![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
[] ღმერთი და ღვთისმსახურება
იესო ღმერთს "მამას" უწოდებდა რაღაც ახლებური,უფრო მეტად პიროვნული გაგებით,ვიდრე ვინმეს უწოდებია მანამდე.ის გვასწავლიდა,რომ ღმერთი რაღაც განსაკუთრებული სახით არის მისი მშობლიური მამა.იმავროულად ის თავის თანამოაზრეებს ასწავლიდა ლოცვას:"მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა!" ის ასწავლიდა მათ მისულიყვნენ ღმერთთან ისე,როგორც შვილები მიდიან მოსიყვარულე,მიმტევებელ და ბრძენ მამასთან.მან თავის მიმდევრებს მისცა "ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა"(ინ.1:12) მრავალი ადამიანისთვის ეს მოძღვრება მეტისმეტად ახალი იყო.რელიგია მათ წარმოედგინათ მხოლოდ რიტუალებისა და წესების სისტემად,იესომ კი აჩვენა,რომ რელიგიის საფუძველთა საფუძველია - ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობანი.ღმერთი,როგორც მამა,წვდება ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს,ის ზრუნავს ჩვენზე.ეს კი ლოცვას სრულიად სხვაგვარ აზრს აძლევს. როდესაც ქალმა ჭასთან მისულ იესოს ჰკითხა,სად უნდა სცენ ადამიანებმა თაყვანი ღმერთს,მან უპასუხა:"დგება ჟამი,არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.მაგრამ...ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით,რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის"(ინ.4:21-23).მოციქულთა საქმეების წიგნში ჩვენ ვხედავთ,როგორ დაიწყო ამ წინასწარმეტყველებამ განხორციელება,როცა "სახარება" არა მარტო ებრაელებს,არამედ წარმართებსაც ექადაგათ. თავად მაცხოვარი სისტემურად დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში და ესწრებოდა დღესასწაულებს იერუსალიმში.ის არ აწესებდწ რელიგიური რიტუალების ახალ სისტემებს.ის ვარაუდობდა,რომ მისი მოწაფეები მოძღვარს მიბაძავდნენ :შეისწავლიდნენ ბიბლიას,ილოცებდნენ და იმარხულებდნენ.და მან ანდერძად დაუტოვა მოწაფეებს,რომ ახალრწმენამიღებულნი მოენათლათ და გაეხსენებინათ მისი სიკვდილი,იმავდროულად ერთად მიეღოთ პურიცა და ღვინოც,ისევე როგორც მან გაუნაწილა მოწაფეებს პური და ღვინო თავის უკანასკნელ სერობაზე. გავაგრძელებ....... -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
ucha.mb |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 17-January 12 წევრი № 11,964 ![]() |
ციტატა რაც შეეხება თემას- ქრისტიანული ღვთისმსახურება ახალ აღთქმაში- უფალი გვეუბნება:" ღმრთი არის სული, და მას თაყვანი ეცით სულით და ჭეშმარიტებით." აბა მითხარით, რა არის სული? ვინ ნახა? ხოლო თუ არ ვიცით რა არის სული და არ გვინახავს, როგორღა უნდა ვცეთ თაყვანი ჭეშმარიტებით? თეორიულ ცოდნას არ ვგულისხმობ და თეორიებით ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რაც ჩვენი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი ძალაა. თუ ამ კითხვას იმიტომ სვამ, რომ მართლა გულით გაინტერესებს პასუხი ეს წაიკითხე და მიხვდები: სულ-არს ღმერთი და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა: ესე იგი ღმერთი არის სული უხილავი და თაყვანისმცემელნი მისნი სულითა და ჭეშმარიტებითა უნდა თაყვანისცემდენ მას. ეს სიტყვა ჰრქვა მაცხოვარმან დედაკაცსა სამარიტელსა, რომელმან ჰკითხა მას: სადა ჯერ-არს თაყვანისცემა ღვთისა. იერუსალიმს, ანუ მთასა მას ზედა, სადაცა სამარიტელთა ჰქონდათ ტაძარი და თაყვანისცემდენ ღმერთსა? იმ ჟამად ურიანი ჰფიქრობდენ, რომელ მხოლოდ იერუსალიმს ჯერ-არს თაყვანისცემა, მსახურება და მსხვერპლის შეწირვა ღვთისადმი; ხოლო სამარიტელნი იყვნენ წინააღმდეგნი ამისა და ემსახურებოდნენ ღმერთსა თვისსა ტაძარსა შინა. გარნა სხვანი ტომნი და ხალხნი იყვნენ კერპთ-მსახურნი, ემსახურებოდნენ მრავალთა ცრუთა ღმერთთა. თაყვანისცემა წარმართთა იყო მხოლოდ ხორციელი. გონება მათი იყო ესოდენ დაბნელებული, რომელ არ იცოდენ მათ უხილავი ღმერთი: იგინი თაყვანსცემდენ რასაცა ჰხედვიდენ თვალითა თვისითა, მზესა ანუ მთვარესა, ანუ ვარსკვლავთა და სხვათა ქმნილებათა ღვთისათა: მსახურებაცა მათი მდგომარეობდა მას შინა, რომელ იგინი შესწირვიდენ რომელთამე მსხვერპლთა. გარნა ოდეს მოვიდა მაცხოვარი ჩვენი ქვეყანასა ზედა, მან გამოგვიცხადა და გვასწავა ჩვენ, რომელ ღმერთი არის სული უხილავი, დაუსრულებელი, ყოვლადშემძლებელი, და, ვინაითგან ღმერთი არის სული უხილავი თაყვანისცემა და მსახურებაცა მისი უნდა იყოს სულიერი. ესე იგი კაცი უნდა ემსახურებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა კეთილითა თვისითა სულითა, სიმართლითა, ჭეშმარიტებითა. კეთილითა ხასიათითა და ყოფაქცევითა. ვისაც ყოველთვის ახსოვს, რომელ ღმერთი ყოველგან არს, ყოველსა მისსა საქმესა ჰხედავს, ყოველსა მისსა სიტყვასა ისმენს, ყოველსა მისსა სურვილსა და განზრახვასა გამოსცდის; ვისაც ახსოვს ესენი და შიში აქვს, რომ არ განარისხოს ცუდითა თვისითა საქმითა, ანუ ჰაზრითა, ანუ ყოფა-ქცევითა უხილავი და ყოველგან მყოფი ღმერთი. იგი არის ჭეშმარიტი თაყვანის-მცემელი ღვთისა. გარნა ჩვენ, სამწუხაროდ, გვაკლია სულიერი თაყვანისცემა ღვთისა; ჩვენ უმეტესად იმას ვცდილობთ, რომ ხორციელათ ვემსახუროთ ღმერთსა, ხოლო სულიერი მსახურება და თაყვანისცემა ღვთისა გვავიწყდება. დასამტკიცებლად ამისა წარმოვადგენ რაოდენსამე მაგალითსა: რომელსა მცნებასა, ანუ რომელსა ღვთის მსახურებასა ვასრულებთ ჩვენ ყოველნი უმეტესად და დაურღვევლად? მარხვის შენახვასა. ხომ არ შეიძლება, რომ ვინმე მარხვაში ხორცი სჭამოს: ხომ საშინელ სირცხვილად მიაჩნიათ სოფელში, ვინც ხორცსა სჭამს მარხვაში? ხომ განიკითხვენ და შეარცხვენენ მას, ვინც გაჰბედავს მარხვის დარღვევასა. ოთხშაბათს და პარასკევს, არა თუ ხორცის ჭამა მიაჩნიათ ცოდვათ, არამედ თითქმის თევზსაც არა სჭამენ მრავალნი. ერთი სიტყვით, ეს მცნება მაგრად გვიჭირავს და ძნელად დავარღვევთ. გარნა რას ვხედავთ? იმავე დღეს, როდესაც შენ გეშინიან და ძლიერ გახსოვს რომ ხორცის ჭამა არ შეიძლებაო, ადვილად იტყვი სიცრუესა და მოატყუებ შენს მოყვასსა; იქმნება კიდეც წაეჩხუბო და სცემო ვისმე, იქმნება კიდეც წაართვა ვისმე რაიმე. ერთი სიტყვით, მრავალ სხვა ცოდვას იქმ, და სინიდისი არ გაწუხებს შენ რა არის ეს? შეიძლება ასრე მსახურება ღვთისა? ღმერთი ითხოვს შენგან კეთილსა საქმესა, სიმართლესა და სათნოებასა, შენ მიუძღვნი მას საჭმლის გამოცვლასა. სულითა და ჭეშმარიტებითა უნდა ემსახურებოდე ღმერთსა და შენ ემსახურები მუცლითა შენითა. რა დიდი სათნოება არის და რა დიდი ღვთის მსახურება არის, რომ ნაცვლად ხორცისა, შენ სჭამო ერთს ანუ ორს დღეს ლობიო, ანუ სხვა სამარხვო საჭმელი! ეს ფრიად ადვილია, ეს ძნელი არ არის, ამას ყოველი კაცი იქმს; დიდი სათნოება და მოღვაწება ის იქმნება, როდესაც შენ გასწმენდ გულსა შენსა ცოდვათაგან და ემსახურები ღმერთსა სიმართლითა და კეთილითა ყოფაქცევითა. -------------------- თუ ჯერ არ გიპოვია ჭეშმარიტება, მოინახულე მამა გაბრიელის საფლავი და შენ იპოვი მას...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი