![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mstovari |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 7-December 11 წევრი № 11,829 ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო!
![]() ![]() |
![]() ![]() |
Kanishtha-Adhikar |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Govinda das ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 ![]() |
სიზმარ-იოგა ახსენეთ?
![]() ეს მართლაც რომ საინტერესოა. მე შემიძლია მცირეოდენი ცნობა მოგაწოდოთ მის შესახებ. ადრე დაინტერესებული ვიყავი ამ პრაქტიკით, მაგრამ დღესდღეობით მისით აღარ ვარ დაკავებული უამრავი მიზეზის გამო. მაშ ასე: ამჯერად წარმოგიდგენთ რაჯა-იოგას ერთ-ერთ განხრას - სიზმარხილვის პრაქტიკას! ![]() სიზმარხილვის პრაქტიკა მოდის ატლანტების დროიდან, მას საფუძვლად უდევს ცოდნა იმის შესახებ, რომ ნებისმიერი რეალობისა და სამყაროს ბუნება ილუზორულია, სიზმარია, ზმანებაა! ჩვეულებრივი ადამიანი ამას არასოდეს დაიჯერებს, მაგრამ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიკვლიონ ეს საკითხი და შეადარონ ყოველდღიური რეალობა, სხვა რეალობებს. მე მინდა გამოვყო სიზმარხილვის ერთი ასპექტი რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა არიული რასისათვის, საუბარი მაქვს იერარქიის გაკვეთილებზე რომლებსაც სიზმარმხილველები იღებებ ეთერულ პლაზე არსებულ აშრამებში ღამ ღამობით. ეს გაკვეთილები უნუკალურია, ცოდნა რომელიც ამ აშრამებში გადმოიცემა განსაკუთრებულია და მიწიერ წიგნებში არ წერია. ამიტომ სიზმარმხილველები რომლებიც იერარქიის გაკვეთილებს ესწრებიან ძალიან ფართო, ღრმა და ფუნდამენტურ, უძველეს ცოდნას იძენენ, ოდესღაც მათ ამაღლების რიტუალიც გაემხილებათ! ეს მოკლე შესავალი, ეხლა კი გაკვეთლი პირველი: ![]() პირველი გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება მოსწავლეს, ეხება სიზმრების მახსოვრობას. სულ თავიდან მოსწავლე სწავლობს სიზმრების გახსენების ტექნიკას, რომელიც ძალზედ მარტივია ერთი შეხედვით. ამ ხელოვნების დასაუფლებლად საჭიროა მოსწავლე მიეჩვიოს სიზმრების დაწვრილებით ჩაწერას. დაწვრილებით დაწერის დროს ადამიანი იძულებულია გაიხსენოს უმნიშვნელო დეტალებიც კი, ჩაიწეროს საკუთარი შეგრძნებები, ყველაფერი რაც კი გაახსენდება, სიზმარში განცდილი თითოეული ნიუანსი. მხოლოდ წლების შემდეგ აფასებს ნამდვილად მოსწავლე ასეთ ჟურნალს, რადგან ერთ დროს უმნინიშვნელოდ მიჩნეულ ჩაწერილ სიზმრებში დიდ სიბრძნეს ხედავს. თვითონ გახსენების მომენტი არ არის წამიერი, ანუ ადამიანთა უმეტესობა გაახელს თვალებს, წამიერად დააფიქსირებს რო არ ახსოვს სიზმარი, წამოხდება საწოლიდან და იწყებს საკუთარი საქმეების კეთებას. ასეთი გახსენება არაფრის მომცემია. მოსწავლეები გაიღვიძებენ თუ არა ცდილობენ გაიხსენონ სიზმარი, თუ არაფერი არ ახსოვთ, უბრალოდ წვანან და "სიცარიელეში" ცდილობენ რაღაც გრძნობა მაინც დაიჭირონ ან კიდევ მცირე გამონათება ნაგლეჯი ფრაგმენტი, ასე გრძელდება 15-20 წუთი მაინც. ხშირად ისე ხდება რომ სიცარიელედან ერთი ან რამოდენიმე სიზმრის ფრაგმენტი გამოცურდება ხოლმე და მოსწავლეც გაკვირვებული და გახარებული ჩაეჭიდება ამ ფრაგმეტს და ცდილობს უფრო მეტი გაიხსენოს, მოივლის რა რამოდენიმეჯერ ფრაგმენტს თავიდან ბილომდე აზრობრივად. შემდეგ იგი დაწვრილებით იწერს მას და იქვე მიანიშნებს რომ თავიდან არაფერი ახსოვდა, მაგრამ შემდეგ არაფრისაგან უცებ ეს ფრაგმენტი გაიხსენა! როცა კი არ უნდა გაეღვიძოს მოსწავლეს მისი ფირველი აზრი, საფიქრალი არის სიზმრის გახსენება. როდესაც მეთვითონ ვიწყებდი ამ პრაქტიკის შესწავლას ჩემი პრობლემა ის იყო, რომ არც ერთ დილას არაფერი არ მახსოვდა, მაგრამ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი ხოლმე, იმას უბრუნდებოდი აზრობრივად თუ რა შეიძლებოდა მენახა სიზმარში და როგორ ჩავწვდომოდი ამას. ![]() ვინც პირველ გაკვეთილს არ ისწავლის მას სიზმარხილვა გაუჭირდება! ![]() ![]() -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 09:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი