გრძელი თმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრძელი თმები |
realoba |
Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
|
dzvelmartlmadidebeli |
Dec 22 2011, 11:02 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ასე ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით. უბრალოდ მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" ერთ გვერდზე იყო სტატია, სადაც მაცხოვრის ფიზიკური გარეგნობა იყო დაწერილი და ბოლოს ეწერა, რომ ეს ყოველივე წმ. დიონისე არეოპაგელის ნაშრომის მიხედვით იყო. იქ ეწერა, რომ მაცხოვარს მოწაბლისფრო, გრძელი თმები მხრებამდე სწვდებოდა. ჰქონდა წვრილი და მუქი წარბები, დიდი თვალები. ფიზიკურად მაღალი, რაც ძალიან იშვიათობა იყო მაშინდელ იუდაურ საზოგადოებაში. და ა.შ. არ ვიცი ვის საიდან მოაქვს მსგავსი აღწერილობები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ციტატა ადამიანის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ფიზიკურად რამდენად მიბაძავს მაცხოვარს. მისი ნებაა როგორ ატარებს წვერსა და თმას. ამას არც არავინ უშლის და არც არავინ უბრძანებს. საქმეც იმაშია, რომ არ უნდა უბრძანონ თმების მოშვება და არც მისი გაკრეჭა აუკრძალონ. რადგან ამისთვის არანაირი კანონიკური დადგენილება არ არსებობს. ტრადიციითაც კი მოკლე თმები უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე გრძელი, რომელსაც მეუდაბნოვე ბერები ატარებდნენ. ციტატა არასწორად იგებთ ჩემ ნათქვამებს. მე არ მითქვამს, რომ მღვდელმა ფიზიკურად ყველაფერში მაცხოვარს უნდა მიბაძოს. ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელიც კია (იოანე ოქროპირს წვერი უბალოდ არ ეზრდებოდა). მაგრამ გამახსენდა ერთი სასულიერო პირის სიტყვები, რომელსაც კითხეს, თუ რატომ ატარებდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები წვერს და პასუხი იყო, რომ როცა მღვდლები წვრსა და გრძელ თმას ატარებენ, ამით მაცხოვარს ბაძავენო. ამ ბოლო ფრაზის პასუხად მინდა გითხრათ, რომ არასწორი განმარტება მოუცია იმ მღვდელს, რადგან წვერს ძველ აღთქმაშიც ატარებდნენ მართალნი და ცხადია, არა მაცხოვრის მიბაძვით, რადგან ის ჯერაც არ დაბადებულიყო. წვერის ხელუხლებლობაზე მოსეს სჯულდებებშია ნათქვამი. ციტატა არც თქვენ გედავებით და არც კირილე ალექსანდრიელს, არამედ ვამბობ იმას, რომ რადგან წარმართებს მართლმადიდებელთა მსგავსი ჩვეულებები აქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ეს ჩვეულებები შევცვალოთ. ჩვენ ვლაპარაკობთ არა იმაზე, რომ წარმართებს გააჩნიათ მართლმადიდებელთა მსგავსი ჩვეულებები, არამედ იმაზედ, რომ მართლმადიდებლებმა არ უნდა მიბაძონ წარმართებს და არ დაემსგავსონ მათ. ამიტომ ეკრძალებოდა ძველ ისრაელს თმის გადაპარსვა ან გრძელი თმების მოშვება. ასე წარმართი მოგვები და კერპთაყვანისმცემლები იქცეოდნენ. ციტატა შეიძლება წმინდანმა მოგვიწოდოს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ წმინდა გამოსახულებათა მაღალ ხარისხსა და სიძვირფასეს, როგორც წარმართნი, არამედ მასში დავინახოთ ღვთაებრივი მადლი. ეს ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ძვირფასი ხატები არ გავაკეთოთ? აქაც სხვა რამეზე იყო ლაპარაკი. რაღაცის შემკობა არ არის საძრახისი მართლმადიდებელთათვის, მიუხედავად იმისა, რომ წარმართებიც ამკობენ თავიან ტაძრებს თუ გამოსახულებებს. აქ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ. მაგალითად, თუ ბუდისტები ყვავილებით და სანთლებით ამკობენ თავიან კერპებს, ცხადია, ეს იმას არ ნიშანავს, რომ ყვავილები და სანთლები ჩვენ არ უნდა დავანთოთ. მაგრამ, როდესაც ქუჩაში ადამიანს ხვდები და მას აბსოლუტურად არაქრისტეანული გარეგნობა გააჩნია, ხვდები, რა მნიშვნელობით კრძალავდნენ მამები მათდამი მიბაძვას. რაღაცის შემკობა გამომდინარეობს სათაყვანებელი საგნის სიყვარულიდან და თაყვანისცემიდან, რისთვისაც ვერავის დასძრახავ. მაგრამ, რა არის მოსაწონი, მაგალითად, თმის გადაპარსვაში? ზუსტად ასევე, თმის გაზრდაში? მე პირადად, ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც მაცხოვრის გარეგნობას იმოწმებენ გრძელთმიანობის გასამართლებლად, რადგან ჯერ ერთი, ეს არ უქადაგია არც ერთ წმიდა მამას. რამდენადაც ვიცი არ არსებობს წმიდა მამათა არც ერთი ქადაგება გრძელი თმების გასამართლებლად. პირიქით, როგორც უკვე დაგიმოწმეთ მაგალითები, ისინი ამგვარ რამეს მკაცრად კიცხავდნენ. აქედან გამომდინარე, მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვერ დავეთანხმები გრძელი თმების მომხრეებს არის ის, რომ მაშინ, ისეთი უდიდესი წმიდა მამები, როგორებიც უკვე დავიმოწმეთ, ასეთი კატეგორიულები და მკაცრები არ უნდა ყოფილიყვნენ. მჯერა, რომ არც თქვენ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მათ არ იცოდნენ მაცხოვრის გარეგნობა ან ის, რომ ადამიანები ამას უბრალოდ მაცხოვრისადმი მიბაძვის სურვილით აკეთებდნენ. განზრახვისდა მიუხედავად მათი შეფასება მკაცრია და გვესმის ეს ჩვენ თუ არა, მათ სწავლებას უნდა დავემორჩილოთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი აზრი. ციტატა ეს კი საინტერესო მუხლია და ვიკითხავ ამის შესახებ. ნამდვილად საინტერესოა, გეთანხმებით. სწორედ ამ მუხლის განმარტებაში ბრძანებს ნეტ. იერონიმე, რომ მღვდლებმა გრძელი თმები არ უნდა მოუშვან წარმართი მოგვების მსგავსად. ციტატა შეიძლება წმინდანმა მოგვიწოდოს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ წმინდა გამოსახულებათა მაღალ ხარისხსა და სიძვირფასეს, როგორც წარმართნი, არამედ მასში დავინახოთ ღვთაებრივი მადლი. ეს ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ძვირფასი ხატები არ გავაკეთოთ? აქაც სხვა რამეზე იყო ლაპარაკი. რაღაცის შემკობა არ არის საძრახისი მართლმადიდებელთათვის, მიუხედავად იმისა, რომ წარმართებიც ამკობენ თავიან ტაძრებს თუ გამოსახულებებს. აქ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ. მაგალითად, თუ ბუდისტები ყვავილებით და სანთლებით ამკობენ თავიან კერპებს, ცხადია, ეს იმას არ ნიშანავს, რომ ყვავილები და სანთლები ჩვენ არ უნდა დავანთოთ. მაგრამ, როდესაც ქუჩაში ადამიანს ხვდები და მას აბსოლუტურად არაქრისტეანული გარეგნობა გააჩნია, ხვდები, რა მნიშვნელობით კრძალავდნენ მამები მათდამი მიბაძვას. რაღაცის შემკობა გამომდინარეობს სათაყვანებელი საგნის სიყვარულიდან და თაყვანისცემიდან, რისთვისაც ვერავის დასძრახავ. მაგრამ, რა არის მოსაწონი, მაგალითად, თმის გადაპარსვაში? ზუსტად ასევე, თმის გაზრდაში? მე პირადად, ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც მაცხოვრის გარეგნობას იმოწმებენ გრძელთმიანობის გასამართლებლად, რადგან ჯერ ერთი, ეს არ უქადაგია არც ერთ წმიდა მამას. რამდენადაც ვიცი არ არსებობს წმიდა მამათა არც ერთი ქადაგება გრძელი თმების გასამართლებლად. პირიქით, როგორც უკვე დაგიმოწმეთ მაგალითები, ისინი ამგვარ რამეს მკაცრად კიცხავდნენ. აქედან გამომდინარე, მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვერ დავეთანხმები გრძელი თმების მომხრეებს არის ის, რომ მაშინ, ისეთი უდიდესი წმიდა მამები, როგორებიც უკვე დავიმოწმეთ, ასეთი კატეგორიულები და მკაცრები არ უნდა ყოფილიყვნენ. მჯერა, რომ არც თქვენ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მათ არ იცოდნენ მაცხოვრის გარეგნობა ან ის, რომ ადამიანები ამას უბრალოდ მაცხოვრისადმი მიბაძვის სურვილით აკეთებდნენ. განზრახვისდა მიუხედავად მათი შეფასება მკაცრია და გვესმის ეს ჩვენ თუ არა, მათ სწავლებას უნდა დავემორჩილოთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი აზრი. ციტატა ეს კი საინტერესო მუხლია და ვიკითხავ ამის შესახებ. ნამდვილად საინტერესოა, გეთანხმებით. სწორედ ამ მუხლის განმარტებაში ბრძანებს ნეტ. იერონიმე, რომ მღვდლებმა გრძელი თმები არ უნდა მოუშვან წარმართი მოგვების მსგავსად. ციტატა თქვენთან მღვდლები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებისას გარკვეულ დროს, არ ლოცულობენ დავდაბურულნი? ლოცვისას ეპისკოპოსებს არ ახურავთ მიტრები? ბ-ნო გიორგი, დარწმუნებული ვარ თქვენთვის ცნობილია, რომ სასულიერო პირთა თავსაბურავები მოგვიანებით დამკვიდრდა ქრიტეანობაში და მათ სიმბოლური დატვირთვა გააჩნიათ. პავლე მოციქული კი ლაპარაკობს ადამიანის ბუნებაზე, კაცისა და ქალის ბუნებაზე, ქალის მორჩილებაზე კაცის მიმართ და განგვიმარტავს, რომ ამ მორჩილების ნიშნად ქალს ღმერთმა უბოძაო გრძელი თმები. არ გეწყინოთ, მაგრამ, თქვენი განმარტება მიტრის და სასულიერო პირთა თავსაბურავების თაობაზე ჩემი კითხვების პირდაპირ პასუხს არ წარმოადგენს. სხვათა შორის, სწორად აღნიშნეთ, რომ სასულიერო პირებს ყოველთვის როდი ახურავთ თავსაბურავები. თანაც, თეოფილაქტეს განმარტებითაც მიგანიშნეთ, რომ "თავსაბურავში" მოციქული გულისხმობდა გრძელ თმებს, რომელსაც "ფლობის ნიშანსაც" უწოდებს (1 კორ. 11:10). მოდი, საკითხს სხვა კუთხითაც შევხედოთ: დავუშვათ თქვენ შეხვდით დედაოს (ანუ, მღვდლის ცოლს) და ხედავთ რომ მას თმა შეკვეცილი აქვს. თქვენ მიდიხართ მასთან, სიყვარულით საყვედურობთ და შეაგონებთ, რომ დედაკაცი თმას არ უნდა იკვეცავდეს (იმედია, ამაში სრულიად ერთსულოვნები უნდა ვიყოთ). თქვენი სიტყვების დასტურად კი იმოწმებთ პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს 11-ე თავს და უთითებთ შესაბამის ადგილებს. მაგრამ დედაო გპასუხობთ, რომ ეს ადგილი მას არ ეხება, რადგან "კაცში" მოციქულმა ერისკაცი იგულისხმა და არა მღვდელი. ამდენად, მოციქული ერისკაცებსა და მათ ცოლებზე ლაპარაკობს და არა მღვდლებზე და მათ მეუღლეებზე. და მართლაც, თუ ასე გავიგებთ, გამოდის, რომ მღვდლის ცოლებს უფლება ჰქონიათ თმის შეკვეცის (რაზეც არავინ დამეთანხმება და სრულიად სამართლიანადაც), ხოლო თუ ეს ეწინააღმდეგება მოციქულის სიტყვებს, მაშინ უნდა გავიგოთ, რომ მოციქული კაცისა და ქალის ბუნებაზე, პირველის მეთაურობასა და მეორის მორჩილება-დაქვემდებარებაზე ლაპარაკობს. მღვდელიც კაცია და წმ. პავლე მოციქულის ნათქვამი მის ცოლსაც ეხება. თუ არადა გამოვა, რომ მღვდელი არ ყოფილა თავისი ცოლის თავი... დააკვირდით რას ამბობს პავლე: "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი" (1 კორ. 11:3). იბადება კითხვა: აქ "ყოველ კაცში" ერისკაცები იგულისხმებიან თუ ყოველნი მამაკაცნი (მათ შორის ისინიც, ვინც დიაკვნები და მღვდლები გახდნენ?). თუ ყველანი, მაშინ მომდევნო მუხლებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ არა და, მაშინ გამოდის, რომ მოციქული ქრისტეს მხოლოდ ერისკაცთა თავად მიიჩნევს და ეს იერარქია: "კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი" ირღვევა. მე შეგნებულად გამოვტოვე სიტყვა "ყოველი". დიახ, მოციქული ამბობს, რომ ქრისტე "ყოველი კაცის თავი" არისო და არა გარკვეული კასტის (ვთქვათ ერისკაცთა). ამიტომაც, თუ "ყოველში" მღვდლებსაც მოვიაზრებთ (აუცილებლად უნდა მოვიაზროთ), მაშინ გასაგები გახდება, რომ სიტყვებში: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" "კაცში" სასულიერო პირებიც უნდა ვიგულისხმოთ. მეორე გარემოება, რომელიც "კაცში" სასულიერო დასსაც გვაფიქრებინებს არის სიტყვა "ბუნება". ანუ, კაცის ბუნებისთვის თმის მოშვება საძრახისი არისო. რატომ? ამისთვის ვნახოთ რა მნიშვნელობას ატარებს ის ქალისთვის: "ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის". ამრიგად, გრძელი თმები, იგივე ბუნებითი თავსაბურავი (რადგან ხელოვნური თავსაბურავიც მისცა ღმერთმა დედაკაცს - ანუ ქსოვილისგან შეკერილი თავსაფრები, რაც ნეტ. თეოფილაქტეს მიხედვით ორმაგი მორჩილების ნიშანია და თავსაფარი ნებაყოფლობით მორჩილებაზე მიანიშნებს), ქალს მიეცა "ფლობის ნიშნად". კაცია მისი "მფლობელი", მისი თავი, ხოლო, რადგან "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი", მამაკაცნი დედაკაცებივით "ფლობის ნიშანს" არ უნდა ატარებდნენ. და ეს ეხება ყველას, - ერისკაცსაც და სამღვდელოსაც. თანაც, ერთიც მინდა ვიკითხო თუ ზოგიერთი მღვდლების გრძელთმიანობას იმით ამართლებს, რომ ქრისტეს ბაძავს, რატომ არა აქვს ქრისტესადმი მიბაძვის უფლება ერისკაცს? განა თვით ქრისტემ არ მოუწოდა ყველას მიებაძათ მისთვის? განა მოციქული პავლე არ ამბობს ერთგან: "მობაძავ ჩემდა იყავით, როგორც მე ქრისტესა?" (ციტატა ზეპირად მომყავს და მომიტევეთ თუ დავამახინჯე). მაშ, რატომ არის აკრძალული ერისკაცთათვის გრძელი თმების მოშვება? თქვენ რას იტყვით, ბ-ნო გიორგი? დააკვირდით რას ამბობს პავლე: "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი" (1 კორ. 11:3). იბადება კითხვა: აქ "ყოველ კაცში" ერისკაცები იგულისხმებიან თუ ყოველნი მამაკაცნი (მათ შორის ისინიც, ვინც დიაკვნები და მღვდლები გახდნენ?). თუ ყველანი, მაშინ მომდევნო მუხლებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ არა და, მაშინ გამოდის, რომ მოციქული ქრისტეს მხოლოდ ერისკაცთა თავად მიიჩნევს და ეს იერარქია: "კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი" ირღვევა. მე შეგნებულად გამოვტოვე სიტყვა "ყოველი". დიახ, მოციქული ამბობს, რომ ქრისტე "ყოველი კაცის თავი" არისო და არა გარკვეული კასტის (ვთქვათ ერისკაცთა). ამიტომაც, თუ "ყოველში" მღვდლებსაც მოვიაზრებთ (აუცილებლად უნდა მოვიაზროთ), მაშინ გასაგები გახდება, რომ სიტყვებში: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" "კაცში" სასულიერო პირებიც უნდა ვიგულისხმოთ. მეორე გარემოება, რომელიც "კაცში" სასულიერო დასსაც გვაფიქრებინებს არის სიტყვა "ბუნება". ანუ, კაცის ბუნებისთვის თმის მოშვება საძრახისი არისო. რატომ? ამისთვის ვნახოთ რა მნიშვნელობას ატარებს ის ქალისთვის: "ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის". ამრიგად, გრძელი თმები, იგივე ბუნებითი თავსაბურავი (რადგან ხელოვნური თავსაბურავიც მისცა ღმერთმა დედაკაცს - ანუ ქსოვილისგან შეკერილი თავსაფრები, რაც ნეტ. თეოფილაქტეს მიხედვით ორმაგი მორჩილების ნიშანია და თავსაფარი ნებაყოფლობით მორჩილებაზე მიანიშნებს), ქალს მიეცა "ფლობის ნიშნად". კაცია მისი "მფლობელი", მისი თავი, ხოლო, რადგან "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი", მამაკაცნი დედაკაცებივით "ფლობის ნიშანს" არ უნდა ატარებდნენ. და ეს ეხება ყველას, - ერისკაცსაც და სამღვდელოსაც. თანაც, ერთიც მინდა ვიკითხო თუ ზოგიერთი მღვდლების გრძელთმიანობას იმით ამართლებს, რომ ქრისტეს ბაძავს, რატომ არა აქვს ქრისტესადმი მიბაძვის უფლება ერისკაცს? განა თვით ქრისტემ არ მოუწოდა ყველას მიებაძათ მისთვის? განა მოციქული პავლე არ ამბობს ერთგან: "მობაძავ ჩემდა იყავით, როგორც მე ქრისტესა?" (ციტატა ზეპირად მომყავს და მომიტევეთ თუ დავამახინჯე). მაშ, რატომ არის აკრძალული ერისკაცთათვის გრძელი თმების მოშვება? თქვენ რას იტყვით, ბ-ნო გიორგი? ციტატა თუკი ამ კანონს მთლიანად მივიღბთ, მაშინ დღესაც ხომ უნდა ატარებდნენ ტონზურას სასულიერო პირები? მე მინახავს ხატები, სადაც ზოგიერთ წმინდანს ამგვარად აქვს თმა შეჭრილი. აბსოლუტურად სწორი შეკითხვაა, რაზეც გიპასუხებთ, რომ კანონები მთლიანად უნდა მივიღოთ და არა ნაწილობრივ. მაგრამ კანონი ასახავს მის დროს არსებულ ტრადიციას. ის ტონზურის ამოჭრას კი არ აკანონებს, არამედ მღვდლებს აძლევს უფლებას გაიკეთონ ის, რაც იმ დროს სასულიერო პირთა განმასხვავებელი ნიშანი იყო. არც მეტი და არც ნაკლები. ციტატა "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" ანუ გრძელი თმის მოშვება ყოფილა კეთილსახოვნების სიმბოლო, რასაც საეკლესიო კანონთა დამრღვევიბი ფაისევლურად ატარებდნენ. მე ამგვარად მესმის. მომიტევეთ, გიორგი. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, თითქოსდა ყოველივეში შედავების სურვილი მქონდეს, მაგრამ, წმ. სიმეონის ნათქვამში ლაპარაკია "ყალბ კეთილსახოვნებაზე" და არა უბრალოდ "კეთილსახოვნებაზე". ანუ "თავი მოაქვთო გრძელი თმებით და ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით" იწონებენო თავს. ციტატა მე ზოგადად მაგალითი მოვიყვანე, რომ უფრო ადვილი გამხდარიყო ჩემი ნათქვამის გაგება ამ შედარებით. მე გავიგე გიორგი თქვენი ნათქვამი, პირდაპირი მნიშვნელობით არ გამიგია, იმიტომაც ჩავსვი "უფლის ტრაპეზი" ბრჭყალებში. ანუ მე გითხარით, რომ წმიდა მამათა განმარტებით ერისკაცთა და სასულიერო პირთა გრძელთმიანობა სულაც არ არის მოსაწონი საქმე (ამას გულისხმობდა არაპირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი "უფლის ტრაპეზი"). ციტატა მე არ ვაპირებ დავას. უბრალოდ დავწერე ის, რაც დავინახე. გაიხარე. სასიამოვნოა თქვენთან პოლემიკა. მინდა გითხრა, რომ ეს საკითხი გადაღეჭილი გვაქვს ჩვენთან. ამ საკითხზე დიდი დავა და პოლემიკა გვქონდა ჩვენივე ეკლესიის წევრებთან და შესაძლოა მომავალში საკითხი სერიოზულადაც, მთელი ეკლესიის დონეზეც დავაყენოთ... თუმცა, მოვლენებს არ დავაწრებ. თქვენთვის შეიძლება უინტერესო არ იყოს ის, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს საკითხი ასე გადაწყდა: არქიეპისკოპოსმა დაუშვა თმების ტარების სამივე ფორმა: გრძელი თმები (იკონომიით, რადგან დღეს ამის მკაცრად მოთხოვნამ შეიძლება ეკლესიას უფრო ავნოს, ვიდრე არგოს), მოკლე თმები და პაპალიტრა. ანუ, ვისაც როგორც სურს ისე გაიკრიჭოს. აკრძალულია მხოლოდ ერთი რამ, ძალდატანებით და იძულებით რომელიმე ფორმის თავს მოხვევა. ყველა ადამიანი თვითონ აგებს პასუხს თავის საქციელზე. გრძელთმიანები თავიანთი გარეგნობისთვის ალბათ თვითონ გასცემენ პასუხს უფლის სამსჯავროზე. მოკლეთმიანებს კი საპასუხო არაფერი ექნებათ, რადგან მათ მოციქულის მცნება შეასრულეს. პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი. P. S. გიორგი, მინდა დაგიდო ლინკი, სადაც დეტალურად არის განხილული თმების შეჭრის, პაპალიტრის (ტონზურის) ტრადიციის და გრძელთმიანობის დამკვიდრების ისტორია. სტატია რუსულია, მაგრამ ძალიან საინტერესო და საჭირო მათთვის, ვისაც სურს ამ საკითხს ჩაუღრმავდეს. ჩვენ მის თარგმნას და საკუთარ საიტზე განთავსებასაც კი ვფიქრობთ. იმედი მაქვს დაგაინტერესებს. В. Макарова. "Облик русского священника: к истории длинных волос": http://deacon.ru/library/raznoe/68-makarova.html -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი