სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
| qristinee |
Jan 8 2012, 05:16 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 962 რეგისტრ.: 31-July 11 წევრი № 11,394 |
ეპარქიის ტერიტორიაზე - ქსნის ხეობაში, ძალისში, სოფელ წილკანთან ახლოს, ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III სს.) სამლოცველო. ეს აღმოჩენა ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობას მიანიშნებს. ახალი სარწმუნოების მიღება მთის ზოგიერთ ტომში უმტკივნეულოდ არ მომხდარა, მეფის მიერ გაგზავნილმა „ერისთავმან მცირედ წარმართა მახვილი“. მთის მოქცევას საეკლესიო ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს, უკავშირებს: „ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“. მეფე ბაქარის მიერ წილკნის დიდებული ტაძარი იმთავითვე საეპისკოპოსო საყდრად უნდა აშენებულიყო. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ საკათალიკოსოსა და 12 ახალი საეპისკოპოსოს დაფუძნებისას წილკანი არ იხსენიება. შესაძლოა იგი უკვე არსებული ძველი ეპარქიაა ან ვახტანგ მეფის საეკლესიო გარდაქმნის შემდეგ, V საუკუნის ბოლოსთვის მაინც დაარსდა. მეფის ერთგულ წილკნის სამღვდელმთავროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ დაეკისრა, „ოდეს დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი“. ამდენად, წილკნის ეპარქიას ოდითგანვე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მისია ჰქონდა დაკისრებული. მისი მეშვეობით ხდებოდა მთიელთა გაქრისტიანება. VI ს-ის დასაწყისში, 506 წელს ქ.დვინში ჩატარებული საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ მღვდელმთავართაგან წილკნელი ეპისკოპოსი ენოქიც იხსენიება. წილკნის დიდი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა მას შემდეგ, როდესაც 13 ასურელ მამათაგან - ისე - „ეპისკოპოსად წილკნისა“ აკურთხა კათოლიკოსმა ავლალოსმა. წმინდა ისე წილკნელმა მადლიანი სიტყვით „ფრიადი ურწმუნონი მოაქცივნა“. ასევე მან მოახდინა უდიდესი სასწაული: უწყლობით დატანჯული სამწყსოსთვის „უვალსა და უგზურსა ალაგსა“ წყალი გაიყვანა, რის შემდეგაც სასოწარკვეთილთა მთეულთა ჭეშმარიტი ღმერთი აღიარეს. წმინდა მამამ მაღლა მთაში „მრავალნი ტაძარნი კერპთანი დაარღვინა და ბომონნი დაამხნუა, ხოლო ეკლესიანნი აღაშენნა“. მანვე მთის მოსახლეობის მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა.
ისე წილკნელის მიერ განმტკიცებული წილკნელის კათედრა მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ქართლის ეკლესიაში საკმაო პატივი დაიმსახურა. მეფეთა კურთხევას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. VIII-IX სს. ქართლში მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს, წილკნის ეპარქიის ტერიტორიებს მუხრანის სანახებთან ერთად, ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, კახეთის მმართველნი, კერძოდ, ზედაზნის ციხის მეპატრონე ძაგანის ძენი ისაკუთრებენ. წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დროს, მთელი ეს მხარე ქვეყნის საიმედო დასაყრდენი იყო. XII-XIII ს-ში, წმინდა მეფე თამარის დროს წილკნის საეპისკოპოსოს საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა მთის ხეობებში ქრისტიანობის გავრცელებითა და ეკლესიების მშენებლობით. XV ს-ის II ნახევარში, საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ, ეპარქიის ტერიტორიამ გარკვეული ცვლილებები დაინახა. წილკნის სამწყსოს დიდი ნაწილი კახეთის სამღვდელმთავროებს, განსაკუთრებით ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა. XVI ს-ის I ნახევარში წილკნის მწყემსმთავარსა და მცხეთის კათოლიკოსს შორის წარმოშობილი დავაც სამწყსო ტერიტორიების მიკუთვნების გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად მეფე ლუარსაბ I (1527-1558), მთავარეპისკოპოსი გორონე, დომენტი თბილელი, მროველი გედეონი, მცხეთის კათოლიკოსი, წილკნელი და სხვები შეკრებილან და მუხრანის საზღვრები „უსარჩელად და გამოუცილობლად“ დაუდგენიათ. საქართველოში მტერთა გამუდმებული თარეშისა და ლეკთა თავდასხმების შემდეგ საწილკნოს საზღვრები შეიკვეცა. მიუხედავად ამისა, XVII ს-ის II ნახევარში, 1669 წელს, კათოლიკოს დომენტისა და მეფე შაჰნავაზის ბრძანებით, წილკნელი რომანოზის მიერ შედგენილ „წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს სიგელში“, დაწვრილებით არის აღწერილი არაგვსა და ქსანს შორის საწილკნოს კუთვნილი 52 სოფელი, ანანური, ზევით მთიულეთი, წილკნელის მიგებებისა და გასტუმრების წესები, ვალდებულებები და სხვა. საკმაოდ განვრცობილი ეპარქია მრევლის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამიტომ წილკნელს დამხმარედ ორ-ორი ქორეპისკოპოსი ჰყავდა, - ერთი კავკასიის სიონში, მეორე ბოდორნაში. XIX ს-ის მიჯნაზე, ქვეყნის საერთო გაჭირვებისას, წილკანი ორმოცზე მეტ სოფელს მოიცავდა და ქართლის სამწყსოთა შორის მეოთხე ადგილზე სახელდებოდა. 1800 წლისათვის ეპარქიას 75 მღვდელი, 11 დიაკვანი და 5 ათეულამდე საეკლესიო მსახური ჰყავდა. საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ ტრადიციული ქართული საეკლესიო სტრუქტურები ძალზე შეიცვალა და გამარტივდა. ეს, პირველ რიგში, საეპისკოპოსოების გაუქმებით გამოიხატა. 1803 წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელმაც კავკასიის მოსახლეობაში დიდი რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობით გაითქვა სახელი. იგი 1817 წელს გარდაიცვალა. 1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილ მცხეთა-თბილისის ეპარქიას მიუერთა, საწილკნო, ისე როგორც საქართველოს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა. წილკნის ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ადრიდანვე მრავალი წიგნთსაცავი და ეკლესიებისთვის შეწირულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იყო დაცული, რაც რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ გაიფანტა. ეპარქიაში ძველთაგანვე მრავალ მწიგნობარსა და გადამწერ-მკაზმავს უმოღვაწია. მათ შორის აღსანიშნავია: XI ს-ის მოღვაწე ბასილი მწიგნობარი, რომელსაც გადაუწერია „თვენნი“, ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი, ქრისტეფორე და არსენ წილკნელები; ცნობილი მოაზროვნე ამბროსი მიქაძე, რომელსაც ეკუთვნის „წიგნი აღსარებისა“ და „ღვთისმშობლის საგალობელი“; დომენტი კათოლიკოსი, გერვასი მაჭავარიანი, რომანოზ წილკნელი, მან შეადგინა „წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელი“ და სხვ. წილკნის ეპარქიის სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ხალხმა სიყვარულით „წილკნის ღვთისმშობელი“ უწოდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა ხატი ლუკა მახარებელს შეუსრულებია ბეთლემის ცნობილი ბაგის ფიცარზე, სადაც მიაწვინეს ჩვილი მაცხოვარი. წმიდა ხატის საქართველოში ჩამობრძანება მეფე მირიანის-ძეს - ბაქარს უკავშირდება. ქართული წერილობითი წყაროებით და ზეპირი გადმოცემით წმინდა ხატისგან აღსრულებული მრავალი სასწაულია ცნობილი. „წილკნის ღვთისმშობელი“ ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ხოლო წმიდა ხატის ასლი დაბრძანებულია წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორია დროებით შეიერთა მცხეთის ეპარქიამ და წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. 1917 წელს წილკნელ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი (1917-1920 წწ.). მის შემდეგ ეპარქიას მართავდნენ ეპისკოპოსები: პავლე ჯაფარიძე (1924-1930 წწ.); ალექსი გერსამია (1930-1938 წწ.); ტარასი კანდელაკი (1939-1951 წწ.); გობრონ წკრიალაშვილი (1954 წ.); გაიოზ კერატიშვილი (1972-1978 წწ.); თადეოზ იორამაშვილი (1978-1980 წწ.); გიორგი ღონღაძე (1980-1982 წწ.). 1984 წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). წმ. ისეს საფლავი წილკნის ტაძარში. ![]() წმ. ისეს საფლავთან. (ისე წილკნელის დღესასწაულზე) წილკნის ეკლესია. სადაც არის ისე წილკნელი დასაფლავებული.. |
A.V.M საქართველოს საპატრიარქო Dec 10 2011, 01:17 PM
A.V.M ეპარქიები
1.მცხეთა-... Dec 10 2011, 01:30 PM
zaz კარგი იქნება საპატ... Dec 10 2011, 06:17 PM
A.V.M ეს საპატრიარქოს ოფ... Dec 10 2011, 07:39 PM
A.V.M კონსტიტუციური შეთ... Dec 14 2011, 07:44 PM
A.V.M წმ. სინოდის წევრებ... Dec 17 2011, 07:01 PM
A.V.M საქართველოს საპატ... Dec 19 2011, 05:57 PM
A.V.M მოკლედ რომ ვთქვა რ... Jan 5 2012, 08:09 PM
qristinee ამ თემის "უფროსის... Jan 8 2012, 04:35 PM
qristinee ჩვენ ეპარქიას აქვს... Jan 8 2012, 05:35 PM
qristinee http://s018.radikal.ru/i526/1201/84/c9c02c3782bc.j... Jan 8 2012, 05:53 PM
ikanosi ფოთისა და ხობის ეპ... Jan 8 2012, 08:23 PM
dr.house... მცხეთა-თბილისის ეპ... Jan 9 2012, 02:40 PM
GIORGI LELUASHVILI რუსთავისა და მარნე... Jan 9 2012, 10:40 PM
George Leluashvili
[size=5][b]რუსთავისა და მ... Aug 15 2012, 03:50 PM
ნაინა ჩრდილო ამერიკისა დ... Jan 12 2012, 02:26 AM
marine http://s018.radikal.ru/i513/1201/21/33660f8c87c4.j... Jan 16 2012, 04:06 PM
A.V.M ეხლა მარინეს მიერ ... Jan 24 2012, 10:34 PM
მაშიკო ქუთაის-გაენათის ეპ... Jan 24 2012, 11:44 PM
toka@ http://s018.radikal.ru/i511/1202/78/de2a1dbe8977.j... Feb 5 2012, 03:54 PM
zaz სამთავისისა და გორ... Feb 6 2012, 07:29 PM
zaz ვანისა და ბაღდათის... Feb 6 2012, 09:07 PM
terra მეუფე იაკობი (იაკო... Feb 15 2012, 08:52 PM
უჩა [b]რუსთავისა და მარნ... Feb 15 2012, 09:41 PM
A.V.M ჩემო ტკბილო ხალხო... Feb 16 2012, 08:11 PM
სოფი ახალციხისა და ტაო-... Feb 16 2012, 09:52 PM
სოფი
ყველაზე ინტერესი... Feb 16 2012, 10:05 PM
A.V.M ცოტა ხნით უნდა გად... Feb 20 2012, 07:32 PM
A.V.M როგორც საზოგადოებ... Feb 24 2012, 08:53 PM
A.V.M როგორც ცნობილია, ა... Feb 25 2012, 07:52 PM
A.V.M როგორც საინფორმაც... Mar 8 2012, 07:36 PM
ქევანა
ესეც პატიოსანი მო... Mar 8 2012, 08:24 PM
A.V.M მოსკოვი. კრემლი. მი... Mar 15 2012, 08:28 PM
mariami-k მოდერის თხოვნით გა... Aug 15 2012, 08:30 AM
აკაკი http://www.youtube.com/watch?v=5vGrWxrxdLU
მე... Aug 15 2012, 06:44 PM
gvanchi მოდერის თხოვნით ვწ... Aug 28 2012, 10:45 PM
A.V.M ხალხს ვცეთ პატივი, ... Nov 23 2012, 08:33 PM
A.V.M შეგახსენებთ რომ ხვ... Dec 20 2012, 03:08 AM
A.V.M გუშინ ვაანონსებდი ... Dec 21 2012, 02:10 AM
A.V.M მოგეხსენებათ რომ მ... Jan 3 2013, 09:01 PM
A.V.M კათოლიკოს-პატრიარ... Jan 12 2013, 12:51 AM
Martl_madidebeli
რას ნიშნავს ეს სიტ... Jan 12 2013, 03:52 PM
A.V.M Martl_madidebeli
დაახლოებით ... Jan 12 2013, 07:00 PM
A.V.M გუშინ (14.01.13) კიდევ ერ... Jan 15 2013, 11:26 PM
A.V.M როგორც მედიის საშუ... Jan 18 2013, 10:30 PM
A.V.M ყაზბეგში "ნაკურთ... Jan 23 2013, 01:14 AM
A.V.M სანიტარული ზედამხ... Mar 16 2013, 03:43 PM
A.V.M ამ თემაშიც დავდებ:
... Mar 30 2013, 01:42 AM
A.V.M საპატრიარქო რაბათ... Apr 6 2013, 12:08 AM
A.V.M მეუფე იაკობი - შევთ... Apr 7 2013, 11:38 PM
A.V.M საქართველოს საპატ... Apr 22 2013, 12:57 AM
A.V.M საპატრიარქო სინოდ... Apr 23 2013, 10:36 PM
A.V.M საპატრიაროს განცხ... May 26 2013, 08:37 PM
A.V.M http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sheiq... Jul 21 2013, 03:18 PM
G_saxva ამ წუთებში ზესტაფო... Jul 22 2013, 10:10 AM
A.V.M G_saxva
აქ არ დავწერ...:D Jul 22 2013, 08:02 PM
G_saxva
G_saxva
აქ არ დავწერ...:D
... Jul 22 2013, 08:34 PM
qetevano აუ მეც მაინტერესეე... Jul 22 2013, 08:49 PM
G_saxva
აუ მეც მაინტერესე... Jul 23 2013, 09:16 AM
A.V.M ჯერ პატრიარქმა დად... Jul 23 2013, 12:34 AM
qetevano
აუ გიორგი -_- :blink: Jul 23 2013, 11:15 AM
A.V.M აოფებთ... Jul 23 2013, 02:58 PM
A.V.M საქართველოსა და რუ... Jul 25 2013, 07:12 PM
A.V.M მეუფე ზენონი , საკმ... Jul 28 2013, 12:09 AM
A.V.M საპატრიარქოს კომი... Aug 5 2013, 01:43 AM
G_saxva A.V.M
რა დღეში ვართ :( მ... Aug 5 2013, 09:29 AM
qetevano ეეეე უკვე ძალიან ც... Aug 5 2013, 02:06 PM
G_saxva qetevano
არ უნდა ლაპარაკ... Aug 5 2013, 02:47 PM
qetevano G_saxva
ხოოო ძალიან მიკ... Aug 5 2013, 03:07 PM
G_saxva
G_saxva
ხოოო ძალიან მიკ... Aug 5 2013, 03:26 PM
A.V.M ,,ჩემო ქვეყანა , სულ ... Aug 5 2013, 06:09 PM
A.V.M ზესტაფონელმა მორწ... Aug 7 2013, 03:10 PM
G_saxva A.V.M
იცი რა ხდება, რეა... Aug 7 2013, 04:06 PM
A.V.M 10:00 / 14-08-2013
სამ სასულიე... Aug 14 2013, 01:06 PM
G_saxva აუცილებელია ყველა ... Aug 14 2013, 01:11 PM
A.V.M G_saxva
:D
მოდი ღრსება –უ... Aug 14 2013, 01:22 PM
G_saxva
G_saxva
:D
მოდი ღრსება –... Aug 14 2013, 02:27 PM
A.V.M G_saxva
თუ ჩაცუცქულ ბაზ... Aug 14 2013, 09:18 PM
A.V.M ავტორი ნინო ხარაძე... Aug 15 2013, 11:53 PM
A.V.M ბაჩო ახალაიას ადვო... Aug 16 2013, 12:15 PM
G_saxva A.V.M
ძალიან საინტერე... Aug 16 2013, 12:43 PM
A.V.M G_saxva
და იმედია სიცრუ... Aug 16 2013, 02:14 PM
G_saxva A.V.M
ნამდვილად არ მგო... Aug 16 2013, 02:23 PM
A.V.M უნდა შევძლოთ რომ ,,ს... Aug 16 2013, 02:25 PM
A.V.M http://info9.ge/?l=G&m=1000&id=24897&share=true
... Aug 16 2013, 02:44 PM
G_saxva A.V.M
ზუსტად ეს არ მომ... Aug 16 2013, 03:03 PM
A.V.M მღვდელ ნიკოლოზ ტაბ... Aug 20 2013, 09:30 PM
G_saxva A.V.M
ვერ დაგეთანხმებ... Aug 21 2013, 08:49 AM
A.V.M G_saxva
და რა გაიგე აბა ... Aug 21 2013, 01:19 PM
G_saxva
G_saxva
და რა გაიგე აბა ... Aug 21 2013, 01:24 PM
A.V.M G_saxva
ეგ საერთოდ არ მა... Aug 21 2013, 01:39 PM
G_saxva
G_saxva
ეგ საერთოდ არ მ... Aug 21 2013, 02:37 PM
qetevano G_saxva
და რა გაიგე გიო? Aug 21 2013, 02:59 PM
G_saxva qetevano
ზემოთ დავწერე რ... Aug 21 2013, 03:10 PM
A.V.M G_saxva
გმირობას არავი... Aug 21 2013, 05:46 PM
G_saxva
G_saxva
გმირობას არავი... Aug 21 2013, 06:03 PM
A.V.M G_saxva
გამაგიჟებთ თქვ... Aug 21 2013, 06:18 PM
G_saxva A.V.M
არ ვამბობ რომ არ... Aug 22 2013, 08:57 AM
A.V.M G_saxva
დიდმოწამეობა ა... Aug 22 2013, 12:29 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd January 2026 - 03:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი