![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა... მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა... და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა... მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა. ( წინასწარმეტყველება დანიელისა 7. 9-11) ![]() ეს ცნობილი ჩვენება ღმრთისა, რომელიც გადმოცემულია დანიელის წიგნში, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის აცბუნებდა და აოცებდა ღმრთისმეტყველებს, შთააგონებდა ხელოვანებს, ფერმწერებსა და მწერლებს. მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ჩვენება «ძუელთა დღეთა» განიმარტება, როგორც ჩვენება მამა ღმერთისა. მაგრამ საწინააღმდეგოდაა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში, ეს არის ჩვენება ძე ღმერთისა, ღმრთის მარადიული სიტყვისა, ქრისტესი ვიდრე მის განკაცებამდე. ციტატა «პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი» (იოვანე 1.1) მართლმაიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება დაფუძნებულია რწმენაზე: «ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა... რომლისაგან ყოველი შეიქმნა». ქრისტე არის თანამარადიული მამისა და სულისა. მაგრამ ხშირად ქრისტიანთა შორის თავს იჩენს აზრი, რომ ძველ აღთქმის მთავარმოქმედი, «მთავარი პირი» არის მამა. ეს მაშინ როცა ძე ღმრთისა შემეცნებულია, როგორც თანამარადიული მამისა, ის, რომლის მოსვლაც ნაწინასწასწარმეტყველებია, მაგრამ თავად რჩება როგორც სრულიად უხილავი. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის ჰიმნებსა და საგალობლებში, ეკლესიის აღმოსავლელ მამათა ნაწერები ცხადჰყოფენ, რომ ქრისტე წინა-განკაცებამდე სწორედაც ფაქტობრივად არის მოვლენათა ცენტრში, და წინა პლანზე ძველი აღთქმის წიგნებში. «ძველთა დღეთას» ქრისტოლოგიური აღქმა, გაგება და შემეცნება მაშინ ხდება ნათელი, როდესაც გულისხმისყოფით ჩვენს თვალთა წინაშე იქნება გამოჩინება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი, როგორც დანახულ იქნა უფლის ერთგული და უსაყვარლესი მოწაფის მიერ, კუნძულ პატმოსზე: ციტატა და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ... მსგავსი ძისა კაცისაჲ... და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ... და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. (გამოცხადებაჲ იოვანესი 1. 12, 18) ![]() ![]() მკვდრეთი აღდგომილი ქრისტე ჩანს და იხილვება ისეთი, როგორიცაა «ძუელი დთეთა», ასევე ისეთი, როგორიც ეჩვენა ის თავის მოწაფეებს მისი ფერისცვალებისას თაბორის მთაზე (მათე 17. 1-9). ქრისტეა «ძუელი დღეთა», რადგან იგი საუკუნო და მარადიულია. «საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ ღმერთი» (ფალმუნი 89. 2). ის არის უწინარეს ყოველი ქმნილებისა და არა აქვს დასასრული. ზოგიერთნი იბნევიან, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, აღდგომილი ქრისტე უტყუარად და ჭეშმარიტად იგივეა ვინც იწოდება «ძუელად დღეთაჲსად» დანიელის წიგნის შემდეგ მუხლებში: ციტატა «ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას. “ (დანიელი 7. 13, 14) საყოველთაოდ ცნობილია, რომ «ძე კაცისად» იწოდება ქრისტე, ამიტომ შეცდომაა ვიფიქროთ, თითქოს «ძუელთა დღეთა» მამაა. ეკლესიის მამათა სწავლება გვიჩვენებს, რომ ძე კაცისა (წოდება) ეხმიანება (ეხება) განკაცებულ სიტყვას, «ვინაიდან ეს არის მისი თავმდაბლობა, რომ ის (ქრისტე) კაცის ძედ სახელ-იდების» (წმ. ათანასე დიდი, ეპისტოლე ანტიოქეს (? Antiochus) მიმართ). ხოლო «ძუელი დღეთა» არის სიტყვა, თავის წინა-განკაცებამდე. ამიტომ «ძუელი დღეთა» და ძე კაცისა არის ერთი და იგივე პიროვნება: «დანიელმა იხილა სიმბოლური ნიშანი (პირველსახე) და ხატება, თუ რა იქნებოდა მომავალში, რომ, უხილავი ძე და სიტყვა ღმრთისა ჭეშმარიტად კაცად იქცა, შეიერთა რა ჩვენი ბუნება» (წმ. იოანე დამასკელი, საღმრთო ხატებზე (On Divine Images) 3.26) «კაცის ძის მსგავსებაში ის წინასწარ ჭვრეტს განკაცებას მხოლოდშობილისას» (წმ. ამონოსი, პატროლოგია გრეკა 85-ე ტომი, l380A) “მოდით ყველამ აღვამაღლოთ ჩვენი თვალები ზეცად ღმრთისა მიმართ, მსგავსად მგოდებელი იერემიასი: ერთი, რომელიც გამოჩნდა დედამიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენი, რომელიც სიხარულით (შდრ, “ნათელი მხიარული”) იქცეოდა კაცთა შორის, რომელსაც არ განუცდია ცვლილება, რომელმაც სხვადასხვაგვარად გამოუჩინა თავი თვისი წინასწარმეტყველთ, რომელსაც ეზეკიელი ახსენებს, როგორც კაცის სახით ცეცხლოვან ეტლზე, და დანიელი, როგორც კაცის ძეს და ძუელსა დღეთას, ერთადერთი უფლის ძველ და ახალ გამოცხადებას: ერთი, რომელი განსცხადნა და განანათლა ყოველი” (წმ. რომანოზ მელოდისტი, II კონდაკი განცხადებისათვის) - (მოცემული თარგმანი არ არის საეკლესიო, ძველი ქართულიდან გადმოტანილი ახალ ქართულზე, ამდენად იგი არ არის ზუსტი, არამედ თარგმნილია შინაარსის გასაგებად) არაერთი საგალობელი თუ პატრისტიკული ჰომილია მაცხოვრის შობის შესახებ, ჩვენში იწვევს იმას, რომ გვაფიქრებს იმ სიღრმეზე, «ძუელთა დღეთას» სრული თავმდაბლობისა, ჩვენთან ყველაზე დაუცველად და უმწეოდ მოსულისა და წარმოჩენილისა, ვითარცა ახალშობილი ყრმისა: «რა შემიძლია ვთქვა? რადგან საკვირველება მაოცებს მე. «ძუელი დღეთა» რომელიც ზის მაღალ და დიდებულ ტახტზე, მიიწვინა ბაგაში» (წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია მაცხოვრის შობაზე) «ძუელი დღეთა, ჩვილად იქცა " (წმ. ათანასე, ჰომილია ქრისტეს შობაზე) «მოდით მიწამდე მოვიდრიკოთ თავი, მოდით ყოველნო ერნო უგალობეთ და განადიდეთ ყრმა ღმერთი, ორმოცი დღისა და საუკუნეთა უწინარესი, პატარა - თავმდაბალი ჩვილი და «ძუელი დღეთა», ჩვილი ძუძუს მწოვარი და შემოქმედი საუკუნეთ» (წმ. კირილე იერუსალიმელი, ჰომილია ტაძრადმიყვანებისათვის (მირქმისა) უფლისა) «ძუელი დღეთა, რომელმაც მისცა ძველად სჯული მოსეს სინაზე, დღეს იხილვება ვითარცა ჩვილი» (ტროპარ-ვედრებათა კრებული, მირქმა (ტაძრადმიყვანება) უფლისა) «ძველი დღეთა ჩვილი გახდა ჩემთვის... » (Matins, Kathisma) «ჰშევ მიუწდომელი ძუელი დღეთა, ვითარცა ახალი ჩვილი, რომელმან გვიჩვენა სათნოებათა ახალი ბილიკები ქვეყანაზე... " (ღვთისმშობლისა, პარასკევსა ხმა V) «ძველი დღეთა, ჰოი, ერთი ყოვლადწმიდა, კურთხეულსა საშოსა შენსა შინა გარდამოსრული, ვითარცა ცვარი ღრუბელზე, და კაცთმოყვარე გამოჩინებული ვითარცა ახალი ადამი» (ღმრთისმშობლისა, წმ. პოლიკარპე სმირნელი, 23 თებერვალი) «ჰშევ შენ ძუელი დღეთა ვითარცა ყრმა ახალი ჩვენთვის.. « (ღმრთისმშობლისა, VI ხმა) «რომელი გარდახვედ სჯულსა ბუნებისასა, ჰოი ქალწულო უბიწოო, ქვეყნად ახალი ყრმის მომყვანებელო, რომელი იგი ორივე არს რჯულის მომცემელი და ძუელი დღეთა...» (ღმრთისშმობლისა, V კვირა მარხვისა)? «მხოლოდ სვიმეონმა მიიეღო თავის მოხუცებულ ხელებში ძუელი დღეთა- ჩვილის სახით, და მაშინვე მაკურთხეველმა ღმრთისა თქვა: «აწ განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით...» (წმ. მეთოდიუს ოლიმპუსი, პატროლოგია გრეკა 18-ე ტომი 3658) [თარგმანი მოცემულია მხოლოდ შინაარსის გასაგებად] = = = ეს არის გამორჩეული მახასიათებელი მართლმადიდებელი გალობათმეტყველებისა და პატრისტიკული თეოლოგიისა: საკვირველია ღმრთის თავმდაბლობა, შესაბამისობა მისი ყოვლადძლიერებისა და ღმრთაებრივი დიდებისა და უსასრულო უბრალოებისა და მისი თავმდალობისა. ეგევე ღმერთი, რომელი საყდართა ზედა დიდებისათა მდჯომარე არს და ურიცხვნი და უთვალავნი ანგელოზნი მსახურებენ, იშვა უწმინდურ (შეუფერებელ) ქვაბულში, როგორც დაუცველი ყრმა! რომელსაც თავად ზეცა ვერ იტევს დედაკაცის მუცელმა დაიტია! რომლის შობასაც დასაწყისი არა აქვს! ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე, მორჩილად დაჰყვა მისსავ ქმნილებას, რომ ჯვარცმულიყო! და კიდევ მეტად გასაკვირი არაფერია, ვიდრე საგალობელები დიდი (წითელი) პარასკევისა: «რომელმან დედამიწა წყალთა ზედა დაჰკიდა, ხეზე დამოეკიდა», «რომელმან გარდაართხა ცანი, მეწამული მოახვიეს საცინლად» ![]() ასე, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს გონებაში ფესვს გაიდგამს ეკლესიის მამათა განმარტება და მათი შემეცნება ძველი აღთქმისა, შევძლებთ დავაფასოთ და განვიცადოთ, ღმრთის თავმდაბლობა და სიყვარული კაცობრიობისადმი. თუმცა შეუძლია გაანადგუროს უსამართლობა ჩვენში, მაგრამ ის ირჩევს თავად თავმდაბლობას, რათა ივნოს და მოკვდეს ჩვენთვის! რათა აღდგეს ისევ და აღადგინოს ჩვენი კაცობრივი ბუნება მასთან სასუფევლის სიმაღლეში. რადგან სიკვდილი ვერ მოიცავს სიცოცხლის მომნიჭებელს, ძუელსა დღეთას! «ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. « (გამოცხ. 1. 17,18). მისია სუფევა და ძალი, უკუნითი-უკუნისამდე. ამინ. |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ქრისტე და მოსე ალბათ ღმრთის გამოცხადებათაგან ყველაზე ცნობილია გამოცხადება ღმრთისა, ცეცხლმოდებული (შეუწველი) მაყვლოვანი ბუჩქი, რომელიც იხილა მოსემ (გამოსლვათა 3. 1-6) ციტატა "მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად. ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების. თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების? ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს? ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს. და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა. " ![]() "მანამ, სანამ რაიმეს ვიტყოდეთ ამ ყველაფერზედ, აუცილებლად უნდა ვთქვათ რაღაც "უფლის ანგელოზის" შესახებ, რომელიც ეჩვენა მოსეს "ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო" დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი პატრისტიკულ მემკვიდრეობას უპყრია სწავლება, რომელის მიხედვითაც "უფლის ანგელოზი" ძველ აღთქმაში არის ღმრთის სიტყვის ერთერთი სახელი სხვა მრავალთა სახელთაგან. ნამდვილად და ჭეშმარიტად ერთიერთ ადრეული ქრისტოლოგიურ სახელწოდებათაგან. წმ. წერილში ძალიან ხშირად "უფლის ანგელოზი" არ ნიშნავს, ერთს რომელიღაც ანგელოზს ზეციურ ძალთაგან განსხეულებულს, არამედ ამ ტერმინით გამოითქმის ქრისტე წინა-განკაცებამდე. ანგელოზი ნიშნავს მაუწყებელს (იგივე მაცნე), და ძველი აღთქმა "ანგელოზად" მაინც და მაინც, აუცილებლად ზეციურ მხედარს არ გულისხმობს ხოლმე - არამედ, შეიძლება ასევე ადამიანიც იგულისხმოს. უპირატესად სიტყვა არის ღმრთის მაუწყებელი (მაცნე), მიმთხრობელი, გამაცხადებელი. ამდენად, წმ. იუსტინე მარტვილი ხშირად რამდენჯერმე იხსენიებს ქრისტეს, როგორც ანგელოზს. ძირითად წყაროდ წმ. იუსტინესთვის და მასთან ერთად ეკლესიის სხვა მამებისათვის, ალბათ ისაიას წინასწარმეტყველების 9. 6-ე მუხლის "სამეოცდაათთა" (სეპტუაგინტას) თარგმნანი იყო: ციტატა რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძჱ მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მჴართა მისთა, და ჰრქჳან სახელი მისი დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი თანა-მზრახვალი, ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფ!, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ, რამეთუ მოვაწიო მშჳდობაჲ მთავართა ზედა, მშჳდობაჲ და სიცოცხლჱ მისა. და ამას გარდა იუსტინე, მიუხედავად "უფლის ანგელოზის" ან "დიდი ზრახვის ანგელოზის" ტერმინთა უხვი გამოყენებისა, არასოდეს ცდილობს განმარტოს, რომ ანგელოზი არის სიტყვა ღმრთისა, რადგან ანგელოზად, რომ მართლაც ქრისტე მოიხსენიება ნათელი და აშკარა იყო მათთვის, რომელნიც ახლოს და კარგად იცნობდნენ ისაიას (9. 6) წინასწარმეტყველებას. რამდენადაც ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ისაიას 9. 6 მესიას უკავშირდება, და სახელწოდება "დიდი ზრახვის ანგელოზიც" აღნიშნავს ასევე ქრისტეს, მოსდევს ის, რომ ქრისტე მართლაც ის უფლის ანგელოზია, რომელიც ეჩვენა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს (მაგ. დაბ. 15. 22; დაბ. 28. 35; გამ. 3, ისო ნავ. 5. 6). იუსტინე ამოწმებს, რომ განსხვავებით სხვა ანგელოზთა გამოცხადებათაგან ძველ აღთქმაში, ეს ანგელოზი თვით ღმეთია. ეს კარგადაა ახსნილი ქვემოთ: "ამით იუსტინე ამახვილებს ყურადღებას, რომ ძველი აღთქმაში უფლის ანგელოზთა გამოცხადებათაგან, ეს ანგელოზი არის სრული ღმერთი. როდესაც ხილვებში კონკრეტულად ეს ანგელოზი ჩანს ხოლმე, ისინი რომელნიც ხედავდნენ მას აცხადებენ, რომ მათ იხილეს ღმერთი და განკვირვებულნი არიან, რომ ცოცხალნი დარჩნენ. მრავალ ადგილას ეს ანგელოზი საუბრობს პირველ პირში, როგორც უფალი და ღმერთი, იღებს თაყვანისცემას და იწირავს მსხვერპლს და სადაც ის დგას, მიწა ფრიად აღმატებული და წმიდა ხდება; კიდევ სხვა ადგილებში ღმრთის საუბარი მესამე პირშია და ქმედითად დაქვემდებარებულია, როგორც ანგელოზი, ღმრთისაგან უწყების გადმოსაცემად გამოგზავნილი. ხოლო მაშინ, როდესაც ეს ადგილები გაერთიანებული და შერწყმულია სვებთან (მაგ. დაბ. Gen 1. 26; 19. 24; ფს. 45. 6–7; და 110. 1), რომელთა სახიდანაც საუბარისას პირთა სიმრავლე ჩანს ღმრთაებაში, იუსტინეს არგუმენტი მართლაც უდავო და დაურღვეველი ხდება. ამგვარად საკვანძო ადგილას, სადაც თავის თხრობაში იუსტინე, ძველი აღთქმის ღმრთისგნაცხადებათა შესახებ "ანგელოზის" სახელწოდებას ოთხჯერ მოიხსენიებს, შეუდრეკელად ადანაშაულებს გამზვიადებელთ, როცა ამბობს ქრისტეზე: "ის არის მოიხსენიებული ღმერთად, ის არის ღმერთი და მარად ღმერთი იქნება" (დიალოგი 58)
[LVIII]
[ სამების შესახებ, XVIII]
[ებრ. 1. 5. ასევე ფსალმუნი 2. 7] ამდენად "უფლის ანგელოზი", რომელიც ესაუბრება და ეჩვენება აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყელა წინასწარმეტყველს ძველი აღთქმის მთელს სივრცეში არის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღმრთისა. და ასევე "ანგელოზი უფლისა", რომელიც ეჩვენა მოსეს სინას მთაზე არის თვით ღმერთი: "მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი". "და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა"(გამ. 33. 11). "და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ" (რჯლ. 34.10). თუმცა თვით ქრისტე აცხადებს, "არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ" (ინ. 6. 46). "ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა." (ინ. 1.18). ნუთუ ქრისტეს სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც "გამოსლვათა" და "სჯულის" წიგნებში სწერია? ნუ იყოფინ! არავითარ შემთხვევაში, რამეთუ როდესაც მოსე მართლაც ხედავს ღმერთს, ხედავს არა მამას არამედ ძეს. ამაზე მიანიშნებს ახალი აღთქმაც, როცა ქრისტე ამბობს: "ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ" (ინ. 8. 58). ზოგიერთი კომენტატორი აქ ხედავს ქარაგმას და კავშირს, ღმრთის სიტყვებთან, როდესაც მოსე ჰკითხავს ღმერთს მის სახელს და უფალი პასუხობს (სამოცდაათთა თარგმანში - სეპტუაგინტა), "მე ვარ ერთი-იგი რომელი არს"; (ებრაულში) "მე ვარ, რომელი ვარ". "ესრე არქუ: რომელ არს მომავლინა მე თქუენდა."
[დიალოგი 127] დაუმთავრებელია.... გაგრძელება იქნება |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი