![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ მწუხრის დაწყების წინ, ისეთ ტაძრებში სადაც დიაკონი მსახურებს, იგი გამოდის აღსავლის კარიდან და პირით მრევლისკენ შემობრუნებული ხმამაღლა ამბობს: "აღსდეგინ!" ანუ, "ადექით!" რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად, მართლმადიდებლებიც ისხდნენ ღვთისმსახურების დროს (გარკვეულ მომენტებში)? მით უმეტეს ვიცით, რომ ბერძნული ეკლესიები დღეს ძირითადად მერხებითაა სავსე ამასთან ერთად, გვაქვს ე.წ. "დაუჯდომელი" ლოცვებიც, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ლოცვები დამჯდარიც შეიძლება იქნეს წაკითხული პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ფსალმუნი, ისიც ბერ-მონაზონთა მიერ, რომლებიც უამრავ ლოცვით კანონს აღასრულებენ დღის განმავლობაში. რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
leluka |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
მარინე ჩემი აზრით შეიწირავს მასეთ ლოცვას, ეს ჩემი აზრია
იცით ჩემი აზრი კიდევ რა არის ? ის რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენ თითოეულ ქცევას თითოეულ ლოცვასა თუ ნებისმიერ რამეს რაც შეეხება ჩვენ რომ გვგონია მართალი, შეიძლება ეს ღმერთისთვის არ იყოს მართალი ანუ რას ვგულისხმობ, ნებისმიერ ადამიანს მართლმადიდებლობა ესმის სხვადასხვანაირად,როგორც ადამიანი ერთ რამეს სხვადასვანაირად აღიქვამს ასევეა მართლმადიდებლობაშიც,ჩემს გარშემო ნუ მე ახალი შემდგარი ვარ ეკლესიის გზაზე, ასეთი სხვადასხვა მიდგომა აქვთ ეხლა მე როგორ გავარკვიო მე ვარ მართალი რაც ვეცნობი მამათა ცხოვრებებს ან თითოეულ დოკუმენთაციას და გამომაქვს ჩემი აზრი თუ ის დაბეჭდილი წიგნიდან კითხულობს, იმედია გამიგებთ რასაც ვგულისხმობ , ასე რომ მე რაც მინდა ვთქვა აქედან ის არის რომ მთავარია გულით ! ვაკეთოთ ყველაფერი და სამართლიანად და ამას ღმერთი შეიწირავს უფალმდა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ როგორც თქვენ ასევე მე იმიტომ რომ ძალიან მიჭირს პირველი ნაბიჯები ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი