ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
peritoniti |
Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
|
A.V.M |
Jan 4 2012, 11:45 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა აბა გისმენ, გავაგრძელოთ, სანტერესოა შენთან საუბარი სიამოვნებით.სასიამოვნოდ ვითარდება სიტუაცია. რაც შეეხება მზის სიმბოლიკას.ალბათ იცი,მაგრამ მე მაინც ვიტყვი. მოგეხსენება რომ ჩვენი დიდი წინაპარი ქართლოსი ბიბლიური ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი იყო.თუმცა შემდგომში ეს წარმართობამ შეცვალა.კონკრეტულად კი ქართველები თაყანს სცემდნენ მზეს,მთვარე და ვარსკვლავებს.ალბათ გსმენია ეს ლექსიც: ,,მზე დედაა ჩემი,მთვარე მამაჩემი,წვრილ-წვრილ ვარსკვლავები,და და ძმაა ჩემი." მოგვიანებით როდესაც უკვე ჩვენთან დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება,ბარის მოსახლეობამ მეტ-ნაკლებად მიიღო იგი.მაგრამ მთის მოსახლეობა უარზე იდგა.ამის გამო ქართველი იერარქები შეეცადნენ,რომ წარმართობა დაეკავშირებინათ მართლმადიდებლობასთან და ისე მოექციათ ისინი.რის გამოც ქრისტიანთა უმაღლესი კრძალვის ობიექტს დაუკავშირეს მათი უზენაესი ღვთაება მზე.და მივიღეთ ბორჟღალი.(გნებავს ბოლნური ჯვარი) ალბათ იცი ფაშისტების სიმბოლო ხომ?ეგეც მზიდან მოდის.და გარკვეულ კავშირშია ბორჟღალთან. თავად წმინდა მამებიც ხშირად ადარებდნენ ღმერთს მზე.(თუნდაც სამების ახსნა) ეხლა უშუალოდ ბოლნურ ჯვარზე გეტყვი.ნებისმიერი ჯვარი რომ დაატრიალო სწრაფად წრეწირზე,მიიღებ ისეთ გამოსახულებას როგორიცაა ბოლნურ ჯვარზე. შემდგომში ეს გამოსახულება ჩასვეს რგოლში.რგოლი კი არის როგორც მზის სიმბოლო.აგრეთვე ქრისტიანულად მარადიულობის სიმბოლო.(წრის სიმბოლიკაზეც ვისაუბროთ მერე თუ გინდა)ალბათ იცი,რომ მართლმადიდებლები დანიშვნის დროს წყვილებს ბეჭდებს აძლევენ(ე.წ.კალიცო)რაც არის მარადიულობის სიმბოლო,და სურთ რომ წყვილის სიყვარულიც ასევე მარადიული იყოს. ასე რომ მანდ ჯვარი კი არ შეცვალეს,არამედ სხვა კუთხით დაგვანახეს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი