ვეგეტარიანელობა, სულიერი და მატერიალური კუთხით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეგეტარიანელობა, სულიერი და მატერიალური კუთხით |
აბდალა |
Jan 21 2012, 12:58 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 |
და თქვა ღმერთმა: აჰა, მოგეცით თქვენ ყველა დასათესი მცენარე, თესლის მთესველი, რომელიც არის მთელი მიწის ზედაპირზე, და ყველა ზე, რომელსაც აქვს თავის თავში ნაყოფი დასათესი თესლისა, - თქვენთვის იქნება საჭმელად
(დაბ. 1.29) რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! (ესაია 1.10-11) ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! (ესაია 1.15) 17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? (ეკლესიასტე. თავი მესამე) "მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა) "ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი) "ჩემი აზრით, ვეგეტარიანული ცხოვრებიუს წესი, ადამიანის ტემპერამენტზე თავისი სუფთა ფიზიკური ზეგავლენის წყალობით ძალიან კეთილსასურველ გავლენას მოახდენდა კაცობრიობის უმეტეს ნაწილზე". (ალბერტ აინშტაინი) "Всевозможные философы и религиозные деятели пытаются убедить своих учеников и последователей в том, что животные - не более, чем машины без души. Но любой, кто когда-нибудь держал у себя дома животное - будь то собака, птица или даже мышь, - знает, что эта теория - наглая ложь, выдуманная для того, чтобы оправдать жестокость" Сингер "Убивая животных ради пропитания, человек подавляет в себе высшие духовные чувства - сострадание и жалость к другим живым существам, подобным ему, - и, переступая через себя, ожесточает свое сердце". "Как можно надеяться, что на земле воцарится мир и процветание, если наши тела являются живыми могилами, в которых погребены убитые животные?" Лев Толстой ეს ციტატები საპოლემიკოდ არ მომიყვანია. ვიცი, რომ ბიბლიაში ამის საწინააღმდეგო ციტატებიცაა, და ვისაც რა სურს იმას ითვალისწინებს... მხოლოდ მინდა რომ საღი აზრით და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. თუ თემას დახურავთ არც ეგაა პრობლემა, მაგრამ რატომ? ეს ამ თემის: http://church.ge/index.php?showtopic=7739&st=0 ერთგვარი გაგრძელებაა. თუ გაქვთ სურვილი ლოგიკურად, დასაბუთებულად და სენტიმენტების გარეშე განვიხილოთ... -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
აბდალა |
Jan 22 2012, 10:07 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა აი აქ უკვე ერთ აზრზე ვართ.თუ ცხოველის მოკვლის საჭიროება არ არსებობს, მაშინ არ უნდა მოიკლას ცოცხალი არსება მუცლის დასაკმაყოფილებლად. გაიხარე! ჰოდა არ ვცხოვრობთ ახლა ისეთ დროშI და ისეთ სიყტუაციაში, რომ ხორცის გარდა სხვა საჭმელი ვერ ვიშოვოთ. ციტატა ეკლესიის მამათა აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა.ხოლო, ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ "შექმნაში" მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია. ასეთი შეხედულების არსებობის საფუძველს ღმერთის მიერ პირველმშობელი ადამის სახით მთელი კაცთა მოდგმის შექმნა გვაძლევს.აქედან გამოდის, რომ ადამში პოტენციურად ჩაიდო თითოეული ადამიანის სული და სხეული. მაგრამ საღვთო განჩინებით, სულისა და სხეულის შექმნა და განგება ხორციელდება თავად ღმერთის მიერ.ანუ დასკვნა: ბიბლია გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ადამიანის სული - ეს არის ღვთაებრივი სუნთქვა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელს კაცთა მოდგმას.ხოლო ცხოველები მხოლოდდამხოლოდ ადამიანის საჭიოებისათვის შექმნილ არსებებს წარმოადგენენ და ბუნებრივი დავასკვნათ, რომ მათში ღვთაებრივი სული არ არის; არამედ ეს არის მაცოცხლებელი ძალა. ანუ ცალსახა და ზუსტი ცოდნა არ არის ამის შესახებ? georgios ციტატა უკვე ვაწყდებით აქ აუცილებლად რეინკარნაციის საკითხს. ანუ იესო ქრისტეს მოსვლით რეინკარნაცია და ცხოველებში გადარსახვა შეწყვიტა ადამიანის სულმა? ებრაელები რომ მაგას არ ასწავლიან?... მათ შორის კაბალას ის სწავლებაც, რომელიც ადამიანთა რამდენიმე გარდასახვას ასწავლის, ოღონდ არა ცხოველებში. ახლა არ მითხრა რეინკარნაციის მჯერაო მე მგონი არ ხარ მაგ საკითხში ბოლომდე დარწმუნებული... ან სამონასტრო და საერო ცოდნა რაღაა? ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა, თუ რეინკარნაცია არსებობს, მაშინ უნდა აღიარონ საჯაროდ რეინკარნაციის თეორია რომ იყოს ქრისტიანობაში და ცხოველებს არ ჭამდნენ სავარაუდოდ ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ქრისტიანი (რელიგიით), მაგრამ არ მინდა ეს კუკუ-დამალობანა და საიდუმლო ეზოთერული ცოდნები. მითუმეტეს რეინკარნაციაში ღრმა დარწმუნებულობა იყო ის, რამაც რაღაც მომენტში განაპირობა ჩემი კონკრეტული გზის არჩევა. GIORGI LELUASHVILI ციტატა იყავი დღეს? ეხლა მოხვედი? კ ახლა მოვედი მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ. თემა შეგიძლიათ დახუროთ, შეგიძლიათ განაგრძოთ პოლემიკა. თურმე იმაზე მეტს ვაწუხებ ამ თემით ვიდრე მეგონა. სიმართლე გითხრათ არ მოველოდი. -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი