სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Jan 13 2012, 07:02 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
კვართი - ქრისტიანულ ეკლესიაში მღვდელმსახურების დროს დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ჩასაცმელი. ეწოდება აგრეთვე სტიქარი. მიჩნეულია ქრისტეს სამოსლის სიმბოლურ გამოხატულებად. კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.
შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“ საბუხრეები - მღვდელმსახურის შესამოსელი. ვიწრო სამკლაურები, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით კი არა აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე, ბორკილებს, რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა. შემოსვის ლოცვა მარჯვენა ხელზე - „მარჯვენე შენი უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.“ მარცხენა ხელზე - „ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე გულისხმა მიყავ და ვისწავლნე სიმართლენი შენნი.“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი