ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
peritoniti |
Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
|
ikanosi |
Jan 4 2012, 04:31 PM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
რატომ ვიწერთ პირჯვარს?
პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგარ ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე“ (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფს. 140, 2). ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი“. ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით. ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რათა სარწმუნოების აღიარების ნიშნად, ჯვირს გადასახვით დაესვათ ბეჭედი სახეზე და მკერდზე“. მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ჩვენ ვაღიარებთ წმიდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – კაცობრივს და ღვთიურს. პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ მუცელზე, მესამედ მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი - მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოვისახოთ პირჯვრის წერით, ჩვენ ასოებივით ვიწერთ სხეულზე ჩვენს სარწმუნოებას. ასეთი წეს-ჩვეულება უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ქრისტეს ეკლესიაში, რაზეც მოწმობს კირილე იერუსალიმელი (IV ს.): „დიაღ არ გვრცხვენია ჯვრის გადასახვისა შუბლზე და ყველაფერზე“. და რაც მთავარია, ჯვრის გადასახვისას, სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, ჩვენ ვაკურთხევთ ყოველს ჩვენს კეთილ საქმეს და ვიცავთ თავს ბოროტისაგან. ამიტომაც ცდილობს ეშმაკი, სხვადასხვა სექტების მეშვეობით დაგვაეჭვოს ჯვრის გადასახვის მართებულობაში და ამით გაგვაგდებინოს ხელიდან ის მძალვრი იარაღი, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას ჩვენი მოჯადოებისა და შეპყრობისა. -------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი