![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
გილოცავთ ახალ 2012 წელს!!! ![]() გილოცავთ, მრავალს დაესწარით საყვარელო ფორუმელებო. გისურვებთ, რომ თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი. ახალი, საუკეთესო სურვილებით შევხვედროდეთ ამ წელს და ძველი წარსულში დაგვეტოვებინოს. იმედიანი და მშვიდობიანი წელი გვქონოდეს, ერთმანეთისათვის უკეთესად გაგვეგოს, სიყვარული არ გაგვნელებოდეს და უსასრულოდ დაწერილიყოს სასიყვარულო ჰიმნები ![]() ღიმილიანი და ბედნიერი სახეები გვენახოს, სიძულვილი გამქრალიყოს, სიყვარულს ეზეიმოს, ინტელექტი არ დაკარგულიყოს, შრომა შეგვყვარებოდეს და შრომის ანაზღაურება შრომის შესაფერისი ყოფილიყოს. ერთად ვიყოთ, ერთმანეთის გვესმოდეს. რაც არ ვიცით - გვესწავლოს. გამრავლებას, გახარებას და დღეგრძელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს! აბა, დანარჩენი თქვენ თქვით ![]() ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
karpaki |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
გილოცავთ ახალ წელს!...
ქრის ქარიშხალი ქარტეხილებს არ შეუშინდეთ, აბობოქრებულ ნიავღვარსაც უნდა გაუძლოთ, როგორც ქართველებს ეკადრებათ გმირული ძლევა, თქეშში, წარღვნაში გამარჯვება არვის დაუთმოთ. ვრცელ დედამიწას საქართველოს უფლის ნაბოძებს, ემთხვიონ მუხლზე დაჩოქილი მტერი ტიალი, ლეგენდარულო საქართველოვ ყველა ვირწევით ერთიან ძალით დედამიწის ღერძის ტრიალით... ბობოქარია წელთა სბოლვა, მიჰქრის დროება, ორომტრიალი ცხოვრებისა გადახლართულა, განუყოფელი მიწა წყალი დაგვინაკუწეს, ისტორიაში არაფერი არ დაკარგულა... ლოცვა უფლისა ყველა ქართველს კვალდაკვალ დასდევს, ოქროს კვერთხით დის სამყაროზე ღმერთი დიადი, ცა გარიჟრაჟდა, დედამიწის ბარაქა ყვავის, ამობრწყინდება მზე მწვერვალზე, ქრება წყვდიადი. ვარსკვლავთა გუნდი დაღამებას ელოდებიან, თოვლის ფანტელი პატარძალის სამოსით ცეკვავს, აუხდენელი ოცნებები დღეს აღსრულდება, ხალხის გულებში სანატრელი ოცნება ხდება. ახალი წელი მობრძანდება დედამიწაზე, ლამაზ ღიმილით შემოგვიხსნის დრაკონი კარებს, წელს საქართველო წამოდგება ძლიერი ძლევით, ეწვევა ყველას ლოცვა–მადლი აგვინთებს სანთლებს. ლაჟვარდ ზეციდან უფლის სახე მადლს გადმოგვაფენს, სამშობლოს ირგვლივ ოქროს კვერთხით ლოცვას აღავლენს... ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი