ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
peritoniti |
Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
|
A.V.M |
Jan 5 2012, 03:21 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მოდი ჩავთვალოთ რომ ჯვრის დიზაინის თემა ამოვწურეთ ერთ რამეზე შევთანხმდეთ.რაიმე კონკრეტულის შესახებ რომ დავიწყებთ საუბარს მივიყვანოთ იგი ბოლომდე და არ გამოვიენოთ:,,ვთქვათ",,ჩავთვალოთ",,ალბათ"და.ა.შ თუ რაიმე გაუგებარი იქნება მაშინვე ვთქვათ,რომ შემდეგ არაფერი იყოს უცხო. ციტატა ახლა იქნებ ის ამიხსნა, თვითონ ქრისტე თუ იწერდა პირჯვარს, და თუ საუბრობდა ჯვრის შესახებ? ცოტა შორიდან მოვუვლი შენის ნებართვით რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. ადამიანი სამოთხიდან გამოიდევნა ქალის მიერ ხის ნაყოფის მიღების შემდეგ ხომ?და უნდა მოვლენილიყო მხსნელი.რომელიც იშვებოდა მდედრობითი სქესიდან და ისევე ხის ნაყოფით მისცემდა საშუალებას ადამიანს სამოთხეში,რომ დაბრუნებულიყო. ჯვრის შესახებ მინიშნებები გვაქვვს ძველ აღთქმაშიც.(მაგ:10 მცნება.რომლითაც ჯვარი გამოისახება,აგრეთვე ებრაელები ამალეკს მხოლოდ მაშინ ამარცხებდნენ,როდესაც მოსე ხელებს ჯვრის სახით აღაპყრობდა და.ა.შ.)თუმცა იმდენად იდუმალი იყო ძველი აღთქმის კაცისთვის ჯვრის მიერ ადამიანის ხსნა,რომ პირდაპირ არსად წერდა ამას. რაც შეეხება ქრისტეს და ჯვარს.უფალი ჯვრის შესახებ საუბრობდა ხოლმე მოწაფეებთანაც:,,მაშინ ჰრქუა მათ იესო:რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა,უარყავნ თავი თვისი,აღიღენ ჯვარი თვისი და სემომიდეგინ მე."(მთ.16-24) აგრეთვე სხვაგან:,,წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველნი და თაყვანის სცემდით მათ:სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა."მაგრამ აქ იბადება კითხვა,თუ რატომ არ წერდა თავად უფალი თავის მოწაფეებს ჯვარს,ამაზე კი პასუხი ძალიან მარტივია:იმიტომ რომ მის გოლგოთამდე ასვლამდე ჯვარს არ ქონდა ის გამომხსნელი და წარმართთა საცოფებელი ძალა,რომელიც ჯვარცმის სემდეგ მიიღო. მე გითხე როგორი დამოკიდებულება გაქვს ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებთან მეთქი.და ეხლა ვიტყვი თუ რატომ. უფალმა დაავალა მოწაფეებს,რომ მოენათლათ ხალხი,მაგრამ არ უთქვამს ზუსტი ,,ტიბიკონი",ნათლობის შესახებ ზუსტ სწავლებას უკვე მოციქულები გვაძლევენ. უფალმა დაუტოვა ხალხს ზიარება,მაგრამ არა ის თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო წირვა.წირვის მსვლელობაზე კი პირველ ცნობებს გვაწვდის უკვე იაკობ მოციქული,ხორციელი ძმა უფლისა.შემდგომში სხვა მოციქულები. აგრეთვე ჯვრის სესახებ.გამომდინარე იქიდან,რომ მას შემდეგ,რაც ჯვარმა მიიღო ის ძალა რაც ეხლა აქვს,იესო მიწაზე აღარ იმყოფებოდა ხორციელად,ასე რომ ვერც მოციქულებს გადასწერდა ხილულად პირჯვარს.მაგრამ ღმერთმა სულიწმინდის მეშვეობით დააწერინა მოციქულებს სწავლება ჯვრის შესახებ,რომელიც მრავლადაა ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებში. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი