გრძელი თმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრძელი თმები |
realoba |
Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
|
dzvelmartlmadidebeli |
Dec 24 2011, 11:46 AM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Hercules
ციტატა მაინტერესებს როგორი ტონზურა იყო ძველად. ვფიქრობ დაახლოებით ისეთი კათოლიკე ბერებს რომ აქვთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გაპარსვის ნაცვლად დაბალზე იჭრიდნენ. გრიგორი პალამასაც მსგავსი ტონზურით გამოსახავენ ტონზურები სხვადასხვაგვარი არსებობდა, მაგრამ ძირითადად შემდეგი სახის: თმებს ამოიკვეცავდნენ ზემოდან, კინკრიხოზე და შეიჭრიდნენ ქვემოდან ისე, რომ თმას მიეღო ე. წ. "გვირგვინის ფორმა". ცნობილია, რომ ძველად ტონზურას სწორედ ქრისტეს თავზე ეკლის გვირგვინის დადგმის ნიშნად იკეთებდნენ. ის რაც დასაცინი და სამარცხვინო იყო ჯალათებისთვის, რომლებიც მაცხოვარს ამასხარავებდნენ, საამაყო ნიშანი გახლდათ ქრისტეანებისთვის. აი, ამის გამო დამკვიდრდა ტონზურის (პაპალიტრის) ტრადიცია ქრისტეანთა შორის. ეს არის მაცხოვრის ხატი ("ქრისტე დიდი მღვდელმთავარი". XI ს. კიევი. წმიდა სოფიის ტაძარი), სადაც მაცხოვარს თმა შეჭრილი აქვს "გვირგვინის" სახით. მსგავსი სხვა ხატი მე არ შემხვედრია. საინტერესოა, რომ აქ ქრისტე უკვე აღარ არის გამოსახული გრძელი თმებით, არამედ ტონზურით. ხატი გადმოკოპირებულია საიტიდან: http://www.icon-art.info/masterpiece.php?lng=ru&mst_id=987 -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი