ვეგეტარიანელობა, სულიერი და მატერიალური კუთხით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეგეტარიანელობა, სულიერი და მატერიალური კუთხით |
აბდალა |
Jan 21 2012, 12:58 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 |
და თქვა ღმერთმა: აჰა, მოგეცით თქვენ ყველა დასათესი მცენარე, თესლის მთესველი, რომელიც არის მთელი მიწის ზედაპირზე, და ყველა ზე, რომელსაც აქვს თავის თავში ნაყოფი დასათესი თესლისა, - თქვენთვის იქნება საჭმელად
(დაბ. 1.29) რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! (ესაია 1.10-11) ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! (ესაია 1.15) 17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? (ეკლესიასტე. თავი მესამე) "მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა) "ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი) "ჩემი აზრით, ვეგეტარიანული ცხოვრებიუს წესი, ადამიანის ტემპერამენტზე თავისი სუფთა ფიზიკური ზეგავლენის წყალობით ძალიან კეთილსასურველ გავლენას მოახდენდა კაცობრიობის უმეტეს ნაწილზე". (ალბერტ აინშტაინი) "Всевозможные философы и религиозные деятели пытаются убедить своих учеников и последователей в том, что животные - не более, чем машины без души. Но любой, кто когда-нибудь держал у себя дома животное - будь то собака, птица или даже мышь, - знает, что эта теория - наглая ложь, выдуманная для того, чтобы оправдать жестокость" Сингер "Убивая животных ради пропитания, человек подавляет в себе высшие духовные чувства - сострадание и жалость к другим живым существам, подобным ему, - и, переступая через себя, ожесточает свое сердце". "Как можно надеяться, что на земле воцарится мир и процветание, если наши тела являются живыми могилами, в которых погребены убитые животные?" Лев Толстой ეს ციტატები საპოლემიკოდ არ მომიყვანია. ვიცი, რომ ბიბლიაში ამის საწინააღმდეგო ციტატებიცაა, და ვისაც რა სურს იმას ითვალისწინებს... მხოლოდ მინდა რომ საღი აზრით და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. თუ თემას დახურავთ არც ეგაა პრობლემა, მაგრამ რატომ? ეს ამ თემის: http://church.ge/index.php?showtopic=7739&st=0 ერთგვარი გაგრძელებაა. თუ გაქვთ სურვილი ლოგიკურად, დასაბუთებულად და სენტიმენტების გარეშე განვიხილოთ... -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
აბდალა |
Jan 22 2012, 06:43 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა წმინდა მამები ყოველივე არსებულში ღვთის ხელს ხედავდნენ და საჭიროების გარეშე სულ მცირე ბალახსაც კი არ ანადგურებდნენ (ლაპარაკი აღარ მაქვს ცხოველთა ხოცვაზე).ეს სულის განსაკუთრებული მდგომარეობაა, რაც ღვთაებრივი მადლის გარეშე, არ შეიძლება ქონდს ადამიანს. განსაკუთრებული მადლის გარეშე არც ღმერთის სიყვარული მოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქმედებებით მაინც არ ვეცადო მის სიყვარულს. ასევეა ხორცზეც, თუკი იცი, რომ ღვთის ქმნილებაა და საჭიროების გარეშე არ უნდა მოკლა, რატომ კლავ? ნაინა ციტატა ეგრე არ გამოვა, შენ არასოდეს არ წერ არაფერს როგორც რჩევას. დააკვირდი შენს ნაწერებს, უცხო ადამიანის თვალით წაიკითხე, ნახავ როგორი დიდაქტიკური და დამრიგებლური ელფერი დაჰკრავს. ძალიან მცოდნე, სწავლით და წლებით გამოცდილი ბაბუ გვმოძღვრავს ჩვენ უვიცებს და უწიგნურებს. არა მარტო ვეგეტარიანელობაზე, ყველაფერზე ასე ხარ, სხვისი ჭკუის დამრიგებელი, სხვაზე უკეთესი აზროვნების, სხვაზე აღმატებული. თავიდანვე ასეთი დაგინახე შენი ნაწერებიდან, დღეს და გუშინ არ გამჩენია შენს მიმართ ასეთი გრძნობა. ვიფიქრე, ვიფიქრე და მაინც ვერ დაგეთანხმე... თანაც პირველ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჰოდა ეგ მოგყვება, მე კი ნელა, მაგრამ მაინც ვიცვლები თუმცა ვაღიარებ, რომ თქვენზე "მართლად" ვთვლი თავს იმაში, რომ ხორცის ჭამა აუცილებელი საჭიროების გარეშე არ ვარგა. ისევე როგორც თქვენ თვლით, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრები ხართ. გასაგებია, რომ მართლმადიდებლური ფორუმია, "უცხო სხეულების" შეხედულება ნაკლებად გაინტერესებთ, მაგრამ ეს თემა სპეციალურად არ მიმყავს "ვედური ცოდნისკენ". ციტატა ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, შენთვისვეა ცუდი, თვითგანდიდების სენი გჭირს, შენვე გავნებს, ასე ძალიან ძნელად იშოვი ნამდვილ მეგობრებს, უმეგობროდ კი რაც გინდა და ვინც გინდა ის იყავი, ფასი არა აქვს.მე ისეთებს არ ვამბობ ვინც დღეს თითქოს მეგობრობენ შენთან რაღაც მიზეზების გამო. იმედია სწორად გამიგებ. თუ არა და შენი საქმისა შენ იცი. მეგობრები საკმარისად მყავს ღმერთის წყალობით. მითუმეტეს "რაღაც მიზეზების გამო" ჩემთან მეგობრობა გაუჭირდებათ. "ხინკლის და ლუდის მეგობრები" კი უკვე კარგა ხანია ჩამომცილდნენ. მე კი მესმის შენი სწორად, მაგრამ შენ რაც თავი მახსოვს არასწორად გესმის ჩემი. რას იზამ, ეტყობა ჩემი ბედია ახლა კი თემას დავუბრუნდეთ და იქნებ ამიხსნათ, რატომ წერია ძველ აღთქმაში ის ციტატები, რომლებიც მოვიყვანე. როგორ ხსნიან მათ წმინდა მამები და როგორ ხსნით თქვენ? (საწინააღმდეგო ციტატებიც ვიცი და მათი ახსნაც, მე ეს მაინტერესებს ამჯერად). -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი