ვეგეტარიანელობა, სულიერი და მატერიალური კუთხით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეგეტარიანელობა, სულიერი და მატერიალური კუთხით |
აბდალა |
Jan 21 2012, 12:58 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 |
და თქვა ღმერთმა: აჰა, მოგეცით თქვენ ყველა დასათესი მცენარე, თესლის მთესველი, რომელიც არის მთელი მიწის ზედაპირზე, და ყველა ზე, რომელსაც აქვს თავის თავში ნაყოფი დასათესი თესლისა, - თქვენთვის იქნება საჭმელად
(დაბ. 1.29) რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! (ესაია 1.10-11) ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! (ესაია 1.15) 17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? (ეკლესიასტე. თავი მესამე) "მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა) "ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი) "ჩემი აზრით, ვეგეტარიანული ცხოვრებიუს წესი, ადამიანის ტემპერამენტზე თავისი სუფთა ფიზიკური ზეგავლენის წყალობით ძალიან კეთილსასურველ გავლენას მოახდენდა კაცობრიობის უმეტეს ნაწილზე". (ალბერტ აინშტაინი) "Всевозможные философы и религиозные деятели пытаются убедить своих учеников и последователей в том, что животные - не более, чем машины без души. Но любой, кто когда-нибудь держал у себя дома животное - будь то собака, птица или даже мышь, - знает, что эта теория - наглая ложь, выдуманная для того, чтобы оправдать жестокость" Сингер "Убивая животных ради пропитания, человек подавляет в себе высшие духовные чувства - сострадание и жалость к другим живым существам, подобным ему, - и, переступая через себя, ожесточает свое сердце". "Как можно надеяться, что на земле воцарится мир и процветание, если наши тела являются живыми могилами, в которых погребены убитые животные?" Лев Толстой ეს ციტატები საპოლემიკოდ არ მომიყვანია. ვიცი, რომ ბიბლიაში ამის საწინააღმდეგო ციტატებიცაა, და ვისაც რა სურს იმას ითვალისწინებს... მხოლოდ მინდა რომ საღი აზრით და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. თუ თემას დახურავთ არც ეგაა პრობლემა, მაგრამ რატომ? ეს ამ თემის: http://church.ge/index.php?showtopic=7739&st=0 ერთგვარი გაგრძელებაა. თუ გაქვთ სურვილი ლოგიკურად, დასაბუთებულად და სენტიმენტების გარეშე განვიხილოთ... -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
აბდალა |
Jan 22 2012, 09:07 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 |
ნაინა
ციტატა ასე რომ მეტს აღარ გავაგრძელებ, უკვე ძალიან ზედმეტი იქნება. კარგი იქნება თუ არ გააგრძელებ. თემას დავუბრუნდეთ. ციტატა ერთჯერ, ორჯერ, ათჯერ? რა პასუხს ელოდები? მანამდე უნდა გახსნა და გახსნა ერთსა და იმავე საკითხზე სანამ ისეთ პასუხს არ გაგცემენ როგორიც შენ გაწყობს? პასუხმა კი არ დაგაკმაყოფილა, არ მოგეწონა პასუხი, იმიტომ რომ შენს ფილოსოფიას არ ეთანხმებოდა, იმიტომაც ცდილობ ასე გამწარებით, რომ გინდა საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება. შენ სხვა არაფერი არ გჭირდება მამუკა, შენ უბრალოდ საკუთარ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებ ამით და ასეთებით. და რატომ გაღიზიანებთ ასე ეს თემა? მე მაგალითად მაშინ ვღიზიანდები, როცა მტყუანი ვარ და სხვა მართალია, ან როცა ორივე მართლები ვართ და სხვა მაინც ცდლობს თავისი "სიმართლე" ჩემს "სიმართლეზე" მაღლა დააყენოს. რომ არ უნდა გავღიზიანდე ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე თავად ფაქტს ვამბობ. როცა ვიცი რომ მართალი ვარ და სხვა ტყუის, ძალიან მშვიდად ვარ და სრულიად მშვიდად ვეკამათები (თუ კამათი უნდა რა თქმა უნდა). ასე რომ თქვენც შეხედეთ მშვიდად ამ საკითხს და დამიმტკიცეთ, რომ ვტყუივარ. მოტივს არა აქვს დიდი მნიშვნელობა, პატივმოყვარეობის გამო ვაკეთებ ამას თუ "სიმართლის ძიებისთვის". რაც არ უნდა იყოს ფორუმია ეს და მსჯელობისთვისაა შექმნილი. ან საერთოდ რა შუაშია ჩემი მოტივი? კარგი ბატონო, პატივმოყვარეობა მალაპარაკებს. მაგით რა მერე? ვისაც ამპარტავნება ალაპარაკებს, ე.ი. იმას არ უნდა ელაპარაკო? რომელია აქ, ჭეშმარიტი ღვთის სიყვარული რომ ალაპარაკებს და მხოლოდ ღმერთის ინსტრუმენტია? გასაგებია, რომ პატივმოყვარე ვარ და ამას არც ვმალავ, მაგრამ მე რა შუაში ვარ საერთოდ და რატომ გაღიზიანებთ ის, რომ პატივმოყვარე ადამიანი ლაპარაკობს ამ ყველაფერს? კიდევ მესმის ამიჯანყდეთ, მორჩილებაზე და პატივმოყვარეობის გადაგდებაზე რომ ვასწავლიდე სხვებს ჭკუას და ამაზე რომ ვიძლეოდე რჩევებს. მაგრამ მე გესაუბრებით სრულიად მიწიერ და "ბანალურ" საკითხებზე, ისეთზე, როგორიცაა "ვეგეტარიანელობა", აქვს თუ არა ცხოველს სული და ა.შ. რა შუაშია აქ ჩემი მოტივი? ცუდი ზრახვებიც რომ მქონდეს ე.ი. რა, არ უნდა მელაპარაკოთ ამაზე? და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომელიც "არა კლას" თემაში უკვე დავსვი და გასაგები პასუხი ვერ მივიღე: რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორის ჩანასახოვან სტადიებში და "როდიდან შედის ადამიანში სული (თუ შედის საერთოდ და თავიდანვე არ იყო?) ანუ მივდივართ თემამდე: აქვს თუ არა ცხოველს ისეთივე სული, როგორიც ადამიანს (და არა სამშვინველი ან სხვა ტონკი ელემენტი). როგორც ვიცით ონტოგენეზი გარკვეულწილად იმეორებს ფილოგენეზს და ჩანასახოვან სტადიებზე გარეგნულად თითქმის არაფრით არ განვსხვავდებით ერთუჯრედიანისგან, თევზისგან, ამფიბიისგან და ა.შ. მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ადამიანს აქვს სული, ხოლო ცხოველს არა აქვს? უმეტესობა პასუხებს გაურბის და ხუმრობაში, ან აგრესიაში გადააქვს ეს ყველაფერი. მოდი აბა მშვიდად და ლოგიკურად ვიმსჯელოთ... გაჩნდება კითხვა: "რას გულისხმობ სულში?" სულში ვგულისხმობ ღმერთის იმ პიროვნულ ნაწილაკს, რომელიც მარადიულია და არ კვდება, რომლის არსებობაც განასხვავებს ცოცხალს არაცოცხალისგან და რომელიც მატერიას არ განეკუთვნება (არც უხეშს და არც ნატიფს). -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი