![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
დღეს ბევრი არასწორად უყურებს და უდგება ამ საკითხს. სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარნი მათ სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ჩვენ უნდა ვიქონიოთ სწორი შეხედულება მათზე, ისეთი როგორიც ბიბლიაშია მოცემული.
უამრავ ადამიანს დემონთა რეალობის არ ჯერა და ზღაპრებს ადარებს, მაგრამ ასევე უამრავი შემთხვევაა მათი ფიზიკური გამოჩენისა და მორწმუნეებთან მტრული და ავისმომასწავებელი დამოკიდებულებისა. ზოგს შესაძლოა ისინი ხილილი სახითაც გამოსცხადებიან, მაგრამ უმეტესად დემონები ადამიანებს (განსაკუთრებით მორწმუნეებს) უფლისა და ანგელოზთა სახითაც ეცხადებიან, რის შესახებაც პავლე მოციქული გვაფრთხილებს. ![]() საღვთო წერილის თანახმად ცოდვის საწყისი ეშმაკიდან მოდის. „რომელმან ქმნნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს“ (I ინ. 3,8). სიტყვა „ეშმაკი“ ცილისმწამებელს (ბერძნ. διαβολος - ცილისწამება, მოტყუება) ნიშნავს. წმიდა წერილის მინიშნებათა ურთიერთშედარებით ვხედავთ, რომ ეს არის ბოროტებისკენ მიდრეკილი ერთ-ერთი გონიერი სული, ანგელოზი. მას, როგორც ყველა გონიერ არსებას, გააჩნდა თავისუფლება, რომელიც სიკეთეში სრულყოფისთვის მიეცა, მაგრამ „არ დარჩა ჭეშმარიტებაში“ და განუდგა ღმერთს. მაცხოვარმა მის შესახებ ბრძანა: „რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳან ტყუვილსა თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (ინ. 8,44). მას სხვა ანგელოზთა დაცემა მოჰყვა. იუდა მოციქულისა და პეტრე მოციქულის ეპისტოლეებში ვკითხულობთ ანგელოზებზე, რომლებმაც „არა დაიმარხნეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევნეს სამკჳდრებელი მათი“ (იუდ. 1,6: შდრ. 2 პეტ. 2,4). რა მიზეზით მოხდა ცოდვით დაცემა ანგელოზთა სამყაროში? იმავე საღვთო გამოცხადებიდან ვასკვნით, რომ ამის მიზეზი ამპარტავნება იყო. „ცოდვის სათავე მზვაობაა“ - ამბობს ზირაქის ძე (ზირ. 10,13). პავლე მოციქული აფრთხილებს ტიმოთე მოციქულს, არ დაადგინოს ეპისკოპოსად ვინმე ახალმოქცეული და დასძენს: „რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (I ტიმ. 3,6). ძველი აღთქმის გამოცხადებაში სულ რამდენიმე ადგილას არის ნახსენები ბოროტ სულთა შესახებ. აი, ისინი: შესაქმის მესამე თავში ვკითხულობთ პირველ ადამიანთა შემაცდენლის, „გველის“ თაობაზე; იობის წიგნის პირველ თავში მოთხრობილია სატანას ქმედებებზე მართალის ცხოვრებაში; მეფეთა პირველი წიგნიდან ვიგებთ, რომ საულს „შეუხდა სული უკეთური“, როდესაც „სული უფლისა განეშორა“ (I მეფ. 16,14); ნეშტთა წიგნში წერია, რომ მეფე დავითმა მოისურვა, ჩაეტარებინა ხალხის აღწერა: „აღდგა შემასმენელი ეშმაკი იზრაელსა ზედა და აღძრა დავითი აღრაცხად იზრაელისა“ (I ნეშტ. 21,1): ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იხილა მან მღვდელმთავარი იესუ, რომელსაც ეშმაკი უპირისპირდებოდა; წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ წერია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოხდა“ (სიბრძნე სოლ. 2,24) და „უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ...“ (2 სჯ. 32,17). ახალი აღთქმის გამოცხადებაში შეუდარებლად უფრო სრულად არის წარმოდგენილი სატანასა და მისი ანგელოზების ქმედებანი. იქიდან ვიგებთ, რომ სატანა და ბოროტი სულები გამუდმებით ითრევენ ადამიანებს ბოროტ საქმეებში. სატანა გაკადნიერდა და თავად უფალი იესო ქრისტე გამოსცადა უდაბნოში. ბოროტი სულები იჭრებიან ადამიანთა სულებში და სხეულშიც კი, რასაც ადასტურებს სახარებისეული ბევრი მოვლენა და მაცხოვრის სწავლება. ადამიანებში ბოროტ სულთა ჩასახლების შესახებ ვიცით მაცხოვრის მიერ ეშმაკეულთა განკურნების მრავალი მაგალითიდან. უკეთური სულები ერთგვარად ჩასაფრებულნი არიან, რათა დაუდევარნი ბოროტებაში ჩაითრიონ. „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდა განვიდეს კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქუეს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ: და მო-რა-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდროს მუნ. და იქმნეს უკანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (მთ. 12,43-45). საპყარი დედაკაცის განკურნების თაობაზე მაცხოვარმა სინაგოგას მთავარს უთხრა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა ათრვამეტი წელი არს: არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?“ (ლკ. 13,16). წმიდა წერილი ბოროტ სულებს, აგრეთვე, „უწმიდურ სულებს“, „ბოროტების სულებს“, დემონებს, ეშმაკის ანგელოზებს, სატანის ანგელოზებს უწოდებს. ხოლო მათ მთავარს, ეშმაკს იხსენიებს სახელებით: „მაცდური“, „სატანა“, „ბელზებული“, „ბელიარი“, „ავსულთა თავადი“, „მთიები“ და სხვა. შესაქმის წიგნის მესამე თავი მოგვითხრობს, რომ ეშმაკმა მიიღო გველის სახე და პირველ ადამიანთა შეცდენისა და ცოდვით დაცემის მიზეზი შეიქნა. აპოკალიფსისში იგი მოხსენიებულია, როგორც „ვეშაპი... დიდი, გუელი დასაბამისაჲ“ (გამოცხ. 12,9). სატანასა და მის ანგელოზებს აეკრძალათ ზეციურ ნათელ სავანეებში მკვიდრობა. „ვხედვედ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“ (ლკ. 10,18) - უთხრა მოწაფეებს მაცხოვარმა. ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. მოციქული მათ „ბნელსა მის ამის საწუთროჲს მთავრობებს, უფლებებსა და სოფლის განმგებლებს“ უწოდებს (ეფ. 6,12); ეშმაკს ჰაერში გამეფებულ თავადს ადარებს (ეფ. 2,2), მის მსახურთ, დაცემულ ანგელოზებს კი, ცისქვეშეთში უკეთურ სულებად იხსენიებს (ეფ. 6,12). პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი "დოგმატური ღვთისმეტყველება" -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
georgios |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ასე ზუსტად არაა დაკონკრეტებული, რომ ჯოჯოხეთი მაინცდამაინც აქაა, ან - იქ, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ამის შესახებ წმინდა წერილი.ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. ანუ ჯოჯოხეთი არის ქვესკნელში, სადღაც ქვემოთ, შესაძლოა მიწისქვეშეთშიც.უფალიც ამბობს, რომ როგორც იონა წინასწარმეტყველი იყო ვეშაპის მუცელში სამი დღე, ასევე ძე კაცისა (ანუ თავად) იქნება სამ დღეს დედამიწის გულში.ხოლო უფალს სიკვდილიდან სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთიდან ამოყავდა მართალი სულები.ესეიგი ჯოჯოხეთი ყოფილა დედამიწის გულში ამაზე მახსენდება გაგარინზე რომ ჰყვებიან, რომ დაბრუნდა დედამიწაზე, ასე სთქვა, ღმერთი მე მაღლა არ მინახავსო. ![]() დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ დედამიწის გულშია, არ არის დამაჯერებელი. რატომ მივაკუთვნებთ ჯოჯოხეთს რაიმე ადგილმდებარეობას ფიზიკურ პლანში, როდესაც სულს ფიზიკური ნიშან-თვისებები არ გააჩნია? დაცემული ანგელოზი სიტყვასიტყვით დაცემულს არ ნიშნავს მარტო და მას სულისმიერი მნიშვნელობაც გააჩნია აუცილებლად. იესო მიწის წიაღში თუ იყო, ის დედამიწის გულში ხომ არ ყოფილა, ის იყო დასვენებული ჩვეულებრივ აკლდამაში. გარდა მიწიერებისა, ეშმაკები ჰაერის მპყრობელებადაც არიან მოხსენიებულები, ანუ მათი მხოლოდ მიწასთან და დედამიწის გულთან ასოციაცია არ არის სწორი. ![]() -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 04:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი