სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
| ikanosi |
Jan 8 2012, 08:23 PM
პოსტი
#2
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ფოთისა და ხობის ეპარქია
(ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი) მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი) ![]() დაბ. - 1956 წლის 18 ივლისი, თბილისი; 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; 1994 წელს - თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი; 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში; 1990 წლის 27 მარტს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში; 1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება; 1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა; 1996 წლის 23 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება; 1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად; 1996-2003 წლებში - შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობოის გამყოფილების უფროსი; 2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ცენტრალური კათედრა: ქ. ფოთი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. რუსთაველის №1 (1933-1936 წლებში ტაძარი გადაკეთდა თეატრად. ქ.ფოთის საკრებულოს 2003 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით ტაძარი სამართლებრივად კვლავ ეკლესიის მფლობელობაში დაბრუნდა, 2005 წლის 18 ნოემბერს კი ტაძრის შენობა ფაქტობრივად გადაეცა ფოთის ეპარქიას და საზეიმოდ იკურთხა). ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს, სენაკს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ფოთისა და ხობის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები, დასავლეთის მხრიდან კი იგი შავ ზღვას ემიჯნება. რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების - ფაზისი დაფუძნება. თანამედროვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ აგრესორთა დაპირისპირების ასპარეზი იყო. ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ხან ზღვისპირეთში, ხანაც ქუჯის მიერ დაარსებულ ციხეში - ციხე-გოჯში (ბერძნული არქეოპოლისი) იყო. IV საუკუნიდან რომაული ხარკისგან გათავისუფლებული ლაზიკის (იგივე ეგრისი) სამეფოს მთელი დასავლეთი საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა გაერთიანებული. ამ დროს ფაზისის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს მისი მძლავ საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა. IV საუკუნეში ფოთის ცნობილი რიტორიკული სკოლა, იმჟამინდელი საფილოსოფოსი აზროვნების კერიდან - საბერძნეთის ათენიდან საკმაო მანძილის მიუხედავად, ძალზე პოპულარული იყო. ფოთის საკათედრო ტაძარი (ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები) დასავლეთ იბერიის საზღვაო ქალაქ ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ტრადიცია მიიჩნევს მიციქულთა მოღვაწეობის არეალად. ამ ფაქტს უპირველეს ქართულ წყაროსთან „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორები - კლიმენტი რომაელი, ეპიფანე კვიპრელი, ევაგრე სიცილიელი, ეპიფანე კონსტანტინეპოლელი და სხვ. ადასტურებენ. წმიდა ანდრია და სხვა მოციქულები, აწყურში პირველი საეპისკოპოსოს დაფუძნების შემდეგ ქადაგებით ჩავიდნენ ფაზისში, ზღვის პირას მცხოვრებნი განანათლეს და შემდეგ მოაქციეს მდინარე ფაზისის იბერები... ეგრისი იბერიის თანადროულად გაქრისტიანებულა და პირველ ეტაპზე საქართველოს ერთიანი ეკლესიის იურისდიქცია მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა. მოგვიანებით, V ს-დან, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის ძალაუფლების დამკიდრების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ერთიანი სხეული დანაწევრდა და ფაზისი იგივე ფოთი მიმდებარე ტერიტორიითურთ და სხვა ქართული პროვინციები ეკლესიურადაც კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდნენ. ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ფაზისი (ფოთი) უკვე ამ დროისათვის ლაზიკის სამიტროპოლიტო ცენტრად ითვლებოდა. რაც შეეხება თვით ფაზისის ეპიარქიას, იგი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ფრიად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფირსიოსამან (ფასისი, იგივე ფოთი), სოფელსა შინა მეგრელთასა“, ე.ი. VI ს. შუახანებისათვის ფოთის ეპარქია საკმაოდ მობილიზებული და ავტორიტეტული სამწყსოა. ![]() ფოთის საკათედრო ტაძარი (ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები) VII ს-დან ფაზისის სამიტროპოლიტო საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდებოდა სკანდა-შორაპნის საზღვრამდე, ხოლო ჩრდილოეთით - მდინარე კლისურამდე. VIII ს-დან დასავლეთ საქართველოს მცხეთის საკათალიკოსის ტერიტორიასთან ერთად იგი გაერთიანდა აფხაზეთის ქართულ საკათალიკოსოში. ამის შემდეგ ფაზისის ნაცვლად მკიდრდება მისი თანამედროვე სახელწოდება ფოთი, რომელიც პირველად გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში იხსენიება. VIII ს-ში გაუქმებული ფოთის სამიტროპოლიტოს ადგილზე მისი შემცველი ქართული საეპისკოპოსო ერთეული არ შეუქმნიათ. ამ პერიოდში იმერეთსა და სამეგრელოში ეკლესიებს თვით კათალიკოსი მართავდა. მოგვიანებით, IX-X ს-ში ამ რეგიონში მრავალი მსხვილი სამღვდელმთავრო ერთეული - საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სამეგრელოში სამი ეპარქია იყო: ჭყონდიდის, ცაგერისა და ცაიშის. 1823 წელს ჭყონდიდის ეპისკოპოს ბესარიონ ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით საპარქიო ცენტრი - მარტვილი ჩამოყალიბდა. გაერთიანებულ სამღვდელმთავროებს სამეგრელოს ეპარქია ეწოდა, ხოლო 1885 წელს იქმნება გურია-სამეგრელოს საეკლესიო ერთეული საეპარქიო ცენტრით ქალაქ ფოთში. 1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში განახლდა ჭყონდიდის ეპარქია. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის, და ფოთის ეპარქიები. 1996 წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). 2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსად. მონასტრები: ხობის რაიონის სოფ. ნოჯიხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერი. მთავარი ტაძარი - მიძინების სახელობისა. წინამძღვარი - იღუმენია ანა (მუსელიანი), მოძღვარი - მღვდელი ილია ლომაია მოქმედი სამრევლო ეკლესიები: ქ. ფოთში:
-------------------- ფარით ან ფარზე
|
A.V.M საქართველოს საპატრიარქო Dec 10 2011, 01:17 PM
A.V.M ეპარქიები
1.მცხეთა-... Dec 10 2011, 01:30 PM
zaz კარგი იქნება საპატ... Dec 10 2011, 06:17 PM
A.V.M ეს საპატრიარქოს ოფ... Dec 10 2011, 07:39 PM
A.V.M კონსტიტუციური შეთ... Dec 14 2011, 07:44 PM
A.V.M წმ. სინოდის წევრებ... Dec 17 2011, 07:01 PM
A.V.M საქართველოს საპატ... Dec 19 2011, 05:57 PM
A.V.M მოკლედ რომ ვთქვა რ... Jan 5 2012, 08:09 PM
qristinee ამ თემის "უფროსის... Jan 8 2012, 04:35 PM
qristinee ეპარქიის ტერიტორი... Jan 8 2012, 05:16 PM
qristinee ჩვენ ეპარქიას აქვს... Jan 8 2012, 05:35 PM
qristinee http://s018.radikal.ru/i526/1201/84/c9c02c3782bc.j... Jan 8 2012, 05:53 PM
dr.house... მცხეთა-თბილისის ეპ... Jan 9 2012, 02:40 PM
GIORGI LELUASHVILI რუსთავისა და მარნე... Jan 9 2012, 10:40 PM
George Leluashvili
[size=5][b]რუსთავისა და მ... Aug 15 2012, 03:50 PM
ნაინა ჩრდილო ამერიკისა დ... Jan 12 2012, 02:26 AM
marine http://s018.radikal.ru/i513/1201/21/33660f8c87c4.j... Jan 16 2012, 04:06 PM
A.V.M ეხლა მარინეს მიერ ... Jan 24 2012, 10:34 PM
მაშიკო ქუთაის-გაენათის ეპ... Jan 24 2012, 11:44 PM
toka@ http://s018.radikal.ru/i511/1202/78/de2a1dbe8977.j... Feb 5 2012, 03:54 PM
zaz სამთავისისა და გორ... Feb 6 2012, 07:29 PM
zaz ვანისა და ბაღდათის... Feb 6 2012, 09:07 PM
terra მეუფე იაკობი (იაკო... Feb 15 2012, 08:52 PM
უჩა [b]რუსთავისა და მარნ... Feb 15 2012, 09:41 PM
A.V.M ჩემო ტკბილო ხალხო... Feb 16 2012, 08:11 PM
სოფი ახალციხისა და ტაო-... Feb 16 2012, 09:52 PM
სოფი
ყველაზე ინტერესი... Feb 16 2012, 10:05 PM
A.V.M ცოტა ხნით უნდა გად... Feb 20 2012, 07:32 PM
A.V.M როგორც საზოგადოებ... Feb 24 2012, 08:53 PM
A.V.M როგორც ცნობილია, ა... Feb 25 2012, 07:52 PM
A.V.M როგორც საინფორმაც... Mar 8 2012, 07:36 PM
ქევანა
ესეც პატიოსანი მო... Mar 8 2012, 08:24 PM
A.V.M მოსკოვი. კრემლი. მი... Mar 15 2012, 08:28 PM
mariami-k მოდერის თხოვნით გა... Aug 15 2012, 08:30 AM
აკაკი http://www.youtube.com/watch?v=5vGrWxrxdLU
მე... Aug 15 2012, 06:44 PM
gvanchi მოდერის თხოვნით ვწ... Aug 28 2012, 10:45 PM
A.V.M ხალხს ვცეთ პატივი, ... Nov 23 2012, 08:33 PM
A.V.M შეგახსენებთ რომ ხვ... Dec 20 2012, 03:08 AM
A.V.M გუშინ ვაანონსებდი ... Dec 21 2012, 02:10 AM
A.V.M მოგეხსენებათ რომ მ... Jan 3 2013, 09:01 PM
A.V.M კათოლიკოს-პატრიარ... Jan 12 2013, 12:51 AM
Martl_madidebeli
რას ნიშნავს ეს სიტ... Jan 12 2013, 03:52 PM
A.V.M Martl_madidebeli
დაახლოებით ... Jan 12 2013, 07:00 PM
A.V.M გუშინ (14.01.13) კიდევ ერ... Jan 15 2013, 11:26 PM
A.V.M როგორც მედიის საშუ... Jan 18 2013, 10:30 PM
A.V.M ყაზბეგში "ნაკურთ... Jan 23 2013, 01:14 AM
A.V.M სანიტარული ზედამხ... Mar 16 2013, 03:43 PM
A.V.M ამ თემაშიც დავდებ:
... Mar 30 2013, 01:42 AM
A.V.M საპატრიარქო რაბათ... Apr 6 2013, 12:08 AM
A.V.M მეუფე იაკობი - შევთ... Apr 7 2013, 11:38 PM
A.V.M საქართველოს საპატ... Apr 22 2013, 12:57 AM
A.V.M საპატრიარქო სინოდ... Apr 23 2013, 10:36 PM
A.V.M საპატრიაროს განცხ... May 26 2013, 08:37 PM
A.V.M http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sheiq... Jul 21 2013, 03:18 PM
G_saxva ამ წუთებში ზესტაფო... Jul 22 2013, 10:10 AM
A.V.M G_saxva
აქ არ დავწერ...:D Jul 22 2013, 08:02 PM
G_saxva
G_saxva
აქ არ დავწერ...:D
... Jul 22 2013, 08:34 PM
qetevano აუ მეც მაინტერესეე... Jul 22 2013, 08:49 PM
G_saxva
აუ მეც მაინტერესე... Jul 23 2013, 09:16 AM
A.V.M ჯერ პატრიარქმა დად... Jul 23 2013, 12:34 AM
qetevano
აუ გიორგი -_- :blink: Jul 23 2013, 11:15 AM
A.V.M აოფებთ... Jul 23 2013, 02:58 PM
A.V.M საქართველოსა და რუ... Jul 25 2013, 07:12 PM
A.V.M მეუფე ზენონი , საკმ... Jul 28 2013, 12:09 AM
A.V.M საპატრიარქოს კომი... Aug 5 2013, 01:43 AM
G_saxva A.V.M
რა დღეში ვართ :( მ... Aug 5 2013, 09:29 AM
qetevano ეეეე უკვე ძალიან ც... Aug 5 2013, 02:06 PM
G_saxva qetevano
არ უნდა ლაპარაკ... Aug 5 2013, 02:47 PM
qetevano G_saxva
ხოოო ძალიან მიკ... Aug 5 2013, 03:07 PM
G_saxva
G_saxva
ხოოო ძალიან მიკ... Aug 5 2013, 03:26 PM
A.V.M ,,ჩემო ქვეყანა , სულ ... Aug 5 2013, 06:09 PM
A.V.M ზესტაფონელმა მორწ... Aug 7 2013, 03:10 PM
G_saxva A.V.M
იცი რა ხდება, რეა... Aug 7 2013, 04:06 PM
A.V.M 10:00 / 14-08-2013
სამ სასულიე... Aug 14 2013, 01:06 PM
G_saxva აუცილებელია ყველა ... Aug 14 2013, 01:11 PM
A.V.M G_saxva
:D
მოდი ღრსება –უ... Aug 14 2013, 01:22 PM
G_saxva
G_saxva
:D
მოდი ღრსება –... Aug 14 2013, 02:27 PM
A.V.M G_saxva
თუ ჩაცუცქულ ბაზ... Aug 14 2013, 09:18 PM
A.V.M ავტორი ნინო ხარაძე... Aug 15 2013, 11:53 PM
A.V.M ბაჩო ახალაიას ადვო... Aug 16 2013, 12:15 PM
G_saxva A.V.M
ძალიან საინტერე... Aug 16 2013, 12:43 PM
A.V.M G_saxva
და იმედია სიცრუ... Aug 16 2013, 02:14 PM
G_saxva A.V.M
ნამდვილად არ მგო... Aug 16 2013, 02:23 PM
A.V.M უნდა შევძლოთ რომ ,,ს... Aug 16 2013, 02:25 PM
A.V.M http://info9.ge/?l=G&m=1000&id=24897&share=true
... Aug 16 2013, 02:44 PM
G_saxva A.V.M
ზუსტად ეს არ მომ... Aug 16 2013, 03:03 PM
A.V.M მღვდელ ნიკოლოზ ტაბ... Aug 20 2013, 09:30 PM
G_saxva A.V.M
ვერ დაგეთანხმებ... Aug 21 2013, 08:49 AM
A.V.M G_saxva
და რა გაიგე აბა ... Aug 21 2013, 01:19 PM
G_saxva
G_saxva
და რა გაიგე აბა ... Aug 21 2013, 01:24 PM
A.V.M G_saxva
ეგ საერთოდ არ მა... Aug 21 2013, 01:39 PM
G_saxva
G_saxva
ეგ საერთოდ არ მ... Aug 21 2013, 02:37 PM
qetevano G_saxva
და რა გაიგე გიო? Aug 21 2013, 02:59 PM
G_saxva qetevano
ზემოთ დავწერე რ... Aug 21 2013, 03:10 PM
A.V.M G_saxva
გმირობას არავი... Aug 21 2013, 05:46 PM
G_saxva
G_saxva
გმირობას არავი... Aug 21 2013, 06:03 PM
A.V.M G_saxva
გამაგიჟებთ თქვ... Aug 21 2013, 06:18 PM
G_saxva A.V.M
არ ვამბობ რომ არ... Aug 22 2013, 08:57 AM
A.V.M G_saxva
დიდმოწამეობა ა... Aug 22 2013, 12:29 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd January 2026 - 05:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი