა განმარტებით ერისკაცთა და სასულიერო პირთა გრძელთმიანობა სულაც არ არის "უფლის ტრაპეზი".[/quote] მე ზოგადად მაგალითი მოვიყვანე, რომ უფრო ადვილი გამხდარიყო ჩემი ნათქვამის გაგება ამ შედარებით. [quote]აქ უნდა გიპასუხოთ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებით კორინთელთა მიმართ პიველი ეპისტოლეს იმავე თავიდან: "მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას" (1 კორ. 11:16).[/quote] მე არ ვაპირებ დავას. უბრალოდ დავწერე ის, რაც დავინახე. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
realoba გრძელი თმები Dec 15 2011, 03:07 PM
A.V.M
არ მაგვიანდებოდეს... Dec 15 2011, 04:45 PM
dr.house... გრძელი წვერებიტა დ... Dec 15 2011, 05:33 PM
realoba
გრძელი წვერებიტა ... Dec 15 2011, 06:24 PM
dr.house...
მადლობა განმარტებ... Dec 15 2011, 07:32 PM
ikanosi
შეიძლება რა თქმა უ... Dec 15 2011, 05:37 PM
GIORGI LELUASHVILI ikanosi
ცდები:)
realoba
თუ რა... Dec 15 2011, 07:26 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
გრძელი თმი... Dec 15 2011, 07:33 PM
GIORGI LELUASHVILI
GIORGI LELUASHVILI
გრძელი თმი... Dec 15 2011, 07:38 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
მაგალითად IV... Dec 15 2011, 07:50 PM
ikanosi GIORGI LELUASHVILI
მომწონს მე ... Dec 15 2011, 07:58 PM
GIORGI LELUASHVILI ikanosi
ეგ ჩემი ახირება ... Dec 15 2011, 08:06 PM
ikanosi GIORGI LELUASHVILI
ციტატა დამ... Dec 15 2011, 08:07 PM
GIORGI LELUASHVILI
GIORGI LELUASHVILI
ციტატა დამ... Dec 15 2011, 08:13 PM
ქევანა რათ გინდათ კაცებს ... Dec 15 2011, 08:11 PM
ikanosi
ეს არ ნიშნავს იმას ... Dec 15 2011, 08:15 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
პავლე კორი... Dec 15 2011, 08:28 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
ასევე VI მს. კ... Dec 15 2011, 08:49 PM
GIORGI LELUASHVILI ikanosi
ჰოდა "გარედან... Dec 15 2011, 10:20 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
:P Dec 15 2011, 10:55 PM
dzvelmartlmadidebeli afxazi
ეს ჭეშმარიტება... Dec 20 2011, 06:50 PM
GIORGI LELUASHVILI dzvelmartlmadidebeli
სხვათაშორ... Dec 20 2011, 06:55 PM
dzvelmartlmadidebeli GIORGI LELUASHVILI
ჩემთვის ცნ... Dec 20 2011, 07:18 PM
GIORGI LELUASHVILI
ტურინის სუდარა?
არ... Dec 20 2011, 07:26 PM
dzvelmartlmadidebeli GIORGI LELUASHVILI
არა, ტურინი... Dec 20 2011, 08:30 PM
GIORGI LELUASHVILI dzvelmartlmadidebeli
ჰო გასაგე... Dec 20 2011, 10:26 PM
dzvelmartlmadidebeli სანამ პოლემიკას გა... Dec 21 2011, 01:34 AM
dzvelmartlmadidebeli GIORGI LELUASHVILI
არ ვიცი ვის... Dec 22 2011, 11:02 PM
Hercules მაინტერესებს როგო... Dec 23 2011, 02:31 PM
dzvelmartlmadidebeli Hercules
ტონზურები სხვ... Dec 24 2011, 11:46 AM
GIORGI LELUASHVILI dzvelmartlmadidebeli
აქ უკვე ყვ... Dec 24 2011, 11:46 PM
A.V.M ჰო ტა!ტა!ტა!
ამ ... Dec 27 2011, 02:52 PM
Zukazuka314 Da morcha es tema? Bolomde ar wamikitxavs...dameza... May 14 2015, 01:11 AM
Zukazuka314 ?????? May 19 2015, 10:30 PM
G_saxva Zukazuka314
აბა ქართულად ... May 20 2015, 09:46 AM
Zukazuka314
[b]Zukazuka314
აბა ქართულა... May 24 2015, 02:30 AM
Zukazuka314
ანუ რას იძახი, მარ... May 25 2015, 03:57 AM
G_saxva Zukazuka314
შენი დადებული ... May 25 2015, 09:54 AM
Zukazuka314
ზევითიმ ვიღაც ძვე... May 25 2015, 02:05 PM
G_saxva Zukazuka314
ეგ ქრისტესი ა... May 25 2015, 02:13 PM
A.V.M ეჰ... May 30 2015, 11:31 AM
sanfol Zukazuka314
ალბათ გინდოდა... May 30 2015, 12:02 PM
Zukazuka314
Zukazuka314
ალბათ გინდოდ... Jun 4 2015, 12:26 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 08:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი