IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> «ძუელი დღეთა», ახალი აღთქმის ღმერთი ძველ აღთქმაში
აკაკი
პოსტი Jan 9 2012, 08:06 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა... მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა... და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა... მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა. ( წინასწარმეტყველება დანიელისა 7. 9-11)


IPB-ს სურათი


ეს ცნობილი ჩვენება ღმრთისა, რომელიც გადმოცემულია დანიელის წიგნში, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის აცბუნებდა და აოცებდა ღმრთისმეტყველებს, შთააგონებდა ხელოვანებს, ფერმწერებსა და მწერლებს. მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ჩვენება «ძუელთა დღეთა» განიმარტება, როგორც ჩვენება მამა ღმერთისა. მაგრამ საწინააღმდეგოდაა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში, ეს არის ჩვენება ძე ღმერთისა, ღმრთის მარადიული სიტყვისა, ქრისტესი ვიდრე მის განკაცებამდე.

ციტატა
«პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი» (იოვანე 1.1)


მართლმაიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება დაფუძნებულია რწმენაზე: «ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა... რომლისაგან ყოველი შეიქმნა». ქრისტე არის თანამარადიული მამისა და სულისა. მაგრამ ხშირად ქრისტიანთა შორის თავს იჩენს აზრი, რომ ძველ აღთქმის მთავარმოქმედი, «მთავარი პირი» არის მამა. ეს მაშინ როცა ძე ღმრთისა შემეცნებულია, როგორც თანამარადიული მამისა, ის, რომლის მოსვლაც ნაწინასწასწარმეტყველებია, მაგრამ თავად რჩება როგორც სრულიად უხილავი. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის ჰიმნებსა და საგალობლებში, ეკლესიის აღმოსავლელ მამათა ნაწერები ცხადჰყოფენ, რომ ქრისტე წინა-განკაცებამდე სწორედაც ფაქტობრივად არის მოვლენათა ცენტრში, და წინა პლანზე ძველი აღთქმის წიგნებში.

«ძველთა დღეთას» ქრისტოლოგიური აღქმა, გაგება და შემეცნება მაშინ ხდება ნათელი, როდესაც გულისხმისყოფით ჩვენს თვალთა წინაშე იქნება გამოჩინება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი, როგორც დანახულ იქნა უფლის ერთგული და უსაყვარლესი მოწაფის მიერ, კუნძულ პატმოსზე:

ციტატა
და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ... მსგავსი ძისა კაცისაჲ... და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ... და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. (გამოცხადებაჲ იოვანესი 1. 12, 18)


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


მკვდრეთი აღდგომილი ქრისტე ჩანს და იხილვება ისეთი, როგორიცაა «ძუელი დთეთა», ასევე ისეთი, როგორიც ეჩვენა ის თავის მოწაფეებს მისი ფერისცვალებისას თაბორის მთაზე (მათე 17. 1-9). ქრისტეა «ძუელი დღეთა», რადგან იგი საუკუნო და მარადიულია. «საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ ღმერთი» (ფალმუნი 89. 2). ის არის უწინარეს ყოველი ქმნილებისა და არა აქვს დასასრული. ზოგიერთნი იბნევიან, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, აღდგომილი ქრისტე უტყუარად და ჭეშმარიტად იგივეა ვინც იწოდება «ძუელად დღეთაჲსად» დანიელის წიგნის შემდეგ მუხლებში:

ციტატა
«ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას. “ (დანიელი 7. 13, 14)


საყოველთაოდ ცნობილია, რომ «ძე კაცისად» იწოდება ქრისტე, ამიტომ შეცდომაა ვიფიქროთ, თითქოს «ძუელთა დღეთა» მამაა. ეკლესიის მამათა სწავლება გვიჩვენებს, რომ ძე კაცისა (წოდება) ეხმიანება (ეხება) განკაცებულ სიტყვას, «ვინაიდან ეს არის მისი თავმდაბლობა, რომ ის (ქრისტე) კაცის ძედ სახელ-იდების» (წმ. ათანასე დიდი, ეპისტოლე ანტიოქეს (? Antiochus) მიმართ). ხოლო «ძუელი დღეთა» არის სიტყვა, თავის წინა-განკაცებამდე. ამიტომ «ძუელი დღეთა» და ძე კაცისა არის ერთი და იგივე პიროვნება:

«დანიელმა იხილა სიმბოლური ნიშანი (პირველსახე) და ხატება, თუ რა იქნებოდა მომავალში, რომ, უხილავი ძე და სიტყვა ღმრთისა ჭეშმარიტად კაცად იქცა, შეიერთა რა ჩვენი ბუნება»
(წმ. იოანე დამასკელი, საღმრთო ხატებზე (On Divine Images) 3.26)

«კაცის ძის მსგავსებაში ის წინასწარ ჭვრეტს განკაცებას მხოლოდშობილისას»
(წმ. ამონოსი, პატროლოგია გრეკა 85-ე ტომი, l380A)


“მოდით ყველამ აღვამაღლოთ ჩვენი თვალები ზეცად ღმრთისა მიმართ, მსგავსად მგოდებელი იერემიასი: ერთი, რომელიც გამოჩნდა დედამიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენი, რომელიც სიხარულით (შდრ, “ნათელი მხიარული”) იქცეოდა კაცთა შორის, რომელსაც არ განუცდია ცვლილება, რომელმაც სხვადასხვაგვარად გამოუჩინა თავი თვისი წინასწარმეტყველთ, რომელსაც ეზეკიელი ახსენებს, როგორც კაცის სახით ცეცხლოვან ეტლზე, და დანიელი, როგორც კაცის ძეს და ძუელსა დღეთას, ერთადერთი უფლის ძველ და ახალ გამოცხადებას: ერთი, რომელი განსცხადნა და განანათლა ყოველი” (წმ. რომანოზ მელოდისტი, II კონდაკი განცხადებისათვის) - (მოცემული თარგმანი არ არის საეკლესიო, ძველი ქართულიდან გადმოტანილი ახალ ქართულზე, ამდენად იგი არ არის ზუსტი, არამედ თარგმნილია შინაარსის გასაგებად) არაერთი საგალობელი თუ პატრისტიკული ჰომილია მაცხოვრის შობის შესახებ, ჩვენში იწვევს იმას, რომ გვაფიქრებს იმ სიღრმეზე, «ძუელთა დღეთას» სრული თავმდაბლობისა, ჩვენთან ყველაზე დაუცველად და უმწეოდ მოსულისა და წარმოჩენილისა, ვითარცა ახალშობილი ყრმისა:

«რა შემიძლია ვთქვა? რადგან საკვირველება მაოცებს მე. «ძუელი დღეთა» რომელიც ზის მაღალ და დიდებულ ტახტზე, მიიწვინა ბაგაში»
(წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია მაცხოვრის შობაზე)

«ძუელი დღეთა, ჩვილად იქცა "
(წმ. ათანასე, ჰომილია ქრისტეს შობაზე)

«მოდით მიწამდე მოვიდრიკოთ თავი, მოდით ყოველნო ერნო უგალობეთ და განადიდეთ ყრმა ღმერთი, ორმოცი დღისა და საუკუნეთა უწინარესი, პატარა - თავმდაბალი ჩვილი და «ძუელი დღეთა», ჩვილი ძუძუს მწოვარი და შემოქმედი საუკუნეთ»
(წმ. კირილე იერუსალიმელი, ჰომილია ტაძრადმიყვანებისათვის (მირქმისა) უფლისა)

«ძუელი დღეთა, რომელმაც მისცა ძველად სჯული მოსეს სინაზე, დღეს იხილვება ვითარცა ჩვილი»
(ტროპარ-ვედრებათა კრებული, მირქმა (ტაძრადმიყვანება) უფლისა)

«ძველი დღეთა ჩვილი გახდა ჩემთვის... »
(Matins, Kathisma)

«ჰშევ მიუწდომელი ძუელი დღეთა, ვითარცა ახალი ჩვილი, რომელმან გვიჩვენა სათნოებათა ახალი ბილიკები ქვეყანაზე... "

(ღვთისმშობლისა, პარასკევსა ხმა V)

«ძველი დღეთა, ჰოი, ერთი ყოვლადწმიდა, კურთხეულსა საშოსა შენსა შინა გარდამოსრული, ვითარცა ცვარი ღრუბელზე, და კაცთმოყვარე გამოჩინებული ვითარცა ახალი ადამი»
(ღმრთისმშობლისა, წმ. პოლიკარპე სმირნელი, 23 თებერვალი)

«ჰშევ შენ ძუელი დღეთა ვითარცა ყრმა ახალი ჩვენთვის.. «
(ღმრთისმშობლისა, VI ხმა)

«რომელი გარდახვედ სჯულსა ბუნებისასა, ჰოი ქალწულო უბიწოო, ქვეყნად ახალი ყრმის მომყვანებელო, რომელი იგი ორივე არს რჯულის მომცემელი და ძუელი დღეთა...»
(ღმრთისშმობლისა, V კვირა მარხვისა)?

«მხოლოდ სვიმეონმა მიიეღო თავის მოხუცებულ ხელებში ძუელი დღეთა- ჩვილის სახით, და მაშინვე მაკურთხეველმა ღმრთისა თქვა: «აწ განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით...»
(წმ. მეთოდიუს ოლიმპუსი, პატროლოგია გრეკა 18-ე ტომი 3658)

[თარგმანი მოცემულია მხოლოდ შინაარსის გასაგებად]
= = =


ეს არის გამორჩეული მახასიათებელი მართლმადიდებელი გალობათმეტყველებისა და პატრისტიკული თეოლოგიისა: საკვირველია ღმრთის თავმდაბლობა, შესაბამისობა მისი ყოვლადძლიერებისა და ღმრთაებრივი დიდებისა და უსასრულო უბრალოებისა და მისი თავმდალობისა. ეგევე ღმერთი, რომელი საყდართა ზედა დიდებისათა მდჯომარე არს და ურიცხვნი და უთვალავნი ანგელოზნი მსახურებენ, იშვა უწმინდურ (შეუფერებელ) ქვაბულში, როგორც დაუცველი ყრმა! რომელსაც თავად ზეცა ვერ იტევს დედაკაცის მუცელმა დაიტია! რომლის შობასაც დასაწყისი არა აქვს! ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე, მორჩილად დაჰყვა მისსავ ქმნილებას, რომ ჯვარცმულიყო! და კიდევ მეტად გასაკვირი არაფერია, ვიდრე საგალობელები დიდი (წითელი) პარასკევისა: «რომელმან დედამიწა წყალთა ზედა დაჰკიდა, ხეზე დამოეკიდა», «რომელმან გარდაართხა ცანი, მეწამული მოახვიეს საცინლად»

IPB-ს სურათი

ასე, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს გონებაში ფესვს გაიდგამს ეკლესიის მამათა განმარტება და მათი შემეცნება ძველი აღთქმისა, შევძლებთ დავაფასოთ და განვიცადოთ, ღმრთის თავმდაბლობა და სიყვარული კაცობრიობისადმი. თუმცა შეუძლია გაანადგუროს უსამართლობა ჩვენში, მაგრამ ის ირჩევს თავად თავმდაბლობას, რათა ივნოს და მოკვდეს ჩვენთვის! რათა აღდგეს ისევ და აღადგინოს ჩვენი კაცობრივი ბუნება მასთან სასუფევლის სიმაღლეში. რადგან სიკვდილი ვერ მოიცავს სიცოცხლის მომნიჭებელს, ძუელსა დღეთას! «ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. « (გამოცხ. 1. 17,18).

მისია სუფევა და ძალი, უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აკაკი
პოსტი Jan 10 2012, 06:47 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სამი კაცის სტუმრობა აბრაამთან


IPB-ს სურათი


ძველი აღთქმის წიგნების მართლმადიდებლური აღქმა და შემეცნება ქვემოცემული სამი არსებითი მნიშვნელობის მოწმობაზეა დაფუძნებული:

1) მთლიანი წერილი არის ღმრთივსულიერი და ფრიად სასარგებლო და სავალდებულოა სწავლებისათვის
2) ძველი აღთქმა ნათლად საუბრობს ქრისტეზე
3) ღმრთის ყველა გამოვლინება ძველი აღთქმის წიგნებში არის იგივე ღმრთის ძის გამოვლინება

IPB-ს სურათი


ქვემოცემულ მუხლებში ჩვენთვის გამდმოცემულია ღმრთის ყველაზე ადრინდელი გამოცხადება ძველი აღთქმის წიგნებიდან: გამოცხადება სამი კაცისა აბრაამთან, რომელიც ხდება მამრეს მუხასთან. იყო დრო, ეს სამი კაცის იგივდებოდა და განიმარტებოდა არა როგორც სიტყვა (ღმრთის დაუსაბამო სიტყვა, ე.ი ქრისტე თავის წინა-განკაცებამდე) არამედ, როგორც სახე ყოვლად წმ. სამებისა, ეს აზრი საყოველთაოდ ცნობილი გახდა ანდრია რუბლიოვის წმ. სამების მართლაც ღმრთივშვენიერი და უცნობილესი ხატის მიერ, რომელიც ეფუძნება და ეხმიანება უძველეს ხატებს რომელსაც "აბრაამის სტუმართმოყვარეობა" ეწოდება (ფრესკები IV-VI საუკუნეებისა). გამოცხადება სამი კაცისა (განიმარტება როგორც ანგელოზები) აღწერილია შესაქმის 18-ე თავში:

ციტატა
ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას.
და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა. მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა.
და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად. და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.
და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა. და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა. ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.

ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ? ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.
ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.

ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი. ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.
ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი. რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.
და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა. და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.

და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა? არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს. და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს. და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.
და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.


საინტერესო ისაა, რომ აბრაამს საუბარში მიმართავს მხოლოდ ერთი - უფალი. ცხადია, მიმართვა "უფალო" არ გულისხმობს უბრალოდ პატივისცემას და მოწიწებას, როგორც მაგალითად დღეს "ბატონო", მართლაც ასე, რომ ყოფილიყო აბრაამს უნდა ეთქვა "ბატონებო", არამედ ეს აღსარებაა (აღიარება), რომ ერთი მათგანი მართლაც უფრო დიდია, უმეტესია (ე.ი აბრაამის საუბარიც მიმართულია ერთი პიროვნებისადმი). ამის გარდა, ვკითხულობთ, რომ ორი კაცი მათგან გამოეყოფა ანუ გაემგზავრებიან სოდომში და ამ დროს ნათქვამია, რომ "აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა".

რაც ახლა ჩვენს წინაშეა, არ იგულისხმება წმ. სამების გამოცხადებად, არამედ იგულიხმება გამოცხადება ღმრთის სიტყვისა, რომელსაც თან ორი ანგელოზი ახლია. უეჭველად და უდავოდ, რათ თქმა უნდა მართლმადიდებლური ეგზეგეზის (განმარტება) მიხედვით, ყველა გამოვლინა ღმთაებისა ძველ აღთქმაში არის ძე და არა წმ. სამება თავისი სისავსით.


  • ასეთ ხედვას და მოსაზრებას გამოხატავს II საუკუნის მოღვაწე წმ. იუსტინე მარტვილი:

    "მოსე, კურთხეული და სარწმუნო მსახური ღმრთისა, აცხადებს, რომ ერთი მათგანი, რომელნიც აბრაამმა იხილა მამრეს მუხასთან არის ღმერთი, რომელსაც თან ახლია ორი ანგელოზი და რომელნიც გაიგზავნენ სოდომის დასაქცევად, სხვის მიერ, რომელიც მარად ზევით ზეცაში რჩება, რომელიც არ უნახავს არცერთ ხორციელს (ე.ი ქმნილებას საერთოდ - მთარგმ.), და რომელიც თვისით იტყვის არავინ სხვასთან, რომელსაც ჩვენ ყოვლის შემოქმედად და მამად სახელვდებთ. (დიალოგი. 56)"


  • ასეთივე ხედვა აქვს სევერიანს - გაბალელ (ქ. სირიაში) ეპისკოპოსს V საუკუნეში:

    "ქრისტე გეჩვენა შენ, ჰოი ერთი ჩინებული, მოაცილა ორმა ანგელოზმა, და შენი სტუმართმოყვარეობით მეგობრად შეიქენი ღმთისა და ანგელოზთა... ქრისტე გეჩვენა შენ, ვითარცა ჩვენება კაცისა, გამოგეცხადა თავისი ღმრთაების იდუმალებით და გამომხსნელი დარჩენით დედამიწაზე (ე.ი ქრისტეს, გამომხსნელი, 33 წლიანი ცხოვრება დედამიწაზე)... ხოლო შენ შეიცანი ვითარცა შუამავლი ძე, რომელიც ორი ცოცხალი არსების შორის იცნობების" (ანუ ღმერთი და ადამიანი) - (პატროლოგია გრეკა 56:546)
IPB-ს სურათი


  • ასევე ორიგენე, თუმცა იგი გვთავაზომს ეგზეგეზას, რომლის მიხედვით სამი კაცი არის სახე წმ. სამებისა, მაგრამ მის სიტყვებში გადმოცემულია თხრობა ღმრთის სიტყვის გამოცხადებისა ორ ანგელოზთან ერთად:

    "პირველ რგიში გაითვალისწინეთ, რომ ორ ანგელოზთან ერთად უფალი ესტუმრა აბრაამს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ორი ანგელოზი, რომლნიც შემდეგ ლოტთან მივიდნენ" (პატროლოგია გრეკა 12:184)
ასევე ეკლესიის ისტორიკოსი ევსები კესარიელი აღწერს ამ მოვლენას, როგორც ჩვენებას "უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისას" ორ თანმხლებ ანგელოზთან ერთად. იგი კონკრეტულად მიუთითებს და ამბობს, რომ შუა ფიგურა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და გამორჩეულია თავისი ღირსებით.

IPB-ს სურათი

წმ. სამების სიმბოლო მხოლოდ ტრაპეზთან იხილვება


  • იგივე ნიშვნელობის მქონებელია წმ. რომანოზ მელოდისტის კონდაკი წმიდა განცხადებისა:

    "რაჟამს ღმერთი ეჩვენა აბრაამს, ოდეს მამრეს მუხასთან იჯდა, იხილვებოდა იგი ვითარცა კაცი, ხოლო მან არა უწყოდა ვინ იყო, რადგან ვერ ეტვირთა ესე: არამედ ახლა ჩვენთვის ასე აღარ არის, რამეთუ თავის პიროვნებაში სიტყვა ხორციელ იქმნა"

    "მაშინ, როცა ღმერთი ეჩვენა აბრაამს, მასში მას ღმერთი არ უხილავს, არამედ ჩვენ ვხედავთ მას, რამეთუ ესრეთ ინება მან, და ჩვენ გვაქვს შემეცნება ერთისა მის, რომელი გამოცხადდა და განანათლა ყოველი"
  • პროკოფი ღაზელი VI საუკუნეში გვეუბნება, რომ (წერილის) გადმოცემას სამი კაცის შესახებ მამრესთან, მის დროს სამი სახით აღიქვამდნენ:

    "ზოგნი ამბობენ, რომ ისინი არიან სამნი ანგელოზნი, სხვანი - ერთი მათგანი ღმერთია ორი კი ანგელოზი და სხვები კიდევ - ეს სამი წმ. სამების სახეაო" (პატრილოგია გრეკა 12:184)
ასე ჩანს, რომ პირველად იხილვება სახე წმ. სამებისა წმ. კირილე ალექანდრიელის თხრობაში, რომლის განცხილვითაც მხოლობითი ფორმა "უფალო" მიუთითებს წმ. სამების ერთობაზე (ერთ ბუნებაზე). მაგრამ ძველი პატრისტიკული კომენტარები სამ კაცში ხედავს ღმრთის სიტყვას ორ ანგელოზთან ერთად.

ამავდორულად რუბლიოვის ხატი საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით კანონიკურია, მასზე იხილვება სიმბოლური სახე წმ. სამებისა; სხვა ხატი წმ. სამებისა, რომელიც მამას გამოსახავს, როგორც "ძუელი დღეთა" და ქრისტეს, როგორც ძე კაცისას - სულიწმიდასთან ერთად, რომელიც მტრედის სახითაა ნაჩვენები, ვითარცა ნათლისღებისას იორდანეში - არის შეცდომა (იხილეთ ზემო სტადია "ძუელი დღეთას" შესახებ). მამა ღმერთი არც ერთხელ არ გამოჩენილა ძველ აღთქმაში:

ციტატა
არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ. (იოვანე 6. 46)


ციტატა
ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა. (უივაბე 1.18)


IPB-ს სურათი


ასეთი ხედვა შეუსაბამოა ძველი აღთქმის ადრეულ პატრისტიკულ შემეცნებაში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   «ძუელი დღეთა»   Jan 9 2012, 08:06 PM
GIORGI LELUASHVILI   კარგი თემაა, საინტ...   Jan 9 2012, 10:05 PM
აკაკი   [b]სამი კაცის სტუმრო...   Jan 10 2012, 06:47 PM
აკაკი   [color=#990000][b]ქრისტე და მო...   Jan 12 2012, 06:06 PM
A.V.M   აკაკი ჯიგარი ხარ... ...   Jan 12 2012, 08:36 PM
აკაკი   [b]სინა, ქორები და თა...   Jan 13 2012, 08:08 PM
აბდალა   სად იყავით კაცო აქ...   Jan 13 2012, 08:14 PM
აკაკი   აბდალა მართლმადიდ...   Jan 13 2012, 08:29 PM
აბდალა   აკაკი გმადლობ :მად...   Jan 13 2012, 08:35 PM
GIORGI LELUASHVILI   აბდალა დამოდარას:D ...   Jan 13 2012, 08:46 PM
karpaki   აბდალა დამოდარას:D...   Apr 18 2012, 10:32 PM
აბდალა   GIORGI LELUASHVILI :D   Jan 13 2012, 08:52 PM
აკაკი   [color=#CC0000][b]აღსრულება ს...   Jan 13 2012, 11:02 PM
ხახაბოელი   ერთი რაგაც ვერ გავ...   Apr 18 2012, 07:05 PM
George Leluashvili   ერთი რაგაც ვერ გავ...   Apr 18 2012, 10:46 PM
აკაკი   “მოდით ყველამ აღვ...   Apr 18 2012, 10:46 PM
Otherguy   ეკლესიის მამების ნ...   Apr 21 2012, 12:36 AM
ხახაბოელი   ვინც იცის იქნებ გა...   Apr 21 2012, 11:58 AM
აკაკი   აი მეც როგორ გავიგ...   Apr 21 2012, 12:25 PM
ხახაბოელი   ესეიგი დანიელმა ნა...   Apr 21 2012, 12:36 PM
Otherguy   ესეიგი დანიელმა ნ...   Apr 23 2012, 08:42 AM
esre ars cheshmariteba   მაგრამ ძე კაცისა ც...   Apr 23 2012, 09:23 PM
ხახაბოელი   Otherguy მამები, როგორ გ...   Apr 23 2012, 12:50 PM
აკაკი   გარდა ამისა ჩვენ ვ...   Apr 23 2012, 01:00 PM
ხახაბოელი   ხო მართალია ეგ სიტ...   Apr 23 2012, 01:18 PM
Otherguy   ხახაბოელი ანუ ამბ...   Apr 23 2012, 09:13 PM
ხახაბოელი   მე არ ვამბობ, რომ უე...   Apr 23 2012, 09:29 PM
esre ars cheshmariteba   მე არ ვამბობ, რომ უ...   Apr 23 2012, 09:39 PM
ხახაბოელი   ალეგორიულად იცი რა...   Apr 23 2012, 10:14 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba რაც უნდა გ...   Apr 23 2012, 10:28 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რაც უნდა გ...   Apr 24 2012, 09:32 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რაც უნდა გ...   Apr 24 2012, 09:42 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ჩემი პოსტ...   Apr 24 2012, 09:37 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba მარტო ხორ...   Apr 24 2012, 10:02 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მარტო ხორ...   Apr 24 2012, 10:04 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ზუსტად ამ...   Apr 24 2012, 10:33 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ზუსტად ამ...   Apr 24 2012, 10:59 PM
ხახაბოელი   ვფიქრობ შენ არ იცნ...   Apr 25 2012, 07:44 AM
esre ars cheshmariteba   ვფიქრობ შენ არ იცნ...   Apr 25 2012, 07:20 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba მე ბერძნუ...   Apr 25 2012, 08:14 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მე ბერძნუ...   Apr 26 2012, 12:03 AM
აკაკი   ვფიქრობ რომ თემისა...   Apr 25 2012, 08:49 PM
ხახაბოელი   მართალია გადახვევ...   Apr 25 2012, 08:52 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ბევრი რამ...   Apr 26 2012, 07:53 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ბევრი რამ...   Apr 27 2012, 04:31 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 06:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი