პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Jan 19 2012, 02:12 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკლედ ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ნათლისღებას და ვდებ საიტზე სწორედ ამ დღესასწაულის წირვის შემდგომ ქადაგებას
--------------------- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 იანვარი, 2008 წ. „ნაკურთხი წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს“ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! დღეს ყოველი ჩვენგანი არის თანაზიარი ღვთის საკვირველებისა! დღევანდელ დღეს ღმერთმა მოგვანიჭა ჩვენ მადლი სულისა წმინდისა. ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის უდიდესი დღესასწაული: დღეს ჩვენ ვაკურთხებთ წყალს - დიდ აიაზმას. ადამიანი თავის ცხოვრებაში მუდამ ეძებს საკვირველებას, ეძებს სასწაულს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა იგი ამბობს: მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიწამებ, თუ სასწაულს ვიხილავ. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ასეთი სასწაული. ჭეშმარიტად, „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. წყალი, რომელიც დღეს იკურთხა, რამდენი წელიც არ უნდა შევინახოთ, - არ გაიხრწნება. დიდი აიაზმა განნმენდს ჩვენს სულს, გულს, განანათლებს გონებას. იგი უნდა ვასხუროთ ჩვენს ბინებში, ვასხუროთ ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს. ნაკურთხი წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში უნდა გვქონდეს შენახული და ყოველ დილას მცირეოდენი უნდა მივიღოთ უზმოზე და უნდა ვასხუროთ ხოლმე სახლის კუთხეებში. დღეს არის კიდევ ერთი დიდი დღესასწაული. საღამოს 6 საათზე შესრულდება 500-ზე მეტი ჩვილის საჯარო ნათლობა, რომელთა ნათლიაც, ღვთის მადლითა და წყალობით, მე გავხდები. მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ განჩინება, რომ ვისაც ეყოლება მესამე შვილი, თუ ოჯახს ამის სურვილი ექნება, მისი ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდება. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამი შვილით უნდა დამთავრდეს შობადობა. არა მარტო მესამის, მომდევნო ბავშვების ნათლიაც მე ვიქნები, თუ მშობლებს სურვილი ექნებათ. ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა იმ ჩვილებისთვის, რომლებიც მოინათლებიან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დიდი მადლი მოგცეთ! ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა - უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ღმერთმა მოგცეთ სულიერი და ფიზიკური ძალა და ღმერთმა მოანიჭოს საქართველოს მშვიდობა, სიმშვიდე, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა! ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან დგას სრულიად საქართველო! სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, გავუგოთ ერთმანეთს, უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და ამ შემთხვევაში შევძლებთ, გამოვნახოთ საერთო ენა. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო! წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი! გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 2008 წ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი