ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
peritoniti |
Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
|
A.V.M |
Jan 5 2012, 04:05 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ხომ შეიძლება ასეთივე ლოგიკა დავინახოთ იუდაშიც? თავად იუდათი შეიძლება უამრავი რამე დავინახოთ. 1-უფალმა დაგვანახა,რომ მის გვერძე მყოფმა სასიკვდილოდ გაიმეტა იგი და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ რომელიმე სასულიერო პირი რამე ცოდვას ჩაიდენს. 2-უფალმა დაგვანახა რომ უმთავრესი ის კი არაა თუ ვისთან და რა წრეში ტრიალებ,უმთავრესია შენ როგორი ხარ.და შენს საქციელზე აგებ პასუხს. ჭკვიანი კაცი ჩანხარ და ერნესტ ჰემინგუეის ეს ფრაზა გემახსოვრება:,,ნუ იფიქრებ ადამიანზე მხოლოდ მისი მეგობრებით.არ დაგავიწყდეს იუდას ყველა მეგობარი უმანკო იყო." 3-უფალმა დაგვანახა, იუდასა და პეტრეს დაპირისპირებით,რომ ნებისმიერი ცოდვის მოტევება შეიძლება გულწრფელი სინანულით. 4-უფალმა დაგვანახა,რომ დაბრკოლებისაგან გაქცევა და თავის მოკვლა ეს ლაჩრობა და ცოდვაა.ამის სანაცვლოდ უნდა გვქონდეს წრფელი სინანული და.ა.შ. ციტატა რომ არა უდა ალბათ არც ჯვარცმა მოხდებოდა ჯვარცმა აუცილებლად მოხდებოდა.რადგან იესო ქრისტეს ამ სოფლად მოსვლის მთავარი მიზეზი,სწორედ მისი თავგანწირვა იყო კაცობრიობისთვის. იუდა რომ არა მაშინ სხვა იქნებოდა მის ადგილზე. ციტატა თვითონ აირჩია ის მოწაფეც ნამდვილად.მიუხედავად იმისა,რომ უფალმა იცოდა მისი ავო ზრახვების შესახებ თავისთან მიიღო.რადგან როგორც თავად ამბობს:,,ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ მკურნალი,არამედ ავადმყოფებს." ციტატა ამიტომ ასეთი ლოგიკით რაღაც პატივს იუდასაც ხომ უნდა მივაგებდეთ? იუდას შესახებ სახარებაში ძალიან მწირი ცნობები გვაქვს.სამაგიეროდ აპოკრიფებიდან ვიცით ბევრი რამ. კერძოდ:მან შეირთო ცოლად საკუთარი დედა,მოკლა მისი ცოლი,მოკლა საკუთარი მამა,საკუთარი ვაჟი. ამას დავუმატოთ უფლის გაცემა და ყოველივე ამის შემდეგ არა სინანული არამედ თავის ჩამოხრჩობა. ეხლა გეკითხები რომელი ლოგიკით უნდა მივაგოთ ჩვენ მართლმადიდებლებმა იუდას პატივი? ციტატა რატომ მკაცრად უკუაგდო და უარყო რელიგიამ იგი? რელიგიამ კი არ უკუაგდო იუდა.არამედ თავად იუდამ უკუაგდო საკუთარი თავი რელიგიისგან -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი