ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
afxazi |
Jun 28 2011, 03:50 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ასეთი თემა მინდა გავხსნა.
ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის. ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს. საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში. კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Jan 13 2012, 07:53 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ქართვლის მნათობო!
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ, თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში, ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში. ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით. იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი, სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან, დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან. უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები, ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ, რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ. მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი, ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა, როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო, ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა. შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება, ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი; შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია, დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა, ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა. სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ, ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია; ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია. შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით, და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას... წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით, თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას. ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა, დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით, გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა, ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით, ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს, თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით ილია გადრანი -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი